Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 096 (The Holy Spirit reveals history's developments)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
დ - გამომშვიდობება გეთსემანიის გზაზე (იოანე 15:1 - 16:33)

4. სულიწმიდა აცხადებს იმას, თუ რა უნდა მოხდეს (იოანე 16:4-15)


იოანე 16:4-7
4 ეს გელაპარაკეთ, რათა, როცა დრო დადგება, გაიხსენოთ, რომ გითხარით. თავიდანვე არ მითქვამს, რადგან თქვენთან ვიყავი. 5 ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ, მაგრამ თქვენგან არავინ მეკითხება, სად მიდიხარო. 6 თუმცა გული დაგიმწუხრდათ, ეს რომ გითხარით. 7 მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: თქვენთვის უმჯობესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ მას.

თავიდან იესო მოწაფეებთან ერთად არ განიხილავდა მძიმე გამოცდებს, ტანჯვებსა და დევნებს, რომელიც მათ მომავალში ელოდათ. მან ამბო მათ გახსნილი ზეცისა და ანგეოზების შესახებ, რომლებიც ჩადიან და ადიან ღმერთის ძესთან. მოწაფეები სიხარულით იაზრებდნენ ღმერთის ძალას სასწაულების მოსახდენად, რომლებიც ძეში ვლინდებოდა. თანდათანობით ერების წინამძღოლები სულ უფრო და უფრო იქვავებდნენ გულს ქრისტესადმი, ხოლო ასობით ადამიანი ტოვებდა იესოს შიშის გამო. ყველამ მიატოვა ის მოწაფეების გარდა, რომელთა დატოვებაც უწევდა მას, რათა ზეციერ მამასთან დაბრუნებულიყო. იესო ელაპარაკებოდა მოწაფეებს დევნასა და სიკვდილზე, რამაც უფრო მეტად დაამწუხრა ისინი. ისინი ვერ ხედავდნენ მიზანს, რომელსაც შეეძლო მომავალში მათი გამხნევება. მაგრამ მათ შეამჩნიეს, რომ იესო არაფერს მაბობდა საკუტარ ტკივილზე, წამებასა და სიკვდილზე. ის მხოლოდ იმას ამბობდა, რომ მას მალე მამასთან მოუწევდა წასვლა. მოწაფეებმა ჰკითხეს მას: „სად მიდიხარ?“ მათ არ უნდოდათ ის ეხილად ზედცისკენ მავალი, ერჩივნათ, რომ ის მათთან ერტად დარჩენილიყო.ღმერთის ძალას სრული ზომით გამოვლენა შეუძლია მაშინ, როდესაც ადამიანი ურიგდება ღმერთს და ღებულობს ცოდვებისგან ხსნას იესოს სისხლის მეშვეობით. იესომ ყოველივე აღასრულა, რაც უფალს ჰქონდა ჩაფიქრებული. ამიტომაც შეეძლო სიცოცხლესა და სიყვარულს აევსო ქრისტეს მიმდევრების გული. ქრისტეს სიკვდილი, ახალი აღთქმის საფუძველია, რომელიც გვაძლევს საშუალებას ურთიერთობაში ვიყოთ ღმერთთან. სულიწმიდა წარმატებით აღწევს თავის მიზანს, განუგეშებთ თქვენ და გამაგრებთ იმის რწმენაში, რომ ღმერთი თქვენთან და თქვენშია.

იოანე 16:8-11
8 და როცა მოვა იგი, ამხელს წუთისოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო. 9 ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს; 10 სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვეღარ მიხილავთ; 11 სამსჯავროს გამო, ვინაიდან ამ ქვეყნიერების მთავარი უკვე მსჯავრდებულია.

სულს შეუძლია მოწაფეების ნუგეშისცემა. ის მორწმუნეებს თვალს ახელს და ურწმუნოთა ზრახვებზე, ზემოჩამოთვლილი მიზეზებით მსჯელობს.

სულიწმიდა ცოდვის მნიშვნელობას და მის საზღვრებს გვიხსნის. ქრისტეს მოსვლამდე ცოდვად მცნების დარღვევა ითვლებოდა, რომელიც ღმერთმა მოგვცა, ასევე ცოდვად ითვლებოდა ღმერთის ნების შეუსრულებლობა. ყველა ცოდვა იქნებოდა ეს მორალური, სოციალური, სულიერი თუ სხვა ითვლებოდა ღმერთის დიდებულების შეურაცხყოფად. ჯვრის მერე ყველას ეს გაგება ერთში მოიქცა - ცოდვა, ანუ იესოს მიუღებლობა საკუტარ მხსნელად, ან სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ უფლის წყალობის უკუგდება. ვინც არ ეწრმუნება ღმერთს, როგორც მამას და ძეს, წმიდა სამების მტრად ითვლება. ღმერთი არის სიყვარული. იმ ფაქტის უარყოფა, რომ იესოში არის სიყვარული, სასიკვდილო ცოდვაა, რომელიც ადამიანს გადარჩენას აკარგინებს.

ჯვარზე ქრისტემ ქვეყნიერების დახსნა აღასრულა. მას არ სჭირდება კვლავ სიკვდილი იმიტომ, რომ მან აპატია ყველა ადამიანს, ყველა ცოდვა, რაც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ჩაუდენიათ. ყველა გამოსყიდულია ქრისტეს ძირფასი სისხლით. იესო არის მღვდელმთავარი. მისი მსახურება სამ ეტაპს წარმოადგენს. პირველი - მსხვერპლის დაზარალება. მეორე - სისხლის მიტანა წმიდათა წმიდაიში, ღმერთის წინაშე წარსდგომა გამოსყიდვის შესრულების დროს. მესამე - მრავალი მორწმუნის კურთხევა, რომლებიც ამას ელოდებიან. ყოველივე ეს იესომ გააკეთა. ამ მსხვერპლშეწირვით მან სულიწმიდა გადმოღვარა, რათა დაგვარწმუნოს, რომ გამართლებულები ვართ. ქრისტეს აღდგომამ და ამაღლებამ დაასრულა ჩვენი გამართლება, რომელიც ჯვარზე მოხდა.

ამ ქვეყნიერების განკითხვა არ მდგომარეობს მხოლოდ მათი ჯოჯოხეთში გაშვებით, არამედ სასამართლოს დასრულება ეშმაკის და მისი მონობის განადგურებით. სწორედაც, რომ ეშმაკმა გაიტაცა ადამიანები ღმერთთან ურთიერთობიდან. მან ხალხი სიძლვილის ქსელით შებოჭა. და ისინი ეშმაკის შვილებად იქცნენ, რომლებიც ეშმაკური კანონებით არიან აღვსილნი. ღმერთის ძის სიყვარულმა განააიარაღა ბოროტება. როდესაც იესომ თავისი სული მამას ჩააბარა, მან გაიმარჯვა წყვდიადზე, რომელიც ეშმაკმა დათესა. იესო გამარჯვებულია იმის მიუხედავად, რომ ის სუსტი ჩანდა. მისი სიკვდილამდე ერთგულება იყო ეშმაკზე გამარჯვება. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ეს გამარჯვება ახლაც მოქმედია. ჩვენ ვთხოვთ მამას: „ნუ შეგვიყვან განსაცდელსა შენთა, და დაგვიხსენი ბოროტისაგან“. როგორც ამ თხოვნის რეზულტატი, ჩვენ რეაურად შეგვიძლია განვიცადოთ ქრისტეს გამარჯვება, მივიღოთ მისგან დაცვა და დამაჯერებლობა ურთიერთობაში.

ლოცვა: მადლობას გიხდით, უფალო იესო, რომ ბოლომდე იბრძოდი და წყალობაში, სიყვარულში და იმედში ბოლომდე ერთგული დარჩი. მადლობა გიხდით, რომ მამის ნება აღასრულე და გაგვამართლე. ჩვენ აგამაღლებთ და განგადიდებთ, უფალო. ჰალელუია! სულიწმიდით კურთხევა ჩაღვარე ჩვენში და გამოგვისყიდე ჯვარზე. დაგვიცავი შენ სიყვარულში და სამართლიანობაში ისე, რომ მტერმა ვერ შემოგვიტიოს. დაგვიხსენი ბოროტისაგან. მოვიდეს შენი მეფობა, და იბრწყინოს შენმა სახელმა დედამიწაზე.

კითხვა:

  1. როგორ მუშოაბს სულიწმიდა დედამიწაზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:10 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)