Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 115 (Paul Alone With the Governor and His Wife; The Second Hearing of Paul’s Trial)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
დ - პავლე საპყრობილეშია იერუსალიმსა და კესარიაში (საქმეები 21:15 - 26:32)

10. პავლეს საუბრები მმართველთან და მის ცოლთან (საქმეები 24:24-27)


საქმეები 24:24-27
24 რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი მოვიდა, თან თავისი იუდეველი მეუღლე დრუსილა ახლდა. მოუხმო პავლეს და ქრისტე იესოში რწმენის შესახებ გამოკითხა. 25 პავლემ სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე ილაპარაკა, ამიტომ ფელიქსი შეშინდა და უთხრა: "ახლა წადი და როცა მოვიცლი, დაგიძახებ”. 26 თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე თავისუფლების სანაცვლოდ ფულს შესთავაზებდა. ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას. 27 ორი წელი რომ შეუსრულდა, ფელიქსს შემცვლელი მოუვიდა, პორციუს ფესტუსი; ფელიქსს იუდევლების მომადლიერება უნდოდა და პავლე პატიმრობაში დატოვა.

დრუსილა, მმართველის ცოლი, მეფე ჰეროდეს შვილი იყო, რომლის საზარელი სიკვდილის შესახებ მეთორმეტე თავში ვისაუბრეთ. ეს ქალი ძალიან ლამაზი იყო, პირველად კი სირიის მეფის ცოლი იყო. მაგრამ ფელიქსმა იუდეველი ჯადოქრის მეშვეობით წაართვა ის ქმარს და თავად შეირთო. ისტორიიდან ვიგებთ, რომ ის ჩ.წ.ა. 79 წელს გარდაიცვალა, ვულკანის ამოფრქვევის გამო.

კესარიაში ყოფნის დროს ის სთხოვდა ქმარს, რომ მოეყვანა ეს მქადაგებელი, რათა გართობილიყვნენ მისი მისტიური ღვთისმეტყველებით. პავლეს კარგი შანსი მიეცა გასანთავისუფლებლად, როდესაც ის ცბიერი და კმაყოფილი მდიდარი თავის მრუშ და ულამაზეს, სექსუალურ ცოლთან ერთად იყო წამოგორებულლი ბალიშებზე. მათ წინაშე იდგა ტუსაღი პავლე. მის სხეულს ემჩნეოდი ქვების კვალი, მაგრამ შგნიდან ცეცხლოვანი ვულკანის მსგავსად იწვოდა ხალხის გადარჩენის სურვილით. ცდუნდა თუ არა პავლე მაშინ და დაიწყო თუ არა მათი მოთაფვლა ან პირფერობა? არა, ის საერთოდაც არ ფიქრობდა საკუთარ თავისუფლებაზე. ის უყურებდა ორ სულით ბინძურ და გაფუჭებული სინდისის მქონე ადამიანს. მთელი გულით სურდა მათი გადარჩენა, და ისევე როგორც კარგი ექიმი არ მკურნალობს გარედან კიბოს, არამედ დანით ცდილობს მის ამოკვეთას, ასევე „კბეთდა“ პავლე მმართველს, აჩვენებდა მას თავის უსამართლო ქცევებს, ამხელდა, ეუბნებოდა რა, რომ უფალი ეძებს ჭეშმარიტებას, სამართლიანობასა და სიმართლეს. ის უმოწმებდა მის მეუღლეს, რომ თავშეკავებული და სუფთა უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მრუში ვერ შევა ცათა სამეფოში. იმის შემდეგ რაც პავლემ მათში სინდისი გააღვიძა, მან ღმერთის სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარადგინა ისინი და წმიდას რისხვა განუცხადა. პავლეს არ სურდა მათი დაღუპვა, ვინაიდან თავად უფალმა ისურვა მათთვის თავისი სინათლე მოეფინა. ფელიქსს (ეს სახელი „ბედნიერს“ ნიშნავს) ძალიან შეეშინდა. აქამდე ვერავინ ბედავდა მისთვის სიმართლის თქმას. ცოლი ალბათ ბრაზობდა და ვერ იტანდა ღმერთისგან მოგზავნის კაცს, რადგან მან მათი სიცრუე გამოააშკარავა. ეს მის ქმარს არ მოეწონა და არ გაუშვა პავლე. ფელიქსის გონება თითქოს გაურკვევლობაში იყო. ის ცდილობდა შალედური პოზიცია დაეკავებინა. არ უარყოფდა უფლისგან მოსულ გამოწვევა მონანიებაზე, მაგრამ ამავდროულად არც საკუთარ სინდისს უსმენდა, გადაწყვეტილების გადადებას ცდილობდა ისევე, როგორც პავლეს განთავისუფლებას.

თითქოს პავლეს განთავისუფლების სანაცვლოდ დიდ ფულს ელოდა. პავლემ ალბათ უამბო იმ შესაწირავებზე, რომელიც მან იერუსალიმში მოიტანა. და ისიც ფულის აღებას გეგმავდა. უპირობოა, რომ ეკლესიის წევრები ნებისმიერ თანხას ააგროვებდნენ, რათა ერების მოციქული გაენთავისუფლებინათ. მაგრამ პავლე ამ აზრს გონებაში არც უშვებდა, არა მხოლოდ საკუთარი სინდისის გამო, არამედ ფელიქსის გადარჩენის სურვილის გამო, ის ხომ მის წინაშე სუფთა ცხოვრების მაგალითით იდგა. ფაქტობრივად მმართველი ვერ თავისუფლდებოდა იმ ზეგავლენისგან, რომელიც მასზე ჭეშმარიტების მოციქულმა მოახდინა. ის აგრძელებდა მისგან რჩევების მიღებას, როგორც ადამიანურ, ასევე სულიერ საკითხებში. მთელი მისი გარემოცვა ცბიერად ატყუებდა და ეპირფერებოდა მას. მაგრამ ახლა უფლის ჭეშმარიტება ჰქონდა პავლეს სახით, რომელიც დროდადრო აღწევდა თავისი სიტყვებით მის სინდისში. თუმცა ყველა სულიერი გამოცხადების მიუხედავად მმართველი არ დამორჩილდა ღმერთს და ვერ ვხედავთ, რომ ირწმუნა ან გადარჩა.


11. პავლეს საქმის მეორე მოსმენა ახალი მმართველის წინაშე (საქმეები 25:1-12)


საქმეები 25:1-12
1 ფესტუსი სამთავროში რომ ჩავიდა, სამი დღის შემდეგ იერუსალიმს გაემგზავრა კესარიიდან. 2 მღვდელმთავრებმა და წარჩინებულმა იუდევლებმა მას პავლეს წინააღმდეგ თავიანთი სარჩელის შესახებ აცნობეს და შეევედრნენ, 3 იერუსალიმში გამოეძახა პავლე, რომ გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ. 4 მაგრამ ფესტუსმა მიუგო, პავლე კესარიაშია მეთვალყურეობის ქვეშ და მალე თვითონაც იქ მივემგზავრებიო. 5 და თქვა: "ახლა, რომელ თქვენგანსაც შეუძლია, წამომყვეს და, თუ იმ კაცს რაიმე დანაშაული აქვს, ბრალი დასდოს”. 6 ათი თუ რვა დღე დაჰყო მათ შორის და დაბრუნდა კესარიაში. მეორე დღეს დაჯდა მსაჯულის ადგილზე და პავლეს მოყვანა ბრძანა. 7 მოვიდა თუ არა, იერუსალიმიდან ჩამოსულმა იუდევლებმა პავლე შუაში ჩაიყენეს და ბევრი მძიმე ბრალდება წაუყენეს, თუმცა მათი დამტკიცება ვერ შეძლეს. 8 მან კი თავის გასამართლებლად თქვა: "არაფერი შემიცოდავს არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრის, არც კეისრის წინააღმდეგ”. 9 ფესტუსს იუდეველთა გულის მოგება უნდოდა და უპასუხა პავლეს: "იქნებ იერუსალიმში გინდა ასვლა, რომ იქ გასამართლდე ჩემს წინაშე ამის გამო?” 10 ხოლო პავლემ უთხრა: "კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არს კიდეც ჩემი განკითხვა. იუდეველთათვის არაფერი დამიშავებია, როგორც თვითონაც კარგად იცი. 11 თუ მართალი არა ვარ და რაიმე ისეთი ჩავიდინე, რომ სიკვდილს ვიმსახურებ, არ გავექცევი სიკვდილს; ხოლო, რაშიც ესენი მდებენ ბრალს, თუ ყველაფერი ტყუილია, არავის შეუძლია მათ ხელთ გადამცეს. კეისრის სამსჯავროს მოვითხოვ”. 12 მაშინ ფესტუსი მოეთათბირა თავის საბჭოს და უპასუხა: "კეისრის სამსჯავროს მოითხოვ და წახვალ კეისართან”.

რომის იმპერიაში იყო ასეთი წესი, რომ ტუსაღი დროდადრო გადაყავდათ სხვადასხვა დაწესებულებაში, რათა თავიდან აერიდებინათ კონკრეტული ძალაუფლებიანი ადამიანების რისხვა მათ მიმართ.

ბედნიერი ფელიქსი ანთებული სინდისით თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის მოხდის ბოლო დღეებში იმედოვნებდა, რომ იუდეველები იშუამდგომლებდნენ კეისართან მასზე და უკეთესი იქნებოდა ეამებინა მათთვის, ვიდრე გაეცა ბრძანება პავლეს განთავისუფლების უფლის ნებით. ეს ადამიანი რომელიც იყო შეყვარებული ფულზე და მაღალ თანამდებობაზე მიზანმიმართულად უახლოვდებოდა ღმერთის სასამართლოს. ახალი მართველი ფესტუსი შეუდგა თავის თანამდებობას ახალი ენერგიით. მას უნდოდა ყველა პრობლემის მოგვარება რაც მის მოსვლამდე იყო. ამიტომაც ის გაემგზავრა იერუსალიმში იუდეველთა ცენტრში. ცბიერმა იერუსალიმელებმა ისარგებლეს შემთხვევით და სთხოვეს მას პავლეც იერუსალიმში გაეგზავნა, რათა შემდგომ ერთად შესძლებოდათ მისი დასჯა კანონის დარღვევის გამო. სინამდვილეში კი ამ მოთხოვნის მიღმა იმალებოდა პავლეს მოკვლა იერუსალიმის გზაზე.

ფესტუსი იმედოვნებდა, რომ გონივრულად მოახერხებდა რაბინების თავისი ფეხით კესარიაში მოსვლას. მან სთხოვა, რომ გამოეგზავნათ მასთან დელეგაცია, რომლებსაც შეეძლოოთ ამ საქმეში სინათლის შეტანა. როდესაც ის რამდენიმე დღის შემდეგ ჩავიდა თავის ზღვისპირა დედაქალაქში იქ პავლეს საქმის ოფიციალურ მოსმენას დაესწრო. იუდეველები მძიმე ბრალდებებს აყენებდნენ პავლეს წინააღმდეგ, წუწუნებდნენ, რომ პავლე ბილწავდა მათ ტაძარს, კანონის უზენაესობას აუბრალოებდა და კეისრის წინააღმდეგაც კი გამოვიდა, უწოდებდა რა ქრისტეს და მეფეთა მეფეს უფალს. პავლემ ამ ბრალდებას უპასუხა იმით, რომ ისინი უდიერად იტყუებიან. რომ ის არცერთ იუდეველს უსამართლოდ არ მოქცევია. პავლე მზად იყო დასჯისთვის და სიკვდილისთვის, თუ ნამდვილად ჩაიდინა რაიმე ბოროტება, მაგრამ მისი მოწინააღმდეგეები ვერცერთ ბრალდებას ვერ ამტკიცებდნენ მის წინააღმდეგ.

მალე მმართველისთვის გასაგები გახდა, რომ ეს საქმე სუფთა რელიგიურ სახეს ატარებდა. მან შესთავაზა პავლეს, რომ იერუსალიმის სასამართლოში გაეგზავნა სადაც თავად ფესტუსი იქნებოდა თავმჯდომარე და ის გაარკვევდა ყველა დაფარულ კითხვას და ბრალდებას, რომელიც ამ რელიგიასთან იყო კავშირში. პავლეს არ ეშინოდა ღვთისმეტყველური კამათების რჯულსა და სახარებაზე, მაგრამ მან კარგად იცოდა თავისი ფანატიკოსი მტრების სიძულვილი და მისი სიკვდილის გადაწყვეტილების შესახებ. ასევე იცოდა, რომ ისინი მზად არ იყვნენ სამართლიანი სასამართლოსთვის, ამიტომ მოითხოვა რომაული ობიექტური სასამართლო. უმაღლესი საბჭო ყველანაირი ეჭვების გარეშე ნაზარეველი იესოსა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ იყვნენ განწყობილები. ეს მკაფიოდ გამოჩნდა ქრისტეს ჯვარცმის შემდგომ ოცდაათ წელში და გამოჩნდა ასევე პავლეს სასამართლოზე.

როდესაც პავლეს შეამჩნია, რომ მმართველს სურდა მშვიდობიანი დასაწყისი თავისი მმართველობისა და თანამოქალაქეებთან თანამშრომლობა, მიხვდა რომ ის მზად იყო პავლე გადაეცა იუდეველთა საბჭოსთვის და გამოიყენა ბოლო უფლებამ რომელიც დაბადებიდან მიეცა მას რომ გადაერჩინა სიკვდილისგან ადამიანი რომის მოქალაქეების გამო. ეს უფლება უკვე გამოიყენა ფილიპეში, როდესაც მიწისძვრა იყო და საპყრობილე გაიხსნა და მაშნაც როდესაც მისი გაშოლტვა უნდოდათ იერუსალიმში. ახლა მზად იყო ისევ გამოეყენებინა ეს უფლება, რათა ახალ მმართველს არ მისცემოდა უფლება, რომ ის მტრებისთვის გადაეცა. პავლემ თამამად გამოთქვა საკუთარი მოთხოვნა, ვინაიდან არ ჰქონდა უფლება თავად კეისრის წინაშე გასამართლებულიყო. მას როგორც რომის მოქალაქეს ვერავინ ეტყოდა უარს.

იმ დროისთვის რომში მოვიდა სასტიკი მმართველი ნერონი. ფესტუსს ჩაეღიმა და დათანხმდა პავლეს, რომ გაეგზავნა ამ დესპოტ კეისართან. რომში ის თავად აღმოჩენილა კორუფციის, სიცრუის და ტყუილის წინააღმდეგ იმპერიის უმაღლეს მმართველობებში. ახლა კი ხედავს და განიცდის საკუთარ თავზე, მისი საქმის გაჭიანურებას ხელისუფლებაში. პავლემ იცოდა, რომ იქ მრავალწლიანი საპყრობილე ელოდა მაგრამ გულში დარწმუნებული იყო, რომ თავად უფალს მიჰყავდა ის რომში. მას არ აურჩევია ეს გზა. უფალმა გადაწყვიტა თავისი წარმოგზავნილი მიეყვანა ამ დედაქალაქში არა როგორც თავისუფალი გამარჯვებული, არამედ ტუსაღი. ამიტომაც პავლემ არჩია რომში წასულიყო და ტუსაღი ყოფილიყო, ვიდრე თავის ცხოვრების წლები გაეხარჯა ამ სუსტ მმართველთან, რომელიც მზად იყო მტრების საამებლად პავლეს საქმეში გარკვეულიყო და ნებისმიერი გადაწყვეტილება მიეღო.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე მასწავლე სიბრძნე, ჭეშმარიტება, სითამამე და თავმდაბლობა რათა რთულ მომენტებში არ ავირჩიო არასწორი გზა საკუთარი თავის სახსნელად, არამედ ვისწავლო მოთმინება და არ დავმალო ჭეშმარიტება და სხვა მორწმუნეებთან ერთად დავამოწმო შენი სახელი.

კითხვა:

  1. რომელმა საქციელებმა მოახდინეს შენზე შთაბეჭდილება, პავლეს საპყრობილეში ყოფნისას ორი მმართველის დროს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:10 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)