Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 071 (Fasting Joyously)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
2. ღმერთთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 6:1-18)

e) მარხვა სიხარულში (მათეიესო 6:16-18)


მათეიესო 6:16-18
16 როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, დამწუხრებულ სახეებს რომ ღებულობენ, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 17 ხოლო შენ, მარხვისას ზეთი იცხე თავზე და პირი დაიბანე, 18 რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ შენს მამას დაფარულში; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ ცხადად.
(ესაია 58:5-6)

ქრისტე საუბრობს აქ მარხვებზე, რომელსაც ღვთისმოშიში იუდეველები კეთილი ნებით მიტანილი მსხვერპლით ასრულებდნენ. ზოგიერთი მათგანი კვირაში 1 დღეს მარხულობდა, ზოგნი კი ორს, ზოგნი კი ხშირად აუცილებლობის შემთხვევაში. მარხვის დროს ისინი არაფერს არ ჭამდნენ მზის ჩასვლამდე, მერეც ძალიან ცოტას მიირთმევდნენ. ქრისტემ ფარისეველი განიკითხა არა იმის გამო, რომ ის მარხულობდა ,,კვირაში ორ დღეს“, არამედ იმისთვის რომ ამ მარხვით ამაყობდა (ლუკა 18:12).

სულის გადარჩენა არ არის დამოკიდებული მარხვაზე, ლოცვაზე, მოწყალებაზე ან შუამდგომლობაზე. ქრისტემ პატიება მოგვცა თავისი სიკვდილით ჯვარზე და თავისივე წყალობით გაძლევს ახალ სიცოცხლეს. ქრისტემ გადმოღვარა თავისი სულიწმიდა შენს გულში და არ გჭირდება შენი სიწმინდის გამრავლება მარხვებით, შუამდგომლობებით ან თაყვანისცემით, ვინაიდან ქრისტემ სრულებით გაგწმინდა და სულიწმიდა არის თავად ღმერთი. ქრისტესთან ურთიერთობისას ჩვენ ღმერთის თანდასწრებაში ვართ და მისი ძალით ვივსებით.

რატომ ვმარხულობთ? არა გამართლების ან განწმენდისთვის, არამედ მონანიებისა და შუამდგომლობისთვის. მარხვა - ეს არის შენი შინაგანი არსების ლოცვა. როდესაც შენი კუჭი ხმაურობს შიმშილისაგან, სული გამუდმებით მიმართულია ღმერთისკენ, მშვინვა თავისუფალია სიმძიმისაგან და არის რწმენაში, ლოცვასა და მადლიერებაში. ვინც ჭეშმარიტად მარხულობს - ის ღმერთის მადლის სიღრმეებში ჩადის, თავისუფლდება მიწიერისგან და ზეციერის ნაწილი ხდება.

მარხვა - კეთილი წესია და სამწუხაროა, რომ ქრისტიანები ამ საშუალებას დღეს უკუაგდებენ. ჩვენ ვკითხულობთ სახარებაში, რომ ანა ღმერთს ემსახურებოდა ლოცვით და მარხვით (ლუკა 2:37). პირველი ქრისტიანები ხშირად მარხულობდნენ (საქმეები 13:3, 14:23). მარხვა გამოხატავს საკუთარი თავის უარყოფას და სხეულის მოკვდინებას. საკუტარ თავზე წმინდა შურისძიებას და ღმერთის ხელის ქვეშ დამდაბლებას. ძლიერი ქრისტიანები თავიანთი მარხვებით აღიარებენ, რომ არ ეკუთვნით ყოველდღიური გამოკვება და არც საერთო აქვთ რაიმე. მარხვა - ეს ხორცის დამდაბლების საშალებაა და მის ხორციელი სურვილებისა და სხეულის იძულება, დაეომორჩილოს რელიგიურ დისციპლინებს, ხოლო ბევრი საკვები ადამიანს აზარმაცებს და ძილს გვრის. პავლე იყო ,,მარხვებში“, და ამიტომაც შეეძლო ,,საკუთარი სხეულის მოკვდინება და დამორჩილება“.

თუმცა სიფრთხილის გამოვლენაც გვმართებს მარხვის დროს. შენი სული ღმერთის სიტყვით უნდა გააძღო და არა ადამიანური ფანტაზიებითა და გამონაგონით. ეშმაკი მიდის მარხულ ადამიანთან. თავს წმინდად და კეთილად აჩვენებს, როგორც თავის დროზე მივიდა იესოსთან და აცდუნებდა მას ბოლო მარხვის დროს. მარხვა ვერ გადაგარჩენს, მხოლოდ ღმერთის სიტყვა ხდის მარხვას შენი რწმენის ნაწილად და შენც ღმერთისგან იღებ უდიდეს ძალას.

ფარისევლები აჩვენებენ თუ როგორ მარხულობენ, მაგრამ გულით არ იდრიკებოდნენ და სულით არ მდაბლდებოდნენ. თუმცა სწორედ ამაში მდგომარეობს მთელი მარხვის არსი. მათი ,,მარხვა“ დაცინვა იყო სწორი მარხვის - მათ მხოლოდ ცოდნა ჰქონდათ და ეგრეწოდებული მარხვის ჩრდილი, თუმცა მისი არსი მათგან დაფარული იყო. ისინი მეტად თავმდაბლები ჩანდნენ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ. ცდილობდნენ ღმერთის მოტყუაებას და ეს ყველაზე საშინელი დანაშაული იყო ღმერთის მიმართ. მარხვა, რომელიც ღმერთმა ამოირჩია თავისთვის არ მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანს საკუთარი სული უნდა ეწამა, თავი დაეხარა და ფერფლი ეყარა. თუ ჩვენ ამას მარხვას ვეძახით მწარედ ვცდებით (ესაია 58:5).

ისინი აცხადებდნენ მარხვას და ატარებდნენ ისე, რომ ეს ყველასთვის თვალსაჩინო და ცნობილი იყო. ისინი მაშინაც კი გამოდიოდნენ ქუჩებში, როდესაც სახლში განმარტოებულნი უნდა ყოფილიყვნენ. მათი თვალები იყო ძირს დახრილი, სახე მოღუშული, სიარული ნელი და იქცეოდნენ ისე, რომ ხალხს დაენახა რაოდენ ხშირად მარხულობენ ისინი, როგორი ღვთისმოშიშები არიან და როგორ თრგუნავდნენ საკუთარ თავებს ღმერთისთვის.

არ უთხრა ადამიანებს შენი მარხვის შესახებ, რათა მათ თვალში მეტად ღვთისმოშიში გამოჩნდე, მოიქეცი ისე, როგორც სხვა დღეებში, ნუ იქნები მშიერი და მოღუშული. როგორც ყოველთვის ჩაიცვი კარგად, რადგან თავად ღმერთი გხვდება და მარხვის დროს ქრისტეს ტრიუმფის მონაწილედ გხდის. ამ დროს ივსები სიხარულით ღმერთის თანდასწრებაში და შეძლებ იცხოვრო კეთილსინდისიერად.

ღმერთი უცხადებს თავის თავს მას, ვინც ლოცულობს, მარხულობს და სახარების სიტყვებში ღრმავდება. ეს უდიდესი გამოცხადებაა, როდესაც ხედავ ქრისტეს ცხოვრებაში მამას, როგორც თავად ამბობდა: ,,ვინც მე მიხილა, მან იხილა მამა“. ჩვენი გულის სურვილი - ღმერთის ხილვაა ისეთი, როგორიც ის არის.

აცნობიერებ თუ არა, რომ ღმერთის ქრისტეს მიმდევრებშია? ისინი - სულიწმიდის ტაძრები არიან და ეს სული მოდის არა მარხვებისა და ლოცვების გამო, არამედ მხოლოდ ქრისტეს მადლით. ადამიანი, რომელიც მარხულობს ქრისტესგან მიცემულ ძალას სხვებს გადასცემს. როდესაც ცდილობ იმახარებლო, უფრო მეტი უნდა ილოცო და იმარხულო, რადგანაც ამ დროს წყვდიადის ძალების ძალაუფლება ცალკეულ ადამიანებზე კავდება და ტოვებს მათ ლოცვითა და რწმენის მარხვის მეშვეობით.

მარხვა არ არის მხოლოდ საკვებისა და სასმელისგან თავის შეკავება. უარი თქვი პორნოგრაფიაზე, მოწევაზე და ა.შ. გადადე თანხები შენი მამის სამეფოს საქმეებისთვის შესაწირად. ასეთი საქმეებისგან თავის შორს დაჭერა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მარხვისას საკვებისაგან თავის შეკავება. ღმერთს გამოუყავი შენი დრო და ძალები მოჩვენების გარეშე და შენ დაინახავ, როგორ გაიზრდება სხვების ცხოვრებაში მისი დიდების ნაყოფები.

ლოცვა: მამაო შენ გინდა შენი კეთილი სულით იცხოვრო ჩვენში. სიხარულით გცემთ თაყვანს და მადლობას გიხდით, რომ მოგვიწოდე შენთან ურთიერთობისთვის. გვასწავლე შენთვის მოსაწონად მოვიქცეთ, ვილოცოთ სხვებისთვის და ვიმარხულოთ სიხარულით. დავიმედდეთ რა შენზე, რომ მრავალი გადარჩება და მოიპოვებს საუკუნო სიცოცხლეს.

კითხვა:

  1. რა აზრი დევს ახალ აღთქმისეულ მარხვაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 05:50 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)