Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 022 (Worship of the Magi)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

3. მოგვების თაყვანისცემა (მათეიესო 2:1-11)


მათეიესო 2:7-10
7 მაშინ ჰეროდემ ფარულად დაიბარა მოგვები და ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი გამოკითხა. 8 გაგზავნა ისინი ბეთლემს, თან უთხრა: "წადით და გულმოდგინედ გამოიძიეთ იმ ყრმის ამბავი და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას”. 9 მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ; და აჰა, ვარსკვლავი, აღმოსავლეთში რომ იხილეს, წინ მიუძღოდა მათ, ვიდრე არ მივიდა და დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო. 10 ვარსკვლავი რომ დაინახეს, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს.

მეფე ჰეროდემ და იუდეველთა საბჭომ, არ გახსნეს თავიანთი გულები და წინასწარმეტყველთა მოწოდებებს არ გამოეხმაურნენ. მათ არ მოინანიეს თავიანთი ცოდვები და მოგვების სიტყვები არ ირწმუნეს. ჰეროდემ მალულად დაუძახა მოგვებს და გაიგო მათგან თუ, როდის დაინახეს ვარსკვლავი. ამის მეშვეობით მან გაიგო, თუ როდის დაიბადა ქრისტე. და იმის შესახებ თუ სად დაიბადა, მან მოგვიანებით გაიგო მწიგნობრებისა და ფარისევლებისგან. მეფემ გაგზავნა მოგვები ბეთლემში, რათა გაეკითხათ და გაეგოთ, კონკრეტულად, რომელიც ჩვილი დაიბადა მეფედ და ის იმედოვნებდა, რომ რაც შეიძლება მალე მოკლავდა მას.

ჰეროდემ მოგვების თვალწინ ისე გაიტამაშა თითქოს გაჰყოლოდა მათ და თაყვანიეცა ჩვილისთვის. მან თავი რელიგიურ ადამიანად მოაჩვენა, რათა მის სტუმრებს არ გაეგოთ ბოროტი განზრახვები: ,,... რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას“. ყველაზე ხშირად ბოროტება იმალება რელიგიური და ღვთისმოსავი სახის უკან.

შესაძლებელია, რომ მათ არ დაიჯერეს მოგვების და ჩათვალეს მათი მონათხრობი ზღაპრებად. მწიგნობრებმა და იერუსალიმის მცხოვრებმა დასცინეს აღმოსავლეთის ბრძენებს. მღვდელმთავრები ვერ იჯერებდნენ, რომ ღმერთს შეეძლო მესიის გამოგზავნა ისე, რომ მათ არ ცოდნოდათ, რადგან თავს წმინდებად თვლიდნენ, სხვებს კი - უწმინდურებად. აზრი იმის შესახებ, რომ ღმერთმა სხვებს გაუხსნა ეს საიდუმლო ეწინააღმდეგება მათ შინაგან მტკიცებულებებს. გასაკვირი ისაა, რომ ჰეროდე ყველაზე სულელი და უტაქტო აღმოჩნდა, რომელმაც დაიჯერა მოგვების, მაგრამ სხვა ხერხებისთვის არ მიუმართავს. ბეთლემი იმდენად ახლოს იყო იერუსალიმთან, რომ მეფეს უბრალოდ შეეძლო მოგვების კვალდაკვალ ჯაშუშები გაეგზავნა. რათა დაკვირვებოდნენ და ბოლოს ახალშობილს თავს დასხმოდნენ. მოსიყვარულე ღმერთს შეუძლია მტრების თვალთაგან დამალოს ეკლესიის ჩანაფიქრები. როდესაც მას სურს, ,,დაამხოს მამაცები“ ამისთვის ხშირად იყენებს ,,მსაჯულების სიბრიყვეს“ (იობი 12:17-19).

მაშინ როდესაც იუდეველმა მთავრებმა თავიდანვე დაკეტეს თავიანთი გულები, მოგვებმა დეკემბრის მე-4 დღეს 7 ჩვ.წ, მესამედ იხილეს, თუ როგორ შეუერთდა სატურნი იუპიტერს, მაგრამ როგორიც გასაკვირი არ უნდა იყოს ეს შეერთება, ამჯერად ეს იყო აღმოსავლეთისკენ და არა სამხრეთისკენ. იქამდე ისინი მოძრაობდნენ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ახლა კი შეცვალეს მიმართულება ბეთლემისკენ, რომელიც იერუსალიმიდან სამხრეთისკენ იყო 6 კილომეტრში. ისე ჩანდა თითქოს ვარსკვლავი მიუძღვოდა მათ წინ.

მოგვები შორეული ქვეყნიდან მოვიდნენ იმისთვის, რომ თაყვანიეცათ ახალშობილისთვის, ხოლო იქვე მცხოვრებმა იუდევლებმა ერთი ნაბიჯიც არ გადადგეს, რადგან არ სურდათ მეფის დახვედრა. როდესაც მოგვები მივიდნენ და ნახეს ახალშობილი, რომელსაც ეძებდნენ და ნახეს, რომ მის სამშობლოში მისსავე დაბადებას არავითარი ყურადღება არ დაეთმო თქვეს: ..“როგორ შეიძლება ასე? ჩვენ შორეული ქვეყნიდან მოვედით, რათა იუდეის მეფეს პატივი მივაგოთ და თაყვანივცეთ მასდ ა ჩვენ ვხედავთ, რომ იუდეველბი მას უპატივცემულოდ ექცევიან, ისევე როგორც ჩვენ!“ ამის მიუხედავად მოგვებს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება არ გადაუთქვამთ.

ყველას ვისაც ნამდვილად სურს ქრისტეს შეცნობა, დაუღალავად უნდა ეძებოს ის, თუმც მარტოობაში დარჩეს. რასაც არ უნდა აკეთებდნენ სხვები, ჩვენ უფალს უნდა ვცემდეთ თაყვანს. თუ მათ არ სურთ ჩვენთან ერთად ზეცაში წასვლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათთან ერთად ჯოჯოხეთში უნდა წავიდეთ.

და მართლაც თუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი შესასრულებელი გავაკეთოთ, მაშნ უფალი წარგვიძღვება და დაგვეხმარება იმაში, რაც ჩვენთვის შეუძლებელია: ,, ...ადექი, ააშენე და დაე, უფალი იყოს შენთან!“ (1 ნეშტთა 22:16). როგორც ნათქვამია ერთ-ერთ ლათინურ გამონათქვამში: ,,კანონი არ ეხმარება ზარმაცებს - ის ეხმარება გულმოდგინეებსა და შრომისმოყვარეებს“.

ვარსკვლავმა დიდი ხანია მოგვები დატოვა, მაგრამ ის ისევ ეჩვენა მათ. ვინც მიყვება ქრისტეს სიბნელეში, ის ერთხელაც დაინახავს, როგორ ამობრწყინდება მისთვის შუქი. უფალს ისრაელი მიყავდა ცეცხლით ,,აღთქმულ მიწაზე“, ხოლო მოგვები მიყავდა ვარსკვლავით ,,აღთქმული ძისკენ“, ,,ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავისკენ“ (გამოცხადება 22:16). ღმერთი ,,ქმნის ყოველივე ახალს“ და არ ტოვებს მის მაძიებელთ გაურკვევლობაში. ღმერთმა საჭიროდ ჩათვალა, რომ მორწმუნეებისთვის ნიშანი სხვა ერებიდან მიეცა, რომლებიც არც მწიგნობარნი იყვნენ და არც წერილები იცოდნენ. ყველაფრის მიუხედავად მათ გრძელი გზა განვლეს, ნახეს მეფეთ-მეფე და მისგან კურთხევა მიიღეს. ისინი სიხარულისგან ცას ეწვივნენ, როდესაც დაინახეს თუ როგორ შეერთდა ვარსკვლავი მესამეჯერ. და დღემდე იესოს მაძიებლები უდიდეს სიხარულს განიცდიან, თაყვანსცემენ მას და მასთან ერთად არიან ბედნიერები.

დღეს ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ღმერთი ზოგ არაქრისტიანს აძლევს სიზმრებსა და ხილვებს, რათა მიიზიდოს ისინი ქრისტესკენ, მისი სიტყვისა და ეკლესიისკენ. ბევრ განათლებულ ქრისტიანს არ სჯერა იესოს ღმერთისგან დაბადება, დასცინიან მის აღდგომას და კარგავენ საუკუნო საგანძურს, რომელიც მათთვის არის. რომელ ჯგუფს მიეკუთვნები შენ? ეძებ თუ არა მთელი გულით იესოს და ილტვი მისკენ? გახდა თუ არა ის შენი საგანძური, თუ ჯერ ისევ ქვეყნიურ სიმდიდრეებს ეძებ? მიატოვე ყველაფერი და მოუხმე იესოსა და მის სინათლეს, ვინაიდან ის არის ერთადერთი იმედი ჩვენი სამყაროსთვის. ის დაიბადა შენთვის, ქრისტე - შენთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია. მოხვედი თუ არა მასთან ყველანაირი პირობების გარეშე?

იესოს დაბადების შემდეგ აღარ გვჭირდება ვაკვირდებოდეთ ვარსკვლავებსა და პლანეტებს, იმისთვის რომ გავხსნათ დამალული მომავალი, რადგან ქრისტე გახდა ჩვენი წინამძღოლი. ყველა ვინც ცდილობს გამოიკვლიოს მომავალი ვარსკვლავებით, ბედისწერით ან მკითხაობით სულ უფრო შორდება ქრისტეს.

ლოცვა: მადლობას გიხდით უფალო იესო, რადგან ადამიანი გახდი და ჩენ ღვთის შვილები გაგვხადე. ჩვენ ნამდვილად ცოდვილები ვართ. შენ ჩვენი მხსნელი ხარ და მწყემსი, ჩვენი ძლიერი მეფე. მოგვაქვს ჩვენი ცხოვრება შენთვის, რათა შეგვაძლებინო ვიცხოვროთ შენი დიდებული მადლის ქებისთვის.

კითხვა:

  1. რატომ განიცადეს დიდი სიხარული მოგვებმა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 10:21 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)