Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 030 (Give much to your church, and do not be ashamed)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 4: რჯულისგან განთავისუფლება - სულიწმიდაში ცხოვრების საფუძველია (გალატელთა 5:1 – 6:18)

5. ბევრი შესწირეთ თქვენ ეკლესიას და არ იყოთ ძუნნწები (გალატელთა 6:6-10)


გალატელთა 6:6-10
6 სიტყვაში დამოძღვრილი ყოველივე სასიკეთოს უზიარებდესდამმოძღვრავს. 7 ნუ ცდუნდებით, ღმერთი დასაცინი არ ხდება, ვინაიდან, რასაც თესავს კაცი, იმას იმკის! 8 ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს. 9 სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით! 10 მაშასადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასთვის კეთილი ვაკეთოთ; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა.

შენი სიყვარული გამოიხატება შენ შეწირულობებში. ვერ მოემსახურები ერთნაირად ღმერთს და ფულს. სულიწმიდა განთავისუფლებს სიძუნწისგან და შურისგან. გადაჭარბებული ზრუნვა გამოკვებაზე - ცდუნებაა, რომელსაც ცოდვამდე მიჰყავხარ. უფალი განთავისუფლებს შენი მდგომარეობიდან და გაძლევს გულს, რომელსაც გაცემა უფრო უყვარს, ვიდრე მიღება.

და თუკი უფლის მსახური გაძლევს ცოდნას ან სახარების ძალას, შენ გიწევს მათი გაზიარება შენი შემოსავლებით. არაფერია გასაოცარი ამ ვალდებულებაში, უფლის სიტყვა ხო ყველაფერზე მაღლა დგას ამ სამყაროში თავისი ფასეულობებით. მიეცი შენ ეკლესიას იმდენი ფინანსი, რამდენიც საჭიროა ყველა მისი მსახურებისთვის. თავად პავლემ, არც ერთი თეთრი არ მიიღო თავისი მსმენელისგან, რომ არავის ეთქვა ფულზე ქადაგებსო. ის თავად გამოიმუშავებდა თავისთვის და მისი თანამშრომლებისთვის, შრომობდა რა თავისი ხელებით. მას ჰქონდა უფლება და გაბედულება მოეთხოვა ეკლესიისთვის უხვი გაღება და არა ხელმომჭირნეობა ან სიძუნწე.

ამის შემდეგ პავლემ თავის მკითხველს დაუმოწმა უფლის სამართლიანობაზე. ღმერთი დაინტერესებულია საკუთარი სამეფოს პატიოსნებით. ზეციერი მამა გაძლევს შესამოსს და საკვებს ყოველი დღისთვის, შენი ცოდვების მიუხედავად; ის გიგზავნის სახარების მსახურებს, თუმცა ამას არ იმსახურებ, ის შერიგების სიტყვას გაწვდის, შენ კი მადლით იღებ გადარჩენას და საუკუნო სიცოცხლეს - ყველაზე წმიდა სულსაც კი. როგორ შეგიძლია აღდგე, მიიღო საუკუნო სიცოცხლე და ამავდროულად გახდე ძუნწი, გშურდეს და არ შეგებრალოს ის, ვინც გიქადაგებს და არ იზრუნო მასზე? უფალი ზრუნავს თავის მონებზე, და ვინც ყველაზე მეტად ილტვის უზრუნველყოფილი ცხოვრებისკენ, ვიდრე სამეფოს ფინანასების მეშვეობით გავრცელების, ის არ არის ღირსი იყოს სამეფოში. ან იზრუნებ შენ უფლებებზე, ფულზე და წუთისოფლის საქმეებზე და ამითი სიკვდილსა და განკითხვას მოიმკი, ან არ შეიცოდებ საკუთარ თავს, მოუსმენ სულიწმიდის ხმას და შეიძენ საუკუნო და ჭეშარიტ ცხოვრებას ღმერთთან ერთად.

ჩვენ ვერ ვპოულობთ პავლეს სწავლებაში რაიმე მცირედსაც, რაც საუბრობს შეძენისკენ მისწრაფებაზე. ჩვენ არ ვწირავთ ღმერთის ბანკს შესაწირავებს და მოწყალებას, რათა მერე იქიდან კურთხევები ავიღოთ, რაც ჩვენი შენაწირის ტოლია, არამედ პროცენტებითაც კი ვიღებთ მას. სულაც არა, უბრალოდ ჩვენი შესაწირავები და მოწყალება - ჩვენი მადლიერებისა და ქება დიდების გამოხატულებაა ქრისტეს მსხვერპლის გამო, რომელმაც საკუთარი თავი არ შეიბრალა ჩვენი გამოსყიდვისთვის! ქრისტეში ზეციური საგანძურები და მათი კურთხევები მოვიპოვეთ, ამიტომაც უნდა ვმადლობდთ მას და ვუძღვნიდეთ პატივს, მივუძღვნით რა მთელი ჩვენი ცხოვრების მსახურებას მას.

ქრისტეს მსხვერპლი ჯვარზე აღგვძრავს სიკეთისკენ, რადგან ის უღირსთათვის მოკვდა, ჩვენ კი მივყვებით მას და ვემსახურებით ყველა ადამიანს. სულიწმიდა შთააგონებს ყველას, ვინც მიიღო ქრისტეს მსხვერპლი, აკეთოს სიკეთე ბრძნულად და იყოს გულუხვი. უწინარეს ყოვლისა, ის მიგითითებს სულიერ ძმაზე, რომელსაც გააჩნია საჭიროება, ან ქვრივზე, ან ობოლზე, რათა დაეხმარო მათ, და სანაცვლოდ არაფერს ელოდო. რადგან უფალმა გაგხადა თავის მოწმობად. და რამდენადაც ხარჯავ და წირავ უფლისთვის, იმდენადვე აგავსებს თავისი სიკეთეებით, რათა მერეც გააგრძელო მსახურება. ჩვენ უბრალო მილები ვართ, რომლებშიც უფლის მადლი ჩქეფს სამყაროს ყველა კუთხეში. მაგრამ თუკი მილი გაჭედილია, კურთხევების ნაკადი ჩერდება და კურთხევების მდინარეები ვერ მიედინებიან სხვებთან.

სთხოვე უფალს გაგანთავისუფლოს ფულისგან, რათა ნამდვილად განთავისუფლდე უფლის მსახურებისთვის!

ლოცვა: უფალო იესო, შენ ხარ ყველაფრის ხელმწიფე, და შენ გაღარიბდი, მაგრამ აავსე შენი სამყარო შენი სიყვარულით! მოგვეცი ძალა ვიზრუნოთ არა ფულზე, არამედ სიყვარულზე, მსახურებაზე, გაცემაზე და შესაწირზე, რადგან შენი სიყვარული გახდა ჩვენი ცხოვრების დევიზი. ჩვენი გულის თვალები აგვიხილე, რათა ვხედავდეთ საჭიროების მქონეს და ვეხმარებოდეთ მათ, და მოგვეცი ძალა და ყოველივე აუცილებელი ამისთვის, რომ აღვასრულოთ მსახურება შენი სახელით!

კითხვა:

  1. რატომ არის ფინანსი მნიშვნელოვანი უფლის სმახურებაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:52 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)