Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 028 (Walk in the Spirit and you will overcome the lust of the flesh)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 4: რჯულისგან განთავისუფლება - სულიწმიდაში ცხოვრების საფუძველია (გალატელთა 5:1 – 6:18)

3. იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს (გალატელთა 5:16-25)


გალატელთა 5:19-25
19 ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა, 20 კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, 21 სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს. 22 ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, 23 სიმშვიდე, თავშეკავება - ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24 ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად. 25 თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.

ამ ხორცის საქმეების ჩამოთვლის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა თქვა: „მართლაც, ხომ არსებობენ ასეთი ადამიანები! მე კი არც მრუში ვარ და არც არასწორს ვაკეთებ რაიმეს. ყველა ამ ცოდვილზე უკეთესი ვარ, რომლებზეც ლაპარაკობდა პავლე. დიდება ღმერთს, უფალი მიცავდა ასეთი საშინელი ცოდვებისგან!“.

ფრთხილად იყავით! რამდენად კარგად იცი შენი გული? ნუთუ აზრობრივად და პოტენციურად არ დგახარ ამ ცოდვების საფრთხის ქვეშ? ეს უბრალოდ უფლის მადლია, რომ გიცავს საკუთარი თავისგან, რადგან არ ხარ თავისთავად მართალი, არამედ მადლმა შემოგინახა და მხოლოდ ამის გამო არ ხარ უარესი.

განადიდე თუ აარ ქრისტე ამის გამო? როგორ მიაგებ მას პატივს სენი რწმენით, რათა არ ჩავარდე ცოდვაში? სხვა მხრიდან, რომ ვთქვათ, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს მაინც თუ ჩაიდენ, ვერ შეხვალ ცათა სამეფოში, რადგან სამეფოში უწმიდური ვერ შედის. კიდევ ერთხელ გადაიკითხე ხორცის საქმეები და გამოსცადე საკუთარი თავი. შეგიცოდვას თუ არა მხოლოდ ერთხელ აზრებში, სიტყვებსა თუ ოქმედებაში? მცირედი ცოდვა საკმარისია, რომ დაღუპვისკენ წაგიყვანოს.

თუკი ყურადღებით შეისწავლი ამ მონაკვეთს, შეძლებ ოთხი სახის ცოდვის გამოყოფას: პირველი შედგება სექსუალური თავისუფლებისა და აღვირახსნილობისგან. რაც უფრო შორს დგას ადამიანი ღმერთისგან, მით მეტა უჭირს გაიმარჯვოს სექსულირ ცოდვებზე. ის იწყებს ცხოველივით მოოქცევას.

ცოდვის მეორე ჯგუფი - ეს სხვადასხვა სახის მკიტხაობაა. ბევრ ადამიანს ეშინია თვალის, რადგან არ სწამთ, რომ უფალს შეუძლია მათი დაცვა. ამიტომაც ხალხი გარბის მკითხავებთან, ექსტრასენსებთან, ასტროლოგებთან, რომლებიც ამბობენ, რომ აქვთ საიდუმლოებები, იციან მომავალიც, ან შედიან არაწმიდა სულებთან კავშირში, და არ ეძებენ თავშესაფარს უფალში, რომელმაც შექმნა ყოველივე. თავიანთი ცოდვილი საქმეების გამო ისინი ხვდებიან ეშმაკის ხელში და ისიც არ ინდობს მათ.

ცოდვის მესამე ჯგუფი - უსიყვარულობა და უპატიებლობა. ადამიანებს შორის ჩნდება კამათი და უთანხმოება, შური და სიძულვილი, ბრმა რისხვა და მოუთმენლობა და ყოველივე ამას მივყავართ მკვლელობამდე და დანაშაულებებამდე. ყველაში, ვის გულშიც არაა სიყვარული, არის ბოროტი დამნაშავე.

და ბოლოს, მეოთხე ჯგუფი - ღორმუცელობა, ლოთობა და წუთისოფლის საქმეებია. დანაყრება ხელს უწყობს ცდუნებას. უმუშევრობის ნიადაგზე ხალხი მკითხავებს მიმართავს. ფულისადმი სიყვარულს და უზრუნველყოფას მივყავართ შურამდე, ქურდობამდე და სხვა ბოროტ საქმეებამდე. ყველა, ვინც არ კმაყოფილდება ცხოვრებაში იმით, რაც მას აქვს - ცოდავს.

მოთმინება, რწმენა და ყოველი კეთილი საქმე - სულიწმიდის ნიჭებია. ადამიანი თავისთავად კეთილი არაა. მხოლოდ ერთი ღმერთია კეთილი. სულიწმიდამ მოგვცა ეს წმიდა უფლება: ჩვენ, ადამიანები, რომლებიც არაფრად ვღირვართ, გავხდით სარგებლიანები! როგორი მშვენიერია გადარჩენა: ის ბოროტებს - კეთილებად გარდაქმნის!

შეადარე თუ არა ხორცის ნაყოფების ჩამონათვალი სულიწმიდის თვისებებს? ახლავე მიიღე გადაწყვეტილება, რომ არ იტყუო თავი: ან იცხოვრებ უფლისთვის და იქნები მისი, და ის დაგიცავს შენ, ან იქნები ეშმაკის მარიონეტი, ბოროტი და დაიმალები საზიზღარი ღიმილის უკან, იქნები თვალთმაქცი, უსუფთაობასა და მედიდურებაში. იესოს მოყვარულები ხვდებიან თავიანთ გაფუჭებულ გულს და ღვთიურ განაჩენს ღებულობენ, რომელიც ჯვარზე იქნა გამოტანილი. ისინი რწმენით ქრისტესთან ერთა ჯვარზე არიან და ცხოვრობენ მასთან ერთად სულში. მიჰყვე ქრისტეს ნიშნავს, მიეკრა მხსნელს და მასთან ერთად გაიარო ცხოვრების ყველა ეტაპი. მაშინ ვერას გიზამს ცდუნება და გულისთქმა, რადგან მისი სული აღგვძრავს მივყვეთ მას სუფთად და გულმხიარულად. როგორი მშვენიერია იესოსთან ერთად ცხოვრება.

ლოცვა: უფალო იესო, მხსნელო, მალობა რომ გვიხსენი ჩვენი ხორცის ძალაუფლებისგან, რათა სულით მოვიქცეთ. აგამაღლებთ შენი გადარჩენილისთვის და გთხოვთ, განგვამტკიცო სიყვარულში, რათა თავებს მკვდრებად აღვიქვამდეთ და ცოდვისთვის ჯვარცმულებს შენთან ერთად. აგვავსე შენი წმიდა სულით, რათა ვცხოვრობდეთ სამართლიანობაში, რადგან უძლურნი ვართ, შენ კი ჩვენო უფალო, ჩვენი დამხმარე და გამარჯვებული ხარ.

კითხვა:

  1. თქვენი აზრით, რომელი ხორცის საქმეები ჭარბობს დღეს ადამიანებში? და რომელი კეთილი სულის ნაყოფები გვჭირდება ჩვენ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:46 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)