Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 065 (The Lord’s Prayer)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
2. ღმერთთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 6:1-18)

c) ლოცვა „მამაო ჩვენო“ (მათეიესო 6:9-13)


მათეიესო 6:10
10 ...და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
(მათე 25:34)

მრავალი რელიგიური პირი ცდილობს ჩაწვდეს ღმერთის ნებას. კანონები და რიტუალები შეიქმნა იმისთვის, რომ ესწავლებინა ხალხისთვის ღმერთის მცნებები, რომელიც გამოცხადებით მივიღეთ. ეს კანონები მკაცრად კრძალავს ან რთავს ნებას ამა თუ იმ საქმეების გასაკეთებლად. სინამდვილეში კი ადამიანებს არ უნდათ შეასრულონ ან შეიცნონ ღმერთის ნება სრული სიზუსტით, რადგანაც ადამაინები ცოდვილები არიან და შემოსაზღვრულები საკუთარ სემეცნებაში.

დიდება ღმერთს, რომ მან გაგვანთავისუფლა მოსეს რჯულის ტვირთისგა და წარმოგზავნა თავისი ძე, რომელმაც მოგვიტანა კეთილი უწყება. ის გულმოწყალე შემომქმედი და მხსნელია. არაფრის კეთება არაა საჭირო იმისთვის, რომ მისი გული მოვიგოთ და მიგვიღოს. ის გადარჩენას მადლით გვაძლევს, ჩვენ კი უბრალოდ უნდა მივიღოთ ის. ის - ყველა ნიჭის წყაროა. მას უნდა შეგვიწყალოს, გვაკურთხოს და დაგვეხმაროს. თუკი ვერ შევძელით მისი მცნებებიდან რომელიმეც დაცვა, ის გვპატიობს თავისი მადლით და მოწყალე სიყვარულით. გაიგე როგორია შენი ზეციერი მამა? არაფერს გთხოვს, უბრალოდ უნდა რომ გაკურთხოს და გადაგარჩინოს, აგავსოს სულიწმიდნის ძალით! შენ ზეციერ მამას შენთვის საკუთარი თავის და თავისი სულის მოცემა უნდა!

აქ ჩანს უდიდესი სხვაობა ჩვენსა და სხვა დანარჩენ რელიგიასშორის. ჩვენიღ ღმერთი დიქტატორი არაა, არამედ მოწყალე მამაა.მისმა სიყვარულმა გაგვანთავისუფლა სასელისაგან და გააქრო შიში ჩვენი გულებიდან. ამიტომაც ვმადლობთ მას და სიხარულით ვიკვლევთ მის განზრახვებს, რათა აღვასრულოთ ისინი მისი დიდიებული სიყვარულის გამო. გვწამს, რომ მისი სულიწმმინდა გვაჯილდოვებს ძალით, რათა შევასრულოთ მისი მცნებები და მოვიქცეთ მისი სიყვარულისამებრ. ჩვენი კანონი იქცა ნეტარებად და ცხოვრების წესად ჩვენთვის.

ჩვენც ვლოცულობთ იმისთვის, რომ მისი ნების აღსრულებით დედამიწა მეტად დაემსგავსოს ზეცას. ჩვენი დედამიწა ჯოჯოხეთის მსგავსი გახდა ეშმაკის მეფობის გამო. ასევე ვლოცულობთ, რომ წმინდები დაემსგავსონ ანგელოზებს ზეცაში, თავიანთი მორჩილებითა და თაყვანისცემით. მადლობა ღმერთს, რომ დედამიწაზე ვართ და არა მის ქვეშ.

ლოცვა: თაყვანსგცემთ ჩშენ მამაო, რადგან მიეცი შენ ძეს სრული მეფობა ცაში და მიწაზე. ის არის ჩვენი მეფე და თაყვანსვცემთ მას. მამაო, აღასრულე შენი ნება ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ანგელოზები აღასრულებენ შენ ჩანაფიქრებსა და ზრახვებს. აგვავსე შენი სიყვარულით და ჩვენი მეგობრები თუ მტრები შეიყვანე შენ სამეფოში, რათა წმინდა იყოს სახელი შენი და რომ მათ მთელი გულმოდგინებით აღასრულონ შენი სიყვარულის მცნებები!

კითხვა:

  1. რა არის უფლის ნება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 04:51 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)