Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 082 (The Leper Healed)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
B - ქრისტეს სასწაულები კაპერნაუმსა და მის მიდამოებში (მათეიესო 8:1 - 9:35)

1. კეთროვნის განკურნება (მათეიესო 8:1-4)


მათეიესო 8:1-4
1 მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა უკან. 2 აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: "უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმედა”. 3 გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და თქვა: "მინდა, განიწმიდე!” მყისვე განიწმიდა იგი კეთრისგან. 4 უთხრა მას იესომ: "იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, მოსემ რომ დაადგინა მათდა დასამოწმებლად”.
(მარკოზი 1:40-44; ლუკა 5:12-14)

ეს სასწაული სავსებით სამართლიანად იყო აღწერილი მათეს სახარებაში ქრისტეს პირველი სასწაულებიდან. იუდეველები კეთრს, როგორც განსაკუთრებულ ღმერთის რისხვის ნიშანს ისე ეკიდებოდნენ. ჩვენ ვკითხულობთ, რომ მოსეს და მარიამი და ოსიაც იყვნენ კეთრით დაავადებულნი, კონკრეტული ცოდვების გამო. ქრისტემ განკურნება დაიწყო ზუსტად კეთროვნებით, რათა ეჩვენებინა, რომ მოვიდა ჩვენი ცოდვების ასაღებად და ღმერთის რისხვის სატარებლად.

იუდეველებმა იცოდნენ, რომ ეს დაავადება ადამიანს უეცრად ეყრება და განკურნებაც მალევე ხდება. ამ დაავადების მკურნალობა აკრძალული იყო და ექიმები კი არა მღვდლები იყვნენ ამით დაკავებულნი. ღვთისმსახურები უნდა დაკვირვებოდნენ ამ დაავადებას და ენახათ თუ რას აკეთებს ღმერთი (ლევიანები 13:1- 14:57). ქრისტეს მორწმუნეებს უკვირდათ თუ როგორ აძლევდა ქრისტე კეთროვნებს უფლებას, რომ მიახლოვებოდნენ მას და ისიც არ აგდებდა მათ. მან დაარღვია საკუთარი ერის წეს-ჩვეულებები, რათა გადაერჩინა ეს ხალხისგან დამცირებული ადამიანები. კურნავდა რა მრავალ კეთროვანს, ქრისტემ დაამტკიცა, რომ ის ღმერთია. ის ასევე თავის მოწაფეებს აძლევდა კეთროვნების განკურნების უფლებას მისი სახელით (მათე 10:8). ეს იყო ჭეშმარიტი და ერთგული დამოწმება იმისა, რომ ის - მესიაა.

კეთროვანმა მთელი გულით ირწმუნა, რომ ეს ქრისტეს მოქმედი ძალაა, რადგან სმენია მისი სასწაულების შესახებ და სწამდა მისი ძალის. მან მთელი ხალხის წინაშე მოდრიკა თავი ქრისტესთან და უთხრა მას: ,,უფალო“. საწყალმა ეს სიტყვები თავდახრილმა ჩაიბუტბუტა, გახსნა თავისი გული ქრისტესთვის და ირწმუნა მისი აბსოლუტური ძალა, შემდეგ კი დასძინა: ,,თუკი გსურს, შეგიძლია გამწმინდო“. ქრისტემ იმ წამსვე უპასუხა ავადმყოფის სურვილს და შეეხო მას. ქრისტეს არ ეშინოდა დაავადების, ამითაც დაამტკიცა საკუთარი ღვთაებრიობა. ,,მინდა გაგწმინდო!“ - თქვა მან და გაწმინდა ის. მას არ უთქვამს ისე, როგორც ელისემ ნეემიას: ,,წადი და განიბანე იორდანეს მდინარეში“. მას არ დაუდია ასეთი ტვირთი, არც ძვირადღირებული წამლებით მკურნალობა დაუნიშნა, არამედ თქვა ძლიერი სიტყვები თავისი ძალაუფლებით და მაშინვე განკურნა.

ამ პატარა ფრაზაში ჩვენ ვხედავთ ღმერთის ნებას და მის არსს. მან შეგვქმნა, ის გვატარებს, გვკურნავს, გვიხსნის, გვწმენდს და სრულგვყოფს. უნდა რომ გაგვწმინდოს სიბინძურისგან, ის მოქმედებს და მას აქვს ძალა ჩვენს გადასარჩენად. არასდროს დაგავიწყდეს, რომ ქრისტემ უპასუხა კეთროვნის ლოცვას ნათელი სიტყვებით: ,,მინდა განგკურნო“, ამ დროს კი კეთრი ადამიანისგან წამიერად ჩამოშორდა. მისი კანი გასუფთავდა და მკვდარი ნერვები მის ხელში გაცოცხლდა.

ხალხი გაოცებული იყო იესოს ძლიერებით და მისი სიყვარულის სიდიდით. ისინი ღვთაებრივი ძალის და სასწაულის მოწმეებად იქცნენ. ასევე შეგეხება ის შენ, გაგწმენდს, მოგკიდებს ხელს და დაგეხმარება, რათა დაიჯერო რომ უფალს სინამდვილეში უყვარხარ და მთელი გულით სურს დაგეხმაროს თავისი სიყვარულით.

მხსნელმა განკურნებული გაგზავნა მღვდლებთან, რათა მათ ოფიციალურად დაედასტურებინათ ღმერთის გამარჯვება ამ საშინელ დაავადებაზე, ერწმუნათ იესოსი და დაემოწმებინათ მის ძალაზე და ცოდვის დამარცხებაზე მის მიმდევრებში. ქრისტეს არ გააუქმებია რჯული, მცნებები, არამედ აღასრულა იგი თავისი სიყვარულით.

ლოცვა: მამაო, მადლობას გიხდით ჩვენი გადარჩენისთვის, რომელიც შენი ნებაა. გინდა რომ გავიწმინდოთ, თაყვანიგცეთ და ვაუწყოთ ქრისტეს სიყვარულის შესახებ ყველას. გვასწავლე ვიყოთ რწმენაში თამამები და გვქონდეს სრული დამაჯერებლობა და მივდიოდეთ უფალთან, მიგვქონდეს მასთან ჩვენი პრობლემები, ცოდვები და ავადმყოფობანი და ვიყოთ გადარჩენილები, ვინაიდან შენ ასე გსურს.

კითხვა:

  1. რატომ მოყვა მათემ კეთროვნის განკურნებაზე, როგორც ქრისტეს პირველ სასწაულზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 05:50 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)