Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 092 (The Baptist´s Disciples Question)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
B - ქრისტეს სასწაულები კაპერნაუმსა და მის მიდამოებში (მათეიესო 8:1 - 9:35)

9. იოანე ნათლისმცემლის მოწაფეების კითხვა, მარხვის შესახებ (მათეიესო 9:14-17)


მათეიესო 9:16-17
16 ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, რადგან ახლად დაკერებული მაინც მოიხევა სამოსელისგან და უარესად დაიხევა. 17 არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, რათა ტიკები არ დასკდეს; ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება”.
(რომაელთა 7:6)

განსხვავება ძველ და ახალ აღთქმაში, სახარებასა და სხვა რელიგიებში მეტად ღრმაა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. რელიგიები ადამიანებს სამსჯავრო დღეზე აფრთხილებენ და ყველა ქრისტეს სახარების გარდა ასწავლის იმას, რომ გარკვეული კანონების დაცვით შეიძლება ყველაზე მეტად მოაწონო ღმერთს თავი და რომ მსხვერპლშესაწირავები, მარხვა, ლოცვა და კეთილი საქმეები აუცილებელია იმისთვის, რომ მივიღოთ ღმერთისგან ჯილდო. ყველა შესაძლო ტრადიცია და მსხვერპლი, გამოსახავს ღმერთს დიდი სასწორით ხელში. ერთ სასწორზე დევს ადამიანთა ცოდვები, ხოლო მეორეზე კეთილი საქმეები, რომელიც გადაწონის ისეთივე იქნება იმ ადამიანის ცხოვრება. ეს სწავლება სავსებით არ შეესაბამება ქრისტეს სწავლებას ახალ აღთქმაში.

ქრისტე გვასწავლის, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ბოროტია და არავის ძალუძს საკმარისი ბოროტი საქმეების ჩადენა. ამიტომაც ქრისტე სასწორზე დებს საკუთარ კეთილ საქმეებს, საკუთარ სამართლიანობას და მადლს. მისი სიყვარული შლის ჩვენს ურჯულოებას და მისი მსხვერპლი გვაძლევს ხსნას განსკითხვისგან. ჩვენ ვერ გვიხსნის საკუთარი ღვთისმოსაობა, გამართლებულნი ვართ მადლის მეშვეობით. არა საქმეები, არამედ შენი რწმენა გიხსნის, გაგაერთიანებს მხსნელთან, როდესაც სულიწმიდა შენში ახალ სიცოცხლეს შექმნის.

ამგვარად შენი ცხოვრება გარდაიქმნება ქებად და მიძღნად, შენი მხსნელის მსახურებისთვის. ნუ დანაღვლიანდები, არამედ ღმერთის დაცვაში გაიხარე. ღმერთის ხმისგან არ დაახშო შენი გული, არამედ შეეცადე გადაარჩინო სხვები, ვინაიდან თავადაც უსასყიდლოდ ჯვარცმული ქრისტეს რწმენით გამართლდი. მან ღირსი გაგხადა გქონებოდა ურთიერთობა მამასთან და ქრისტეს სისხლი ღვინოს შედარებული, გწმენდს მთლიანად ყველა შენი ცოდვისგან. სულიწმიდას შენში შემოაქვს უფლის შვილობის თავისუფლება, რომლებიც ემსახურებიან ღმერთს სიყვარულსა და სიხარულში.

ეს ორი უკიდურესობის იდეაა. რჯულით და წეს-ჩვეულებებით გამართლება ეწინააღდ,ეგება რწმენით გამართლებას. ღვთისმოსაობა, რომელიც დაფუძნებულია კანონებზე და დაგენილებებზე, ვერ ღებულობს მადლის მეშვეობით გადარჩენის იდეას. ამგვარად ღმერთის შვილების ტავისუფლება ამსხვრევს, რჯულსა და წესებს მიჯაჭვული ადამიანების ფორმებს. საზოგადოების ფორმირების მცდელობები, რომლებიც დაფუძნებულია სტრუქტურებზე ფუჭია, რადგანაც ახალი მადლის სული ითხოვს ხელახალ შობას. უმჯობესია მცირე ჯგუფების შექმნა სახარების სიხარულში, ვიდრე მიეკუთვნებოდე დიდ საზოგადოებას, რომელიც მკვდარ წესებს ასრულებს და არ არის მზად დაბრუნდეს შინაგან სულიერ გარდაქმნასთან.

ლოცვა: მამაო მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მოგვიწოდე ახალ აღთქმაში და გაგვანთავისუფლე ჩვენი მოჩვენებითი სამართლიანობისგან. ჩვენ ცოდვილნი ვართ, მაგრამ ქრისტემ გაგვამართლა სრულად. გვასწავლე გემსახუროთ ზეცის სიხარულში და დაგვეხმარე განვასხვავოთ ჯგუფები, დაფუძნებული მადლზე და ცოცხალი ეკლესიები, რათა შევუერთდეთ მათ და ყველა ერთად ვიყოთ შენთან ურთიერთობაში.

კითხვა:

  1. რატომ არ შეიძლება სახარების ახალი ღვნის ჩასხმა რჯულის ძველ ტიკებში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 08:56 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)