Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 085 (Principles of Following Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
B - ქრისტეს სასწაულები კაპერნაუმსა და მის მიდამოებში (მათეიესო 8:1 - 9:35)

4. იესოს გაყოლის პრინციპები (მათეიესო 8:18-22)


მათეიესო 8:18-20
18 თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა, უბრძანა იესომ გაღმა გასულიყვნენ. 19 მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: "მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ”. 20 უთხრა მას იესომ: "მელიებს სოროები აქვთ, ცის ფრინველებს - ბუდეები. ძე კაცისას კი თავის მისადებიც არ გააჩნია!”
(ლუკა 9:57-60; 2 კორინთელთა 8:9)

შერიგების ძალა ქრისტესგან მოდის. ის აძლევს თავისი სიყვარულის სიმდიდრეს ყველა მორწმუნეს, უცვლის მათ გულებს და უნათებს მათ გონებას. აძლევს რა განკურნებას ყველას ვისაც სჭირდება, თავად კმაყოფილდება იმითი რაც აქვს, მას არც სახლი ჰქონდა, არც ეზო, რადგან ამ წუთისოფლის ხაფანგებს გაურბოდა და არც სურდა ამ ყველაფრით კმაყოფა. ის კურნავდა ავადმყოფებს და ემსახურებოდა მათ, ისე რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა.

ქრისტე ღარიბი იყო. ეს მის მიმდევრებს ანთავისუფლებს ფუჭი იმედებისგან, რომ რაიმეს მიიღებენ, თუდაც ფულს ან სიმდიდრეს. ქრისტეს ეკლესია მდიდარი რომ ხდებოდეს ფულით და ქონებით, ის არ იქნებოდა ჭეშმარიტი ეკლესია, რადგან ღმერთის სიყვარული აღგვძღავს იმის დასახარჯად რაც გვაქვს და არა გადასანახად. თუ ქრისტეს მიყვები ნუ ეძებ სიმდიდრეს, კეთილმოწყობას ან სტატუსს საზოგადოებაში. ისწრაფე იმისკენ, რომ შენში იყოს ღმერთის სული, რათა შენს გულში მისი სულის ნუგეში მოდიოდეს და რომ მისი სიყვარული ჩქეფდეს შენგან ყველა დამცირებული ადამიანის მიმართ. სწორედ ასეთი განსაკუთრებული უფლება აქვთ ქრისტიანებს.

ჩვენ ვხედავთ თუ როგორ პასუხობს იესო ორ ადამიანს, რომლებშიც ორი სხვადასხვა ხასიათი ვლინდება: პირველი ჩქარი და აქტიურია (19), ხოლო მეორე - ნელი (20). იესომ თითოელ მათგან უპასუხა მისი ხასიათის შესაბამისად და ეს საუბრები ჩვენთვისაც ძალიან სასარგებლოა. პირველი ადამიანი ზედმეტად ნაჩქარევად აძლევდა დაპირებებს. ეს იყო მწიგნობარი, მეცნიერი იმათი რიცხვიდან, ვინც სწავლობდა და რჯულს მარტავდა. მან ასე გამოხატა ქრისტეს გაყოლის მზაობა: ,,მოძღვარო! გამოგყვები სადაც არ უნდა წახვიდე“. უკეთესად ვერც იტყვი. მისი მზაობა ქრისტესთვის თავის მიძღვნის აშკარა და წრფელი იყო. ქრისტეს ამისთვის არ მოუწოდებია და არც ქრისტეს ეძახდნენ მოწაფეები. მან თავად მოისურვა გაჰყოლოდა მოძღვარს და ყოფილიყო მასთან ახლოს. არავის დაუძალებია, კეთილი ნებით აკეთებდა. ის სავსე იყო თავისი გადაწყვეტილებით და სავარაუდოდ დიდხანს ფიქრობდა, სანამ აქამდე მივიდოდა. მას არ უთქვამს: ,,მე ვფიქრობ, რომ გამოგყვე“, არამედ სრულად გადამწყვეტად თქვა: ,,მოძღვარო! მე გამოგყვები“. მისი განაცხადი ყოველგვარი პირობის გარეშე იყო: ,,მე გამოგყვები, სადაც არ უნდა წახვიდე“. არა უბრალოდ ,,მეორე სანაპიროზე“, არამედ ქვეყნის დასასრულამდე! ჩვენ ვიფიქრებთ, რომ სავსებით შესაძლებელია ასეთ მოწაფეს ენდო, თუმცა ქრისტეს პასუხი გვეუბნება, რომ ამ ადამიანის გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო და მისი მიზნებიც ხორციელი. ის ხედავდა, როგორ ახდენდა იესო სასწაულებს და დედამიწაზე დროებითი სამეფოს შექმნაზე დაიმედდა. ამიტომაც სურდა კეთილი ნაწილის მიღება ამ სამეფოში, სანამ ის დადგებოდა.

ქრისტემ გამოსცადა მისი ეს წყურვილი, რათა დაენახა წრფელი იყო იგი თუ არა. მან მიახვედრა, რომ ამ ,,კაცის ძეს“, რომლის გაყოლაც ასე ძალიან სურდა არსად ჰქონდა თავის დასადები ადგილი. როდესაც ვკითხულობთ ქრისტეს ასეთ უკიდურეს სიღარიბეზე, ჩვენ ვპოულობთ უცნაურობებს, რომ როდესაც ღმერთის ძე მოვიდა ქვეყნად და დააყენა თავისი თავი მოკრძალებულ მდგომარეობაში, რომ ღამის გასათევი ადგილიც არ ჰქონდა, რაც შესაძლოა ყველაზე უბრალო ადამიანებს ან ცხოველებსაც აქვთ. ცხადია ჩვენ ვიხრებით იქითკენ, რომ თუკი იესომ გადაწყვიტა ჩვენი ბუნება მიეღო მას ეს საუკეთესოდ უნდა გაეკეთებინა, თუმცა ყველაზე უარეს მდგომარეობაში ჩაიყენა თავი.

ცხოველთა უიშვიათესი ჯიშები კარგად არიან უზრუნველყოფილები. მელიებს აქვთ თავიანთი ბუდე, რომელსაც ღმერთი აძლევს მათ, თუმცა ადამიანებს სულაც არ სჭირდება. უფრო პირიქით ეს ადამიანებს ხელს უშლით იბრძოლონ მათ წინააღმდეგ. მელიების თავშესაფარი მათი ციხესიმაგრეა. არც ჩიტები ზრუნავენ საკუთარ თავზე, მაგრამ ბუდე ყველას აქვს.

როდესაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე ცხოვრობდა დედამიწაზე, სხვადასხვა სიღარიბით იტანჯებოდა. ის ,,გაღარიბდა ჩვენს გამო“, და იმ დონემდე, რომ მოსასვენებელი ადგილიც არ ჰქონდა. ის მოწაფეებთან ერთად ცხოვრობდა ხალხის შემოწირულობებით. ის არ იქცეოდა ასე იმიტომ, რომ გამოევლინა მორჩილება და აღესრულებინა წმინდა წერილი, სადაც წინასწარ დაწერილია, რომ ის ღარიბი იქნება, არამედ იმისთვისაც რომ დაგვანახოს ქვეყნიერების სიმდიდრის ბრწყინვალება და გვასწავლოს მასთან წმინდა რისხვით ურთიერთობა, რათა მან მოგვცეს საუკეთესო და გაგვამდიდროს ზეცაში.

უცნაურად ჟღერს, რომ ქრისტე ამ დროს ასეთ სიტყვებს ამბობს. ჩვენი სიტყვებით, რომ ვთქვათ ქრისტეს უნდა მხარი დაეჭირა ამ მწიგნობრისთვის, რომელსაც სურდა გაყოლა და ეთქვა: ,,რათქმაუნდა მოდი ჩემთან! თავად ვიზრუნებ შენზე“. ჩემი წიგნები ხომ უკეთესად მოემსახურებოდა ქრისტეს, ვიდრე 12 მეთევზეს, მაგრამ ქრისტე ხედავდა მათ გულს და აზრებს და იცოდა, როგორ ეპასუხა მათთვის.

ქრისტეს უნდა რომ დავსხდეთ და გავაანალიზოთ თუ რა ფასის გაღება შეგვიძლია ჩვენი სულიერი ცხოვბისთვის. ასეთი გადაწყვეტილებები, მხოლოდ ღრმა დაფიქრების შემდეგ უნდა სრულდებოდეს. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ღვთისმოსაობის გზა არა იმიტომ, რომ სხვა გზა არ არსებობს, არამედ არ არსებობს უკეთესი. ქრისტიანს არანარი სარგებელი არ აქვს იმისგან, რომ ხალხი ნაჩქარევად მოყავს ქრისტესთან. ვინც ღებულობს რაიმეს სწავლებას ზეწოლით ის უარყოფს მას და ხდება მისი მოწინააღმდეგე. ამიტომაც ჯერ უნდა გავიდეს საკმარისი დრო, დაუთმონ ეს დრო სულიერ კითხვებს და მოემზადონ ყველაზე საშინელი გამოსვლისთვის.

იესომ ხაზი გაავლო თავისსა და რელიგიურ მცოდნეებს შორის, განაცხადა რა რომ ცხოველებზე და უსახლკარო ფრინველებზე ღარიბია. ვინც მას მიყვება, ის ისეთივე უცხო და ღარიბი ხდება, როგორც ქრისტე იყო.

გადაწყვიტე თუ არა, რომ გაყვე იესოს ტანჯველი სირთულეებისა და გლოვის მიუხედავად?

ლოცვა: ზეციერო მამაო, ჩვენი სახლი იქ არის. ამ სამყაროში მეფობს ცოდვა და ფული. აქ დროებით ვართ, დაგვეხმარე ვეძებოთ შენი სიმდიდრე და უზრუნველყოფა. გაგვანთავისუფლე ზედმეტი ოცნებებისაგან, რათა შევიცვალოთ და გავხდეთ მონები, რომლებიც სხვებს გადარჩენას მიუტანენ.

კითხვა:

  1. რამდენად ღარიბი და კმაყოფილი იყო იესო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 07:05 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)