Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
Home -- Georgian -- Galatians - 029 (Carry each other's burdens) This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian
Previous Lesson -- Next Lesson გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული ნაწილი 4: რჯულისგან განთავისუფლება - სულიწმიდაში ცხოვრების საფუძველია (გალატელთა 5:1 – 6:18) 4. ზიდეთ ერთმანეთის ტვირთი (გალატელთა 5:26 – 6:5)გალატელთა 5:26 – 6:5 სიამაყე სულიწმიდისთვის საზიზღრობაა. ეს კურთხეული სული გვასწავლის სხვების უფრო დიდებად შერაცხვას, ვიდრე საკუთარი თავების. ვინ თვლის, რომ ის უკეთესია ვიდრე უბრალო ან ბოროტი ხალხი, ის არის სულელი და მას გულში პრობლემა აქვს, რადგან სიყვარული თავმდაბალია. არ გაამაყდე და არ დაამცირო შენი ძმა, სხვა ადამიანი, არამედ თავმდაბლობაში ანუგეშე ის. ქრისტე ბოლომდე დაბმდაბლდა, მიჰყევი მის მაგალითს და დამდაბლდი, თუ ნამდვილად გინდა გაჰყვე მას. რატომ აყოვნებ, არ აღიარებ, რომ თავად ხარ უდიდესი შემცოდავი? იქნებ ჯერ ისევ ამაყი ხარ? ვინც აცნობიერებს თავის ცოდვას და უფლის მადლს, ის არასდროს გაასამართლებს სხვებს და არც უარყოფს მათ, არამედ თვინიერებით დაეხმარება მათ. სულიერმა ადამიანმა იცის, რომ თავის თავში ატარებს პოტენციურ სიბოროტეს, ამიტომაც გარბის ქრისტესთან. ასევე ავლენს მოწყალებას სხვების მიმართ: სიყვარულით იტანს მათ, ვინც სცოდავს, ეხმარება მათ პრობლემების გადაჭრაში, ლოცულობს მათზე, მსხვერპლს იღებს და ემსახურება მათ. ქრისტიანების დევიზი ყოველთვის არის სხვების მომსახურება და არა მათი განკითხვა. რას აკეთებ ქრისტესთვის? უბრალოდ თანაგრძნობა ან ფუჭი სიტყვები არაა საკმარისი. შენი რწმენა საქმეებში უნდა გადაიზარდოს, რადგან ვისაც უყვარს ის სხვების მონა ხდება და მათ ტვირთს ზიდავს. შენი ფასეულობა უფლის წინაშე ისაზღვრება იმით, თუ რამდენად აძლევ სულიწმიდას უფლებას მართული იყო მისით. თუ ჯერ კიდევ თან დასდევ გულისთქმებს და ეძებ ადამიანებისგან დაფასებას, ჯერ კიდევ ვერ დაგიხსნია თავი ბოროტებისგან. მაგრამ როდესაც შენში უფლის სიყვარული ვლინდება, შენ სხვებზე ზრუნავ, ამ დროს კი უფალი პატივს მომაგებს შენ, გაკურთხებს, გაძლევს ძალას და სულიერი ნიჭებით გაჯილდოვებს. ზეცაში ამაყი ბატონები კი არ არიან, არამედ გამართლებული ცოდვილები. გაძლიერებულად ილოცე და სთხოვე ქრისტეს გაგიხსნას ახალი მსახურების ადგილი: როგორც საკუთარ ოჯახში, ასევე შენი სახლის მიღმა. მაშინ შეძლებ დაამოწმო რწმენაზე ან ნამდვილად იმსახურო შუამდგომლობით, ან ფინანსების შესაწირვათი ან შეასრულო პრაქტიკული მსახურება. ილოცე და იმსახურე! ახლა იცი როგორ აღასრულო ქრისტეს რჯული? ეს რჯული არ არის მძიმე ტვირთი, შენგან არავინ ითხოვს საკუთარი თავის განწმედას შიგნიდან და თანაც შენივე ძალებით. ქრისტეს რჯული მოგვიწოდებს ყოველ ჯერზე დავეხმაროთ სხვებს. სიყვარული - რჯულის აღსრულებაა. ვერავინ წაგართმევს ამ უფლებას - ეს არის ჭეშმარიტად ტვირთი, რადგან ღვთის ძემ საკუთარ მაგალითზე გვიჩვენა გზა სრულყოფისკენ, რათა გავყვეთ მას სიხარულით. ლოცვა: უფალო, მე ამაყი ვარ, შენი ძე კი თავმდაბლურად მსახურობდა. დამეხმარე გავყვე მას და ვატარო სხვების ტვირთი, როგორც ქრისტემ აიღო ჩვენი. მადლობას გიხდით ჩვენი გადარჩენისთვის. შეცვალე ჩემი ბოროტი და მრისხანე გული, რათა ვიტვირთო ჩვენი ერის ტვირთი და ვხედავდე, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როდესაც მივალ მათთან და მოვემსახურები. კითხვა:
|