Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 030 (Call to Repentance)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
B - იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს ქრისტეს (მათეიესო 3:1 - 4:11)

1. მოწოდება მონანიებისკენ (მათეიესო 3:1-12)


მათეიესო 3:10
10 ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ.

ეს მხატრული გამონათქვამი გადმოსცემს მუქარას, რომ იყო მოჭრილი ხე. რაოდენ დიდია ღმერთის მადლი და მისი მოთმინება. ის არ ეძებს შურისგებას დამნაშავეებზე, სანამ არ გააფრთხილებს. გინახავს ოდესმე, როგორ იქნევენ ცულს, რომ მოჭრან ხე. იოანე ყველა ადამიანს ხეს ადარებს, ქრისტეს კი ხის მჭრელს. ხეს, რომელსაც მოაქვს სიყვარულის და ჭეშმარიტების ნაყოფი, ის რჩება თავის მეფის ბაღში, ხოლო ვინც ეგოიზმში, ტყუილსა და წყევლაში ცხოვრობს, მსაჯული მოჰკვეთს მას ცულით იოანეს დამოწმების მსგავსად.

დღეს ჩვენ ვრისკულობთ ჩავარდეთ ცოდვაში, თუ ვქადაგებთ მეტს,ვიდრე საჭიროა, მადლზე და უსასყიდლო პატიებაზე, რომელიც ქრისტეს ჯვარცმაზეა დაფუძნებული და უყურადღებოდ ვტოვებთ ფაქტს, რომ ღმერთის რისხდება ცოდვაზე. მათ ვინც არ იცვლება და იესოს ჯვრის გამო მადლიერებას არ გამოხატავს, ეწევათ სასამართლო და მათი სამყოფელი გეენა იქნება.

დღეს სამყარო უფრო ახლოს არის ღმერთის შურისგებასთან, ვიდრე მის მადლთან, რადგან ერი ცხოვრობს უფლის გარეშე, და არ ღებულობს ქრისტეს მადლს. არ არის გასაკვირი, რომ სამართლიანი ღმერთის რისხვა არის კაცობრიობაზე. ეს ყველაფერი იმის გამო, რომ მათ უარყვეს ჯვარი და განუდგნენ მის ძალას. ჩვენს დროში ღმერთის სასამართლოს ძალა, მოვიდა ჩვენზე მრავალი ომებით. ჩვენ ვხედავდით თუ როგორ იწვოდა დიდი ქალაქები ბომბის ჩამოვარდნის შედეგად და დამწვარი სახლებიდან, როგორ გამოყავდათ ადამიანები, დამახინჯებული გვამები. ახლა აღარ გვეცინება ღვთიური გამოცხადებების შესახებ და გეენის არსებობაზე, ვინაიდან ვხედავთ ჯოჯოხეთს დედამიწაზე. როგორი აუტანელი ტანჯვები და იმედგაცრუება ექნებათ მათ, ვინც დააიგნორა უფლის მოთმინება. ისინი დამწუხრებისგან თითებს დაიკვნეტენ, მაგრამ ძალიან გვიანი იქნება, რადგან ვერაფერი ვერ იხსნის. გეენა ჩენსკენ მოდის და ეშმაკეულები მეგფობენ მათში, ვისი გულიც არ არის გახსნილი. უფრთხილდი შენსკენ მომავალ ტანჯვას. გაიგონე უფლის ხმა შენს გულში.

ამ მდგომარეობაში იმყოფებიან დღეს ნომინალური ქრისტიანები. ცულები უკვე დევს მათ ხის ძირებში, მაგრამ ღმერთი მოთმინებით ელოდება. ყოველი ხე, რომელიც კეთილ ნაყოფს არ მოიტანს, მოჭრილი და გეენაში ჩაგდებულ იქნება. ეს ღვთის უცვლელი დადგენილებაა და დადგება დღე, როდესაც ის განსჯის თავის ერს. (როამაელთა 2:1-10).

ლოცვა: უფალო წმინდაო აგამაღლებთ შენ, რადგან შენი სასამართლო ჭეშმარიტია. შენ არ ურტყავ ცულს ჩემი ცოდვილი ცხოვრების ფესვს, არამედ ითმენ და მიგყავარ მონანიებამდე, რათა შევცვალო ჩემი აზროვნება და ქცევა შენი მცნებების მიხედვით, რადგანმ ოვიტანო შენთვის მოსაწონი ნაყოფები. აპატიე ჩემს მეგობრებს და ნათესავებს, ვიანაიდან ისინი, როგორც მე იმსახურებენ გეენას. დაე ვიქნებით დაიმედებულები შენს წყალობაზე.

კითხვა:

  1. რას ელოდება შენგან შენი შემომქმედი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 12:22 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)