Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 093 (Girl Brought Back to Life and Woman Healed)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
B - ქრისტეს სასწაულები კაპერნაუმსა და მის მიდამოებში (მათეიესო 8:1 - 9:35)

10. იესო მკვდრეთით აღადგენ გოგონას და კურნავს ქალს (მათეიესო 9:18-26)


მათეიესო 9:18-26
18 ამას რომ ლაპარაკობდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: "ჩემი ქალიშვილი ეს-ესაა მოკვდა, მოდი, ხელი დაადე და იცოცხლებს”. 19 წამოდგა იესო და მოწაფეებთან ერთად გაჰყვა მას. 20 აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლის დენით, უკნიდან მიუახლოვდა და მისი სამოსელის კალთას შეეხო. 21 ვინაიდან ამბობდა თავისთვის: მის სამოსელს მაინც თუ შევეხე, განვიკურნებიო. 22 იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: "გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა”. და მაშინვე განიკურნა ქალი. 23 მივიდა იესო მთავრის სახლში და დაინახა მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი. 24 უთხრა მათ: "წადით აქედან, რადგან არ მომკვდარა გოგონა, არამედ სძინავს”. და სასაცილოდ აიგდეს იგი. 25 ხალხი რომ გაიყვანეს, შევიდა იესო, ხელი მოკიდა და წამოდგა გოგონა. 26 მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი.
(მათე 14:36; მარკოზი 5:21-43; ლუკა 8:40-56)

ქრისტემ გაიმარჯვა ყველაფერზე, რაც ეწინააღმდეგებოდა მის მარადიულ სამებას. ბოლო მტერი, რომელზეც მან გაიმარჯვა სიკვდილი იყო. როგორი მშვენიერი ჭეშმარიტებაა. მას შემდეგ კი მახარობელმა მათემ გვიამბო იესოს გამარჯვებაზე, სტიქიებზე, სულებზე, ცოდვებზე, ავადმყოფობაზე და კანონებზე. მან გვაჩვენა თუ როგორ გააძევა ქრისტემ ჩვენი ბოლო მტერი - სიკვდილი. ქრისტე გვაძლევს სრულ თავისუფლებას სიმძიმეებისა და შიშისგან და ჩვენში თავისი საუკუნო სიცოცხლე შემოყავს. ხარობ თუ არა ამ გამარჯვებას ქრისტესთან ერთად?

იუდევლური სინაგოგის ზედამხედველს ქალიშვილი გაუხდა ავად. ვინც კი შეეცადა მის დახმარებას ვერავინ შეძლო. ის უკვე კვდებოდა და მამაც პანიკაში იყო. ის გაიქცა იესოსთან, დაეცა მის ფერხთით ყველას თვალწინ, თუმცა სინაგოგის რაბინი იყო და იცოდა, რომ თაყვანი მხოლოდ ღმერთისთვის უნდა ეცა და არა ადამიანისთვის. დაიხარა რა ქრისტეს წინაშე ამითი მან მისი ღვთაებრიობაც აღიარა. ქრისტემ მიიღო ეს თაყვანისცემა, ვინაიდან ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთისგან, მამის მსგავსი. სინაგოგის ზედამხედველის რწმენამ აღძრა ის, რომ ეთხოვა იესოსთვის თავისი ქალიშვილის განკურნება, რადგან ხედავდა, როგორ ასხავდა ავადმყოფებს ხელს და ისინიც ინკურნებოდნენ. ქრისტე მაშინვე გაჰყვა მას, რადგან მდგომარეობა კრიტიკული იყო, მაგრამ როდესაც ხალხის ბრბოში აღმოჩნდა მას მიუახლოვდა ერთი ქალი სიტყვის უთქმელად, შეუმჩნევლად შეეხო მის სამოსს. ქრისტემ იგრძნო თუ როგორ გავიდა მისგან ძალა, თუმცა მრავალი ეხებოდა მას, თუმცა ამ ქალის შეხებაში რწმენა იყო. იმის შემდეგ, როდესაც მან თავისი დამოწმება მოყვა ყველას გასაგონად, იესომ ამ ქალის რწმენა მისდამი დაადასტურა. ადამიანი რწმენით იღებს ქრისტესგან ძალას, სიცოცხლეს და მადლს.

იესოს ეს შეყოვნება სინაგოგის ზედამხედველისთვის მარტივი გაკვეთილი არ აღმოჩნდა, რადგანაც ძლიერ ეჩქარებოდა თავის ქალიშვილთან. ქრისტემ კარგი გაკვეთილი მისცა და ასწავლა, რომ უფალი პატივს არ მიაგებს ადამიანებს გარკვეული თანამდებობის გამო და არ დაამცირებს უბრალო ადამიანს და რომ ის მოქმედებს იმ რწმენის მეშვეობით, როგორიც მათ აქვთ: მცირე იქნება ეს თუდ იდი, ქალი იქნება ის თუ კაცი.

როგორც იქნა მივიდნენ ქალიშვილთან, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო. ქრისტემ ამ სიკვდილ ძილი უწოდა და მაშინ მომტირალე ქალებმა დასცინეს მას და ამტკიცებდნენ, რომ სულაც არ სძინავს, არამედ მოკვდა.

სიკვდილის ძალაუფლებამ და ადამიანების უპატივცემულობამ იესოს გული დაწყვიტა. არავის მისცა სახლში შესვლის უფლება, მხოლოდ ქალიშვილის მშობლებს და სამ მოწაფეს. სრულ სიჩუმეში იდგა მკვდარი გოგონას წინ. მან აიღო მისი ხელი და მისი სული დაბრუნდა სხეულში, სიკვდილი დამარცხდა, რადგანაც ის გაექცა ქრისტეს ძალაუფლებას. მისი სიტყვების ძალამ სძლია სიკვდილი, გოგონა აღდგა და მივიდა თავის მშობლებთან. ყველა განცვიფრებული და თავზარდაცემული დარჩა.

ქრისტე მხოლოდ შემომქმედი არ არის, მას შეუძლია სიცოცხლის მოცემა და შენახვა. მან ბრძანა, რომ გოგონასთვის, რაიმე საკვები მიეცათ, რათა ენახათ, რომ გოგონა გამოკეთდა და ქრისტეს გადარჩენის საქმე სრულად აღსრულდა მასში.

როგორი დიდებული ნუგეშია ჩვენთვისაც ქრისტეს მიმდევრებისთვის. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მან მკვდრეთით აღგვადგინა, გვიცნობს თითოეულს სახელით, ის ჩაგჭიდებს მარჯვენა ხელს და ერთ წამში აღგადგენს ცოდვის სიკვდილისგან და იცოცხლებ საუკუნო სიცოცხლით.

ლოცვა: ზეციერო მამა, ჩვენ ცოდვის ქსელში ვართ გაბმულნი ჩვენი ბუნებით, მაგრამ შენი მხოლოდ შობილი ძე არის სიცოცხლის მმართველი და სულიერი მდინარეების წყარო. მადლობას გიხდით, რომ გამოგვიგზავნე ეს დიდებული მხსნელი, რათა მისი რწმენის მეშვეობით მოვიპოვოთ შენი საუკუნო სიცოცხლე. როდესაც სახარებას წავიკითხავთ, ხელი გეკიდოს, რათა აღვდგეთ მთელი ახალგაზრდობა და ჩვენი გარშემომყოფები.

კითხვა:

  1. როგორ აღადგინა იესომ მკვდარი გოგონა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 08:59 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)