Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 040 (The Savior’s Ministry)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
C - გალილეაში ქრისტეს მსახურების დაწყებითი ეტაპი (მათეიესო 4:12-25)

3. მხსნელის მსახურების ნათელი აღწერა (მათეიესო 4:23-25)


მათეიესო 4:23-25
23 დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველნაირ უძლურებას ხალხში. 24 და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და კურნავდა მათ. 25 დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან
(მარკოზი 4:35-45; ლუკა 4:42-44; 6:17-19)

რა მნიშვნელოვანია ეს ბოლო სიტყვები. ამით მთელი სახარების დასკვნა შეიძლება. აქ რამდენიმე სიტყვაშია ნათქვამი, თუ სად და ვისთვის საუბრობდა და აკეთებდა იესო. წაიკითხე ეს მონაკვეთი კიდევ ერთხელ დაე შენ მთლიანობაში დაინახავ იესოს მსახურებას ხალხის გადასარჩენად.

მას შეეძლო მიემართა ყველასთვის, რათა გაყოლოდნენ მას, მაგრამ მან თავმდაბლობა გამოიჩინა და თავის მადლს ჩამოცდა, ვინაიდან ის ,,დაგელოდებათ უფალი რათა შეგიწყალოთ“ (ესაია 30:18). და ის მოვიდა რათა ,,მოძებნოს და იხსნას“. ისტორიკოსი იოსებ ფლავი წერდა, რომ ,,გალილეაში 2000-მდე ქალაქი და დასახლება იყო და ქრისტემ ყველა მათგანი ან თითქმის ყველა მოინახულა“.

ისინი ღვთის მოშიშ იუდეველთა სინაგოგეგებში ქადაგებდნენ, უქადაგებდნენ გზებზე უღმერთოებს. მახარობელმა მათემ დიდი განსხვავება დაგვანახა სწავლებასა და უწყებას შორის. სწავლება - ეს არის ჩაღრმავებული შესწავლა, ცალკეული ტექსტების გზებით და დამტკიცებული აზრების დოქტრინებთან შეფარდებით - კითხვების დასმა და მათზე პასუხი. უწყება კი - ბუკის ხმას ჰგავს, რომელიც აუწყებს გადარჩენას და მოუწოდებს ცოდვილს მობრუნდეს ღმერთისკენ და მადლის სინათღლეში შევიდეს. სწავლება მორწმუნეებისთვის აუცილებელია, რათა ისწავლონ ღმერთის ნების უკეთ შესრულება, თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხოლო უწყება - ეს ურწმუნოთათვის გადარჩენაზე კეთილი უწყების ქადაგებაა. იესო მსაწავლებელიც იყო და მახარობელიც. მისი სწავლება და ქადაგება შედგებოდა სამეფოს სახარებიდან. ბერძნული სიტყვა ,,სახარება“ (euangelion) იმ დროისთვის გამოიყენებოდა რომაელი კეისრის სახლში. ის კეისრის სახლში ბავშვის დაბადების ოფიციალურ უწყებას ნიშნავდა ან კეისრის მტრებზე გამარჯვებას. ამ სიტყვის მნიშვნელობა იყო სასიხარულო მესიჯის მიტანა, მეფის ოჯახში მომხდარ სიახლეებზე. ქრისტეს სახარება ნიშნავს კეთილ უწყებას, ძის დაბადების შესახებ, რომელმაც სძლია ცოდვას სიკვდილით და ამ გამარჯვების მეშვეობით ადამიანებში გაჩნდა სულიერი ღვთის სამეფო. ეს სამეფო ვრცელდება და ვერავინ შეუშლის ამას ხელს. სახარება აუწყებს სამყაროს ღმერთის სიყვარულის ძალაუფლების გამრავლებას.

ქრისტე უბრალოდ არ საუბრობდა ის აკეთებდა რასაც ასწავლიდა. მისი სიყვარული მოწყალებით და შემწყნარებლობით იყო გაჯერებული ყველა ადამიანის მიმართ, ვინც შორს იყო ღმერთისგან და ეშმაკს ჰყავდა დამონებული. მან შეიწყალა ისინი და განკურნა სიყვარულით.

მას ჰქონდა ხელმწიფება ბოროტ სულებზე და ავადმყოფობაზე. მახარობელმა მათემ ყველა დაავადების გამოსავლენად სამი მნიშვნელოვანი გამოთქმა შეარჩია. პირველი ,,ყოველგვარი ავადმყოფობა“. ამას მიეკუთვნება სიბრმავე, კოჭლობა და ასე შემდეგ. მეორე ,,ყოველგვარი უძლურება“: გადაღლა და ასე შემდეგ. მესამე ,,ყველა უძლური, შეპყრობილი სხვადასხვა ავადმყოფობით“. მაგალითად ეპილეფსია და სხვა. იმისდამიუხედავად, რომ რა ფორმაში იყო გამოვლენილი ავადმყოფობა: მწვავე ან ქრონიკული, საშიში ან არა - ყველა ავადმყოფობა ექვემდებარებოდა იესოს სიტყვებს.

უნდა ავღნიშნოთ ავადმყოფობის სამი განსაკუთრებული სახეობა: პარალიჩი (სხეულის ყველაზე ძლიერი უძლურება); ეპილეფსია (გონების ყველაზე ძლიერი დაავადება ) და სიგიჟე (მძიმე დაავადება როგორც სხეულისთვის, ასევე გონებისთვის). ამის მიუხედავად იესო ყველას კურნავდა, ვინაიდაინ ის - ყოვლისშემძლე სულის და სხეულის მკურნალი იყო და მას აქვს ძალაუფლება ყველა ავადმყოფობაზე. ქრისტეში დედამიწაზე სამოთხე დაიწყო. შემოქმედი მოვიდა თავის ქმნილებასთან და მის მორწმუნეს ახალი ცხოვრება მისცა. ამის შესახებ ჩვენ ნათლად ვკითხულობთ არაქრისტიანულ ლიტერატურაშიც.

იესოს პირველივე წამიდან განკურნება არ დაუწყია. ის ძალიან დიდ დროს უთმობდა ხალხისთვის კეთილი უწყების მიტანას, შემდეგ კი მის მორწმუნეებს კურნავდა. ვიანაიდან სამყაროს აღდგენა დაიწყო არა ქველმოქმედებით, არც ეკონომიური გეგმებით და სოციალური უზრუნველყოფით, არამედ სულიერი გადატრიალებით, მონანიებით და ქრისტეს რწმენით. მისი პიროვნებისადმი რწმენის გამოვლენა, გარდაქმნის ჩვენს გულებს და ცვლის ცხოვრების მდგომარეობას. ქრისტესთან მდიდრები, მეცნიერები, ღვთისმოშიშები და მისი ნათესავებიც კი არ მიდიოდნენ, მხოლოდ ავადმყოფები და გიჟები. რა მშვენიერია იესოს ხილვა, საჭიროების მქონე და უძლური ადამიანების გარშემო. ის აძლევს მათ მოწყალებას, კურთხევას, განკურნებასა და იმედს.

ჩვენ დღეს ვხედავთ ბვრ ხალხს მმართველების გარშემო. ისინი მიდიან დიდ შესაკრებელზე, სადაც ისინი ისმენენ ფუჭ დაპირებებს, პოულობენ ნუგეშს, მაგრამ არა სულის სიმშვიდეს ან განკურნებას. ქრისტე კი კურნავდა იმას, ვინც მასთან რწმენით მიდიოდა. ყველა ვისაც სწამდა მისი და სწყუროდა მისი დიდება, იღებდა ქრისტესგან დახმარებას, გრძნობდა თავის სხეულში მისი ძალის დინებას და განკურნებას. ავადმყოფს მაშინვე უნდა მოენანიებინა ცოდვები და თავი დაეღწია არაწმინდა სულებისთვის.

მიხვდი თუ არა ვინ არის იესო? ის არის მხსნელი, რომელიც სავსეა სიყვარულით ჩვენს მიმართ. დგახარ თუ არა მასთან ახლოს? მოგიწოდებთ მასთან ურთიერთობაში შეხვიდე, ვინაიდან ყოველდღე გჭირდება ის.

ლოცვა: ჩვენ აგამაღლებთ შენ ქვეყნიერების მხსნელო, ვინაიდან არ მიგიტოვენია ავადმყოფები და სასოწარკვეთილი ადამიანები უყურადღებოდ. შენ ღებულობდი მათ, კურნავდი და ანუგეშებდი. დაე შენი დიდება იყოს ჩვენს ბაგეებზე ყოველთვის და მრავალი ჩვენი ნაცნობი მოვიდეს შენს სამეფოში. უფალო განკურნე ისინი და დაელაპარაკე მათ. ჩვენ შევიკრიბეთ შენს გარშემო რწმენით და იმედით. გვჯერა, რომ მზად ხარ გადაარჩინო ადამიანები და ამისთვის მადლობას გიხდით. შენ დღესაც ასრულებ შენს ნებას, ცვენს ხალხში!

კითხვა:

  1. რატომ ვეძახის მათეს 4:23-25_ს ,,პატარა სახარებას“ ან სახარების მოკლე გადმოცემას?

მათეს სახარების კითხვების პირველი სერია

ძვირფასო მკითხველო
თუ შენ წაიკითხე მათეს სახარების წიგნის განმარტება, მარტივად შეძლებ კითხვებზე პასუხის გაცემას. თუ ამ კითხვების 90% სწორად უპასუხებთ, გამოგიგზავნით შემდეგი ნაწილის განმარტებას, პიროვნული ზრდისთვის. თუ გამოგვიგზავნი პასუხებს ელექტრონულ მისამართზე, არ დაგავიწყდეთ მკაფიოთ მიუთითოთ თქვენი სრული სახელი და გვარი და ელექტრონული ფოსტა. არა მხოლოდ კონვერტზე, არამედ კითხვარის ფურცელზე

  1. ვინ იყო მათე და რას ამბობდა ის საკუთარ თავზე?
  2. რა განსაკუთრებულობებით გამოირჩევა მათეს სახარება?
  3. რა არის მათეს სახარების მიზანი?
  4. რატომ არ ეწებება ქრისტიანი, რომელიმე წიგნს, არამედ ეწებება იესოს პიროვნებას?
  5. რას ნიშნავს „ქრისტეს“ ტიტული, იესოსთან მიმართებაში?
  6. რატომ უწოდებენ იესოს „დავითის ძეს“?
  7. როგორ არის იესო აბრაამის ძეც?
  8. რაში ჰგავდა ისააკი იესოს?
  9. როგორ მიიღო იაკობმა ის რაც ღმერთისგან მიეცა ყველა ადამიანის საკურთხევლად?
  10. როგორ აღსრულდა იუდას, იაკობის ძის აღთქმა იესოში?
  11. რატომ ახსენა მახარობელმა მათემ ის 4 ქალი იესოს გენეალოგიის ხაზში და რა ერქვათ მათ?
  12. როდის მოხდა ძველი აღთქმის სამეფოს დაყოფა და რომელ ნაწილს ეკუთვნის იესოს გვარი?
  13. როგორ იცავდა ღმერთი დასავლეთ სამეფოს და როგორ მისცა მან ის ტყვედ?
  14. რატომ მთავრდება იესოს გენეალოგია იოსებზე, რომელიც მისი ნამდვილი მამა არ ყოფილა?
  15. რას გვეუბნება იესოს გენეალოგიაში დროის მონაკვეთები?
  16. მარიამს სულიწმიდის მიერ ჩაესახა იესო. რას ნიშნავს ეს სასწაული?
  17. რატომ უბრძანა ანგელოზმა იოსებს მიეღო მარიამი, როგორც თავისი ცოლი?
  18. რას ნიშნავს სახელი იესო?
  19. რას ნიშნავს სახელი ,,ემანუელი“ და რატომ არის ქრისტე ამ სახელით წოდების ღირსი.
  20. როგორ გახდა იოსები, იესოს მამა ,,შვილის აყვანით“ რწმენის გმირი?
  21. კონკრეტულად როდის შეერთდა იმ დროში სატურნი და იუპიტერი პირველად?
  22. ვინ იყო ჰეროდე და რას წარმოადგენდა იუდეველთა უმაღლესი საბჭო?
  23. მიქას წინასწარმეტყველებაში, რომელი აზრი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი?
  24. რატომ განიცადეს დიდი სიხარული მოგვებმა?
  25. რას ნიშნავს თაყვანისცემა?
  26. როგორ იხსნა ღმერთმა ჩვილი იესო და მისი მშობლები, ჰეროდეს ხელიდან?
  27. რა არის უფლის სასამართლოს მთავარი მიზანი?
  28. რომელი ოთხი გამოცხადება მიიღო იოსებმა და სად წერია სახარებაში ისინი ზუსტად?
  29. როგორი მონანიებაა ღმერთისთვის მისაღები?
  30. რა პრინციპებზე იყო დაფუძნებული ნათლისმცემლის ქადაგება და ცხოვრება?
  31. ვინ არიან ფარისევლები და სადუკევლები?
  32. რას ელოდება შენგან შენი შემომქმედი?
  33. რატომ აქვს ქრისტეს ძალაუფლება, რომ მოგვნათლოს სულიწმიდით?
  34. რა განსხვავებაა სულიწმიდით ნათლობასა და ცეცხლით ნათლობას შორის?
  35. იყო რა გამართლებული, რატომ მოინათლა იესო იორდანეში?
  36. როგორ გამოჩნდა იორდანეში ღმერთის სამება?
  37. რატომ არ გადააქცია იესომ ქვები პურებად, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო?
  38. რატომ არ გადმოხტა იესო, ტაძრის კიდიდან ?
  39. რატომ უბრძანა ეშმაკს იესომ თაყვანი ეცა მარტო ღმერთისთვის?
  40. გაიმეორა იესომ იოანე ნათლისმცემლის უწყება: ,,მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო“?
  41. რას ნიშნავს იესოს სიტყვები ,,მე ადამიანის მებადურებად გაქცევთ“?
  42. რატომ ვეძახის მათეს 4:23-25_ს ,,პატარა სახარებას“ ან სახარების მოკლე გადმოცემას?

გირჩევთ, რომ დაასრულოთ ჩვენთან ერთად ქრისტეს და მისი სახარების შესწავლა, ვინაიდან შეიძენ დიდ განძს. ველოდებით შენს პასუხებს და ვლოცულობთ შენზე.

Waters of Life
P.O.Box 600 513
70305 Stuttgart
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 01:01 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)