Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 003 (Genealogy of Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

1. იესოს გენეალოგია (მათეიესო 1:1-17)


მათეიესო 1:1
1 ...იესო ქრისტესი..

იესოს დღეებში იუდეველები მოუთმენლად ელოდებოდნენ დაპირებული ქრისტეს მოსვლას. ღმერთი ამას მათ მამებს, მეფეებსა და წინასწარმეტყველებს შეპირდა, რომ მათ ერში მამაკაცს წამოაყენებდა, რომელიც ძველი აღთქმის ერის დიდებული მეფე გახდებოდა. ის ღვთიური და ადამიანური ბუნების მატარებელი იქნებოდა ერთდროულად. შემოქმედის ძლიერებით იქნება სავსე, და მის მეფობას არ ექნებოდა დასასრული (2მეფეთა 17:12-15)

როდესაც რომაელებმა დაიპყრეს ქვეყანა, იუდეველები ისევ ელოდებოდნენ დაპირებული იესოს მოსვლას, რომელიც გაანთავისუფლებდა მათ მონობის ტყვეობისგან. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ქრისტე ძალაუფლებისა და ხმლის მეშვეობით დედამიწაზე მშვიდობას დაამყარებდა, მსოფლიოს ცენტრად იერუსალიმს გახდიდა, აღადგენდა მკვდრებს და ადამიანებს განსჯიდა.

როდესაც მათემ სახარებაში დაწერა პირველი ფრაზა იმის შესახებ, რომ იესო ნაზარეველი, ეს თვინიერი კაცი არის დაპირებული ქრისტე, მომზადებულთა გულებში იმედი წარმოქმნა და რწმენა, ხოლო ჯიუტ კონსერვატორებში წარმოქმნა უბედურება და სიძულვილი. ყველა ჭეშმაერიტად მომლოდინემ აღიარა იესო და მასში მყოფი ღვთის სული და მიეწებნენ კიდეც მას რწმენით. მაგრამ იუდეველთა დიდმა ნაწილმა უარყო ის, თავიანთი წინამძღოლების მაგალითს მიყვნენ. იესო მიწიური იარაღის ძალით არ მოსულა, და მათაც ჯვარს აცვეს იგი. მათე კი წინამძღოლების სიძულვილს ყურადღებას არ აქცევდა. ის თამამად უყვებოდა მათ და უმოწმებდა ჭეშმარიტების შესახებ, ეძახდა რა იესოს „დაპირებულ ღვთის ძეს“. სიტყვა „ქრისტე“ ახალ აღთქმაში გვხვდება 550 ზე მეტჯერ.

„ქრისტე“ იესოს სახელი და გვარი არაა. ეს ტიტული მის მსახურებაზე მეტყველებს. სიტყვა „ქრისტე“ ნიშნავს „ სულიწმიდის სისავსით ცხება“. ძველ აღთქმაში მეფეებს, მღვდლებსა და წინასწარმეტყველებს ზეთით ცხებდნენ. იესო თავის სახელში ათავსებდა ღვთიური მეფის ძალაუფლებას, დაკლული და პირველი ერთგული კრავის წოდებასთან. მითუმეტეს მას არ მოუტანია ღვთის სიტყვა, რომელიც ღვთისგან შთაგონებით მიიღო, რადგან თავად არის ღვთის სიტყვა ადამიანში. ქრისტეში ღვთიურობის სისრულე სხეულებრივად ივანებს. იღებ მას თუ უარყოფ?

ლოცვა: ჩვენ თავანს გცემთ შენ ჩვენო უფალო იეს, რადგან მეფე ხარ და ღვთისგან წარმოგზავნილი და ჩვენი ერთგული მღვდელი. შენ მიეცი ჩვენ გულებში დავანებულიყო ღვთიური სამეფოს მშვიდობა. გვასწავლე შევიცნოთ შენი სახელი და სულიერი ძალაუფლება, შენი ცხოვრება, თვინიერება და თავმდაბლობა, რათა შევცვალოთ ჩვენი გონება და შენი სამეფოს ღირსები გავხდეთ!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს „ქრისტეს“ ტიტული, იესოსთან მიმართებაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 11, 2022, at 09:57 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)