Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 026 (Herod’s Attempt to Kill Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

4. ჰეროდეს მცდელობა, მოეკლა იესო (მათეიესო 2:12-23)


მათეიესო 2:19-21
19 ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში. 20 უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ ისინი, ვინც მაგ ყრმის სიცოცხლეს ეძებდნენ”. 21 ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.
(იოანე 1:46 ; ლუკა 2:39).

ღმერთს არ სურდა, რომ იესოს დიდხანს ეცხოვრა ეგვიპტეში და იმ კულტურაში გაზრდილიყო. მან სამჯერ მიმართა იოსებს სიზმარში და უბრძანა სამშობლოში დაბრუნება. არა ბეთლემში ან იუდეაში, არამედ ისრაელის ჩრდილოეთ მიწაზე. იქ იესომ შეძლო და ადრეული ბავშვობიდან მიიღო განათლება ებრაულ და არამეულ ენაზე და ძველი აღთქმის საფუძვლები შეისწავლა. ჩვენთვის კარგია ყველა გადასახლებისას მკაფიოდ დავინახოთ ჩვენს წინ გზა და უფალი, რომელიც მიგვიძღვება და ნაბიჯიც კი არ გადავდგათ, მისი ბრძანების გარეშე.

ღმერთმა მოაშორა ჰეროდე, რომელსაც სურდა წმინდა ჩვილის დაღუპვა. ყველა მწყემსი, მეფე თუ წინასწარმეტყველი კვდება, მხოლოდ ღმერთი და მისი ძე იესო ქრისტე ცოცხლობენ უკუნისამდე. ყველა დიდებული ბოროტი ადამიანი კვდება და მათ არ შეუძლიათ ქრისტეს სულიერი სხეული გაანადგურონ ან მისი მიმდევრები მთელს სამყაროში. მშვიდად იყავი ტუკი აღმოჩნდები დამცირებაში მისი ცოცხალი სახელის გამო.

მათეიესო 2:22-23
22 ხოლო როცა გაიგო, რომ მამამისის, ჰეროდეს ნაცვლად არქელაოსი მეფობდა იუდაში, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმრით გაფრთხილებულმა გალილეის მხარეს მიაშურა. 23 მისული კი ნაზარეთად წოდებულ ქალაქში დასახლდა; რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა.

როდესაც დიდი ჰეროდე დაიღუპა 4 ჩვ.წ მძიმე ტანჯვებში, მან ქონება დაუტოვა თავი სამ ძეს: თითოეულს გარკვეული ნაწილი მისი კუთვნილებიდან. არქელაოსმა მიიღო იერუსალიმი და მისი მიდამოები. ანტიპამ მიიღო გალილეა და იორდანეს, მიღმა სამხრეთის მიწები. ფილიპეს ხვდა წილად გოლანის რეგიონი, ხებრონის მთა და იორდანის მიღმა ჩრდილოეთის მიწები. არქელაოსი იყო მამის მემკვიდრე იერუსალიმში და ისეთივე დესპოტი მმართველი, როგორც ჰეროდე. ერთხელაც მან თავის ჯარს უბრძანა მოეკლა 3 000 მომლოცველი იერუსალიმში. მისი ცხოველური სისასტიკის გამო, კეისარმა ავგუსტინემ 3 ჩვ.წ წაართვა არქელაოსს ძალაუფლება და საფრანგეთში გაგზავნა იგი. მისი მფლობელობა კი კეისარმა გადასცა, რომაელ პილატეს, რომელმაც მოგვიანებით იესოს ჯვარცმა გამოუტანა განაჩენად. ამ გზით უნდა შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ჰეროდე, რომლის შესახებაც ვკითხულობთ ახალი აღთქმის ტექსტებში - ეს არის ანტიპაა გალილეის და იორდანიის მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროს მეფე.

იოსებს შეეშინდა გაიგო რა არქელაოსის ცხოველურ მოქმედებებზე იერუსალიმში და შეეჭვდა, ნუთ ღმერთს მართლა უნდა მისი სამშობლოში დაბრუნება? მაგრამ ის რწმენის ადამიანი გახლდათ და საგანგაშო მდგომარეობაში ლოცვა დაიწყი, რის შემდეგაც ღმერთმა სიზმარში მეოთხედ უთხრა, რომ წასულიყო გალილეაში. იოსებმა გადაწყვიტა ნაზარეთის ქალაქში დასახლება, საიდანაც წარმოშობით მარიამი იყო და სადაც ისინი ადრე ცხოვრობდნენ. ეს არცთუ ისე დიდი ქალაქია, რომელიც თორაში არცერთხელ არ არის ნახსენები და რომელიც იესოს მიწიერ სამშობლოდ იქცა.

როდესაც მათეს ესმოდა ამ ქალაქის სახელი, წინასწარმეტყველის სიტყვები მოსდიოდა თავში, რომელიც ებრაულად ასე ჟღერდა: ,,განშტოებული ინდუსტრია“. ის უნდა გამოსულიყო იესეს ღეროდან და უნდა გაზრდილიყო, როგორც რტო მისი ფესვიდან (ესაია 11:1-2). ამ წინასწარმეტყველებაში წერია სულიწმიდის სისავსეზე, რომელიც იესოში იყო, ვინც არის და იქნება ეს განშტოებული ინდუსტრია.

ნაზარეთის ქალაქის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან აზრს, ჩვენ ვხედავთ იესოს ჯვარზე მაღლა პილატეს მიერ დაწერილ ოთხ სიტყვაში: ,,იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე!“ (იოანე 19:19).

ლოცვა: ჩვენ თაყვანსგცემთ მოწყალე ზეციერო მამაო, ვინაიდან შენ ოთხჯერ დააკვალიანე იოსები, ოთხივე სიზმარში. განუცხადე შენი ნება და მიეცი ძალა მაშინვე შენი რწმენისამებრ მოქცეულიყო. შენ დაიცავი საიმედოდ შენი ძე ბავშვობის ასაკში. ასევე დაგვიცავი ჩვენ და წარმოქმენი ჩვენში სრულყოფილი რწმენა, რათა სიხარულით ვპასუხობდეთ შენი სულიწმიდის ხმას.

კითხვა:

  1. რომელი ოთხი გამოცხადება მიიღო იოსებმა და სად წერია სახარებაში ისინი ზუსტად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 11:12 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)