Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 004 (Genealogy of Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

1. იესოს გენეალოგია (მათეიესო 1:1-17)


მათეიესო 1:1
1 ...იესო ქრისტესი, დავითის ძისა...

ყველა იუდეველმა იცის ვინ არის დავითი. ყველა იუდეველი იზეპირებს დავითის ფსალმუნებს და განსაკუთრებულ დღეებში მღერიან. ღმერთის სიყვარული და მზრუნველობა ჩანს ქება-დიდებისა და მადლიერების ფსალმუნებში; სხვა ფსალმუნები კი ცოდვების აღიარებასა და უფლის წინაშე ლოცვას, ცოდვებისგან განთავისუფლებას ემსახურება.

ვინ იყო დავითი? როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწყემსი იყო, უფალმა ამოირჩია და სცხო როგორც ძველი აღთქმის ერის მეფე. ჯერ კიდევ ცხვრების მწყემსობისას ისწავლა მათზე ზრუნვა, მათი ტარება და დაცვა, ებრძოდა რა დათვებსა ლომებს და ენდობოდა რა ღმერთს. მცოდნე მონადირე და მუსიკოსი გახდა, ასევე ღმერთის დახმარებით ახალგაზრდა წლებში გოლიათი დაამარცხა. მეფე საულს შურდა მისი და იტანჯებოდა იმისთ, რომ დავითი თავისი გმირობით განდიდდა.

თავითს გაქცევა და ფილისტიმელებთან თავის შეფარება მოუწია, სანამ საული არ გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი დავითმა ხებრონში სამეფო დაარსა, რომელშიც 7 წელი მეფობდა. როდესაც 1004 წელს ჩ.წ. მდგომარეობა გაუმჯობესდა, დაიპყრო იერუსალიმი და თავისი ერის დედაქალად აქცია, თავისი ძალაუფლების ცენტრად. აღთქმის კიდობანი იქ გადაიტანა და იერუსალიმი ებრაული კულტურის ბირთვად იქცა. დავითი სისხლიან ბრძოლებს მართავდა მისი ხალხის მტრების წინააღმდეგ და საბოლოოდ ყველაზე გამარჯვება ჰპოვა.

როდესაც დავითმა მოიხვეჭა სახელი და სიმდიდრე, საკუთარ გულისთქმას ვერ გაექცა,იმრუშა და მოკლა და „ერთადერთი ცხვარი“ წაართვა ღარიბ კაცს. მერე მან უფლისგან მხელა მოისმინა და უპასუხა ამას. უფალმა მიიღო მისი ღრმა მონანიება და აპატია, რადგან ღიად აღიარა ყველაფერი. ცოდვის შედეგად დაბადებული ძე გარდაიცვალა, ვინაიდან ცოდვა და კურთხევა ერთ ჭერქვეშ ვერ იქნებიან. შემდგომ დავითმა თავისი ცოდვების გამო ძვირად აგო პასუხი: მისი შვილები ბევრს ცოდავდნენ და აღდგნენ მის წინააღმდეგ, ერთი შვილისგან გაქცევა მოუწია სიბერის ჟამს. იორდანეს მიღმა გაიქცა და არ დაბრუნებულა, ვიდრე მისი ის ძე, აბესალომი, არ გარდაიცვალა.

იმ აფორიაქებულ დროში, დავითი ბევრს ლოცულობდა და უახლოვდებოდა ღმერთს. სწორედ მაშინ მიიღო სულიწმიდისგან შთაგონება და დაწერა შესანიშნავი ქების ფსალმუნები და გონებისთვის მიუწვდომელი იგავები. ბევრ ფსალმუნში დავითი მომავალ იესოზე საუბრობს. მაგრამ დავითზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა სიტყვებმა, რომელიც სულიწმიდის მიერ იყო ამოტვიფრული მის გულზე, რომ მის შთამომავლობაში იშვება ძე, რომლის მამაც ღმერთი იქნება. (2 მეფეთა 17:12-15; 3 მეფეთა 17:11-14). ამ დიდებულ აღთქმაზეა დაფუძნებული იმის რწმენა, რომ ქრისტე დავითის ძე უნდა ყოფილიყო.

მახარობელმა მათემ კი სახარების პირველივე წინადადებაში გაუსვა ხაზი იმას, რომ იესო ქრისტე, დავითის შთამომავლობიდანაა, სამეფო ოჯახიდან, და მას დაბადებიდანვე ეწერა საუკუნო მეფედ ყოფნა, რომლის მოსვლაც მამის მიერ მოცემული დაპირება იყო.

ლოცვა: წმიდაო ღმერთო, შენი გზები ჩვენი თვალებისთვის დაფარულია! ყველა შენი აღთქმა უსათუოდა ასრულდება! ჩვენი დამსახურების გამო არ აგირჩევივართ, არამედ შენი წყალობისამებრ. არ უარგვყავი ჩვენი დანაშაულებანის გამო, არამედ გაგვწმიდე, როდესაც ჭეშმარიტად მოვინანიეთ. დაგვეხმარე დავძლიოთ ჩვენში სიამაყე და ვაღიაროთ ცოდვები, უარვყოთ ყოველგვარი ბოროტება და განვიწმიდოთ გონებით შენი სულის დახმარებით!

კითხვა:

  1. რატომ უწოდებენ იესოს „დავითის ძეს“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 11, 2022, at 10:18 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)