Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 029 (Carry each other's burdens)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 4: რჯულისგან განთავისუფლება - სულიწმიდაში ცხოვრების საფუძველია (გალატელთა 5:1 – 6:18)

4. ზიდეთ ერთმანეთის ტვირთი (გალატელთა 5:26 – 6:5)


გალატელთა 5:26 – 6:5
5:26 ნუ გავხდებით ამპარტავანნი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მიმართ შურიანნი. თავი 6: 1 ძმებო! თუნდაც ჩავარდეს კაცი რომელიმე შეცოდებაში, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით; ყველამ თავის თავზე იფხიზლოს, რომ არ ჩავარდეს განსაცდელში. 2 ზიდეთ ერთმანეთის ტვირთი და ასე აღასრულებთ ქრისტეს რჯულს. 3 ვინაიდან, ვისაც ჰგონია რომ რაიმეს წარმოადგენს და არაფერიც არ არის, თავს იტყუებს. 4 ამიტომ, ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება საკვეხნი, მხოლოდ საკუთარ თავთან და არა სხვასთან. 5 რადგან ყველა თავის ტვირთს ატარებს.

სიამაყე სულიწმიდისთვის საზიზღრობაა. ეს კურთხეული სული გვასწავლის სხვების უფრო დიდებად შერაცხვას, ვიდრე საკუთარი თავების. ვინ თვლის, რომ ის უკეთესია ვიდრე უბრალო ან ბოროტი ხალხი, ის არის სულელი და მას გულში პრობლემა აქვს, რადგან სიყვარული თავმდაბალია. არ გაამაყდე და არ დაამცირო შენი ძმა, სხვა ადამიანი, არამედ თავმდაბლობაში ანუგეშე ის.

ქრისტე ბოლომდე დაბმდაბლდა, მიჰყევი მის მაგალითს და დამდაბლდი, თუ ნამდვილად გინდა გაჰყვე მას. რატომ აყოვნებ, არ აღიარებ, რომ თავად ხარ უდიდესი შემცოდავი? იქნებ ჯერ ისევ ამაყი ხარ? ვინც აცნობიერებს თავის ცოდვას და უფლის მადლს, ის არასდროს გაასამართლებს სხვებს და არც უარყოფს მათ, არამედ თვინიერებით დაეხმარება მათ.

სულიერმა ადამიანმა იცის, რომ თავის თავში ატარებს პოტენციურ სიბოროტეს, ამიტომაც გარბის ქრისტესთან. ასევე ავლენს მოწყალებას სხვების მიმართ: სიყვარულით იტანს მათ, ვინც სცოდავს, ეხმარება მათ პრობლემების გადაჭრაში, ლოცულობს მათზე, მსხვერპლს იღებს და ემსახურება მათ. ქრისტიანების დევიზი ყოველთვის არის სხვების მომსახურება და არა მათი განკითხვა.

რას აკეთებ ქრისტესთვის? უბრალოდ თანაგრძნობა ან ფუჭი სიტყვები არაა საკმარისი. შენი რწმენა საქმეებში უნდა გადაიზარდოს, რადგან ვისაც უყვარს ის სხვების მონა ხდება და მათ ტვირთს ზიდავს. შენი ფასეულობა უფლის წინაშე ისაზღვრება იმით, თუ რამდენად აძლევ სულიწმიდას უფლებას მართული იყო მისით. თუ ჯერ კიდევ თან დასდევ გულისთქმებს და ეძებ ადამიანებისგან დაფასებას, ჯერ კიდევ ვერ დაგიხსნია თავი ბოროტებისგან. მაგრამ როდესაც შენში უფლის სიყვარული ვლინდება, შენ სხვებზე ზრუნავ, ამ დროს კი უფალი პატივს მომაგებს შენ, გაკურთხებს, გაძლევს ძალას და სულიერი ნიჭებით გაჯილდოვებს. ზეცაში ამაყი ბატონები კი არ არიან, არამედ გამართლებული ცოდვილები.

გაძლიერებულად ილოცე და სთხოვე ქრისტეს გაგიხსნას ახალი მსახურების ადგილი: როგორც საკუთარ ოჯახში, ასევე შენი სახლის მიღმა. მაშინ შეძლებ დაამოწმო რწმენაზე ან ნამდვილად იმსახურო შუამდგომლობით, ან ფინანსების შესაწირვათი ან შეასრულო პრაქტიკული მსახურება. ილოცე და იმსახურე!

ახლა იცი როგორ აღასრულო ქრისტეს რჯული? ეს რჯული არ არის მძიმე ტვირთი, შენგან არავინ ითხოვს საკუთარი თავის განწმედას შიგნიდან და თანაც შენივე ძალებით. ქრისტეს რჯული მოგვიწოდებს ყოველ ჯერზე დავეხმაროთ სხვებს. სიყვარული - რჯულის აღსრულებაა. ვერავინ წაგართმევს ამ უფლებას - ეს არის ჭეშმარიტად ტვირთი, რადგან ღვთის ძემ საკუთარ მაგალითზე გვიჩვენა გზა სრულყოფისკენ, რათა გავყვეთ მას სიხარულით.

ლოცვა: უფალო, მე ამაყი ვარ, შენი ძე კი თავმდაბლურად მსახურობდა. დამეხმარე გავყვე მას და ვატარო სხვების ტვირთი, როგორც ქრისტემ აიღო ჩვენი. მადლობას გიხდით ჩვენი გადარჩენისთვის. შეცვალე ჩემი ბოროტი და მრისხანე გული, რათა ვიტვირთო ჩვენი ერის ტვირთი და ვხედავდე, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როდესაც მივალ მათთან და მოვემსახურები.

კითხვა:

  1. როგორ ვასრულებთ ქრისტეს რჯულს? რა განსხვავებაა მის რჯულსა და ძველი აღთქმის რჯულს შორის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:49 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)