Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 117 (Jesus appears to Mary Magdalene)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ბ - ქრისტეს აღდგომა და მოვლინება (იოანე 20:1 - 21:25)
1. მოვლენები კვირას, პასექის დილა (პასექი) (იოანე 20:1-10)

გ) იესო ევლინება მარიამ მაგდალინელს (იოანე 20:11-18)


იოანე 20:11-13
11 მარიამი კი იდგა სამარხის გარეთ და ტიროდა. მომტირალი დაიხარა, რომ სამარხში შეეხედა 12 და თეთრებში მსხდომი ორი ანგელოზი დაინახა; ერთი თავთით, ხოლო მეორე - ფერხთით იმ ადგილას, სადაც იესოს ცხედარი ესვენა. 13 უთხრეს: "დედაკაცო, რატომ სტირი?” მიუგო: "ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს”.

დარწმუნდნენ რა პეტრე და იოანე იმაში, რომ სამარხი ცარიელი იყო, სახლში გაბრუნდნენ. იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა. არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. იოანეს არ მოუყოლია პეტრესთვის რასაც მიხვდა. მარიამ მაგდალინელი კი სამარხთან გაბრუნდა, როდესაც მოწაფეებს აუწყა, რომ ის ცარიელი იყო. ის ვერაფრით ეგუებოდა სხეულის დაკარგვის ფაქტს. ის გულით იესოსთან რჩებოდა, რადგან ის იყო მისი იმედი. მან ტირილი დაიწყო და იესომ მასთან ორი ანგელოზი მიაგზავნა, რომლებიც ჯერ ქალებს ეჩვენნენ, როდესაც მარიამი მოწაფეებთან გაიქცა. მარიამმა დაინახა ისინი სამარხთან მსხდომნი, განათებულ თეთრ სამოსში, რომლითაც ბნელ სამარხს ანათებდნენ. მაგრამ ვერც მათ დაამშვიდეს ის, რადგან მას არც ანგელოზები და არც ნიშნები უნდოდა, არამედ მხოლოდ იესო. მისი გულიდან კივილი ისმოდა: ”სად ხარ, უფალო?”

მარიამ მაგდალინელის ეს მდგომარეობა ჩვენ წინაშე სვამს საკითხს, რას ვითხოვთ და რისთვის, გულის სიღრმეში? საით მიისწრაფიან ჩვენი ფიქრები? ვგავართ თუ არა მაგდალინელს, რომელსაც არაფერი სურდა - იესოს გარდა? სწყურია თუ არა თქვენ გულს მეორედმოსვლა, თუ საკუთარი თავი გიყვარს და კმაყოფილი ხარ შენი საცოდავი ყოფით?

იოანე 20:14-16
14 ეს რომ თქვა, უკან შებრუნდა და იქვე მდგარი იესო დაინახა. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. 15 ჰკითხა იესომ: "დედაკაცო, რატომ სტირი, ვის ეძებ?” მარიამს მებაღე ეგონა და უთხრა: "ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ”. 16 უთხრა იესომ: "მარიამ!” შებრუნდა და ებრაულად თქვა: "რაბუნი!” - როგორც უწოდებენ მოძღვარს.

იესომ უპასუხა ამ განწირული ქალის ლოცვას. სანამ სხვები ცარიელი სამარხის ამბავს განიხილავდნენ, მარიამი ვერ მშვიდდებოდა და სურდა მხოლოდ იესოს ნახვა. შემდგო თავად იესო ეჩვენა მას, არა როგორც მოკაშკაშე ანგელოზი, არამედ როგორც ადამიანი. მას თავზე რკალი არ ჰქონია. მან, ვინც სიკვდილზე გაიმარჯვა, არ დატობა თავისი პიროვნულობა, მაგრამ ახალ სხეულში მოევლინა. მისი სხეული არ გაიხრწნა სამარხში, არამედ სულიერ სხეულად გადაიქცა, რომელიც თავისი საუკუნოობის მიუხედავად, გამოიყურებოდა ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი ზეციური სხეული.

მარიამი იმდენად აღელვებული იყო, რომ ვერ იცნო იესო. მას არ ესმოდა, რას ელაპარაკებოდა ღმერთი და ღვთის ანგელოზები, ვიანიდან იესოს ხილვა სურდა და არა მხოლოდ მისი სიტყვების გაგონება. მაშინაც ვერ იცნო, როდესაც გვერდზე ედგა. არ შეეძლო მისი ხილვა, თუმცა სწყუროდა. ასე მოდის გულს, რომელიც დარდით არის სავსე - ის ვერ ხედავს, რომ იესო გვერდითაა და არ ესმის მისი თბილი სიტყვები.

იესომ იცოდა როგორი წმიდა სიყვარულით უყვარდა მარიამს, და მან ბოლო დაუდო მის სულიერ გასჭირს და ნაზად საელაპარაკა მას. მან სახელით მიმართა მას, რათა მიმხვდარიყო, რომ მის წინ მებაღე და უბრალო ადამიანი კი არა, თავად ის - ყოვლუსმცოდნე, ბრძენი უფალი იდგა! მან დაუძახა მარიამს, როგორც კეთილი მწყემსი ეძახის ცხვრებს. ის ყველას სახელით იცნობს და საუკუნო სიცოცხლეს აძლევს მათ. ვისაც ქრისტე უყვარს, სუყვარულს განიცდის და ცოდვების პატიებას იღებს, ვინაიდან უფალი მას სახელით ეძახის და ნუგეშსსცემს სულიწმიდით. იესო შენც სახელით გეძახის. გესმის თუ არა შენ მისი ხმა? და მიდიხარ თუ არა მასთან, და ტოვებ თუ არა ყველა შენ ეჭვსა და ცოდვებს?

მარიამი იესოს ძახილს გამოეხმაურა: ”რაბი!” ეს სიტყვა ნიშნავს ყოვლისმცოდნესა და ყოვლუსშემძლეს. მარიამს ჰქონდა პატივი ყოფილიყო მისი სკოლის მოწაფე, და ის გადასცემს მას თავის ცოდნას, და დაცვით ჩუქნის საუკუნო სიცოცხლეს. ასეთი სახით, მარიამის პასუხი, ჰგავს ეკლესიის აღფრთოვანებას, რომელმაც თავისი უფლის დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, იხილავს მას ღრუბლებზე მოარულს, და მაშინ მოიდრიკება მის წინაშე ყველა და განადიდებს მას.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, თაყვანს გვემთ, ვინაიდან უპასუხე მარიამის გულის ძახილს და ეჩვენე მას. შენ შენი თანდასწრებით დაამშვიდე ის. ჩვენ გელოდებით შენ, წმიდაო ღვთის ძეო! შენი შიტყვები ცოცხალია! გაგვიხსენი ყურები და გული, რათა მივიღოთ შენი სიტყვები! და გვიბოძე მორჩილება, რათა გვჯეროდეს შენი და ვხარობდეთ შენით!

კითხვა:

  1. რატომ არ შეწყვიტა მარიამმა იესოს სხეულის? ძებნა, სანამ ის არ ეჩვენა მას და სახელით არ დაუძახა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:30 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)