Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish
Previous Lesson -- Next Lesson რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 4 - ღმერთის ძალა გვანთავისუფლებს ცოდვის ბატონობისგან (რომაელები 6:1 - 8:27)
2. რჯულისგან განთავისუფლება - ჩვენი ცოდვისგან განთავისუფლების საწყისია (რომაელები 6:15-23)რომაელთა 6:15-22 პავლეს გონებაში ისევ ტრიალებდა იუდეველთა მაღალფარდოვანი კითხვები. მან დასვა კითხვა: ,,შევცოდავთ თუ არა იმის გამო, რომ განვთავისუფლდით რჯულისგან და ვდგავართ მადლის ქვეშ?“ პავლემ უკუაგდო ეს სატანური კითხვა, ვინაიდან ის სულიწმიდისგან კი არ მომდინარეობდა, არამედ პირდაპირ ქვესკნელიდან! მოციქული მოწმობდა, რომ მათ თავისი ნებით და სრულიად გადასცეს საკუთარი თავი ქრისტეს მისი სიყვარულის გამო და ამიტომაც განთავისუფლდნენ ცოდვის ძალაუფლებისა და რჯულის განკითხვისგან და ახლა მატარებლები არიან ღვთიური სიცოცხლისა და სამართლიანობის. ყოველი ვინც ლაპარაკობს ადამიანის თავისუფლებაზე ღმერთის მოშიშების გარეშე, ცრუა! მარტინ ლუთერი ამბობდა, რომ ადამიანი ჰგავს ვირს, ვინაიდან არცერთ ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს ბატონის გარეშე და ვიღაცა აუცილებლად იბატონებს შენზე: ან ეშმაკი ან ღმერთი! როდესაც ღმერთი ხდება შენი ბატონი და უფალი, შენ სიხარულით ატარებ მას შენს გულში და ყოველთვის ემსახურები მას. მაშინ ყოველი იმედგაცრუება, ცოდვა და სიკვდილის უფლობა შენში ქრება და ჩნდება იმედი, მშვიდობა და ნამდვილი სულიერი თავისუფლება! ქრისტემ გაგანთავისუფლა არა იმისთვის, რომ უდარდელი ცხოვრება გქონდეს, არამედ ღმერთის მსახურებისთვის და კეთილი საქმის საკეთებლად ადამიანებისთვის სულიწმიდის ხელმძღვანელობით. ამ სულის მორჩილება შენ სინდისს შვებას გვრის. ქრისტეს სულში ასეთი ურთიერთობის გარეშე შენ დარჩები შენი სისუსტეების და იმედგაცრუებების ტყვედ! ქრისტეში ცხოვრებას მიყავხარ ადამიანების მსახურებისკენ და ეს ხდება არა მხოლოდ თეორიულად ან ემოციის დონეზე, არამედ საქმით, მთელი ძალით, მთელი გადაწყვეტილებითა და მსხვერპლიანობით! და როგორც წარსულში ხარჯავდი შენს დროს, ფულს და ნიჭებს ფუჭ გართობში, ახლა გამოიყენე ყველა შენი შესაძლებლობა ქრისტეს მსახურებასა და ხალხის გადარჩენისთვის. ანუგეშე დაღონებულები, მოინახულე ავადმყოფები, დააპურე მშიერნი, დაეხმარე უძლურთ, ხოლო სიმართლის მაძიებლებს სახარება გაუზიარე! ჭეშმარიტად ქრისტეს სიყვარული არის ხორცშესხმული მორწმუნეებში, - ეს არის საუკუნო ნუგეშისცემა და სამართლიანი იმედი ჩვენს არასამართლიან სამყაროში. გახდი თუ არა ქრისტეს მსახური და მისი სიყვარულის მონა? თუ კი მაშინ ცოდვა არ იბატონებს შენზე, ვინაიდან შენ შენი მონანიებით გადალახე სიკვდილი, შეხვდი ქრისტეს, აივსე მისი წმიდა სულით და გამყარდი მის საუკუნო სიცოცხლეში! შენ გაქვს დიდებული იმედი ყველა ქრიტეში გაცოცხლებულთან ერთად! რომაელთა 6:23 ამ ოქროს მუხლში მოკლედ არის გადმოცემული სახარება. მასში ნათლად ჩანს უბრალო ხორციელი ადამიანის ცხოვრების ნაყოფები და იესო ქრისტეს დიადი ნიჭი! 1 ჩვენ ვკვდებით, ვინაიდან ვცოდავთ. სიკვდილი გარდაუვალია იმიტომ, რომ ცოდვილნი ვართ. და რამდენადაც ყველა ადამიანი ცოდვილია, ყველა კვდება. ეს არის საბოლოო დასასრული ამ ცხოვრების. 2 თუმცა ქრისტეში მორწმუნე ღებულობს ღვთის ნიჭს. და ეს ნიჭი არ არის ვერცხლი ან ოქრო და არც ძვირფასეულობა, ის საერთოდ არ გულისხმობს ამაქვეყნის სტიქიებს, არამედ მომდინარეობს პირდაპირ ღმერთის გულიდან და რეალურად იწყებს ჩვენში ცხოვრებას! ეს თავად ღმერთის სიცოცხლეა, საუკუნო სიცოცხლე, რომელსაც ის აძლევს ყველას, ვინც ირწმუნა მისი ძის, რათა მათ იმეფონ საუკუნოდ ერთად, ვინაიდან ის - უფალთ უფალია, რომელიც მეფობს მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, როგორც ერთი ღმერთი, უკუნითი უკუნისამდე! ლოცვა: ჩვენ თაყვანსგცემთ შენ მამაო, ძეო და სულოწმიდაო, ვინაიდან შენ განგვათავისუფლე ცოდვაში ცხოვრებისგან და სიკვდილის მახისგან! შენ გადაგვიყვანე ქრისტესთან მეფობაში, აგვავსე შენი სულიწმიდის სიცოცხლით, და ჩვენ არ მოვკვდებით საუკუნოდ, არამედ ვიცხოვრებთ შენთან ერთად და შენში, შენი დიდებული მადლით! კითხვა:
|