Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 037 (Deliverance to the Service of Christ)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 4 - ღმერთის ძალა გვანთავისუფლებს ცოდვის ბატონობისგან (რომაელები 6:1 - 8:27)

3. რჯულისგან განთავისუფლება ქრისტეს მსახურებაში თავისუფალს გვხდის (რომაელები 7:1-6)


რომაელთა 7:1-6
1 ან, განა არ იცით, ძმებო, - რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, - რომ რჯული ბატონობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია? 2 რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით არის შეკრული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან. 3 ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცის გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ ჩაეთვლება. 4 ასე თქვენც, ჩემო ძმებო, რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რომ სხვისი, მკვდრეთით აღმდგარის კუთვნილება გახდეთ, რათა ნაყოფი მოვუტანოთ ღმერთს. 5 ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მეშვეობით ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი მოგვეტანა. 6 ახლა კი მკვდრები რჯულისათვის, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით რჯულისაგან, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.

პავლეს სურდა, რომ იუდევლური წარმოშობის მორწმუნე ძმებს მიეღოთ მისი სწავლება იმის შესახებ, რომ ისინი როგორც მორწმუნეები შინაგანად გარდაიცვალნენ და აღდგნენ ქრისტესთან ერთად. მაგრამ მან ასევე კარგად იცოდა, რომ მკაფიოდ უნდა განემარტა თავისი დამოკიდებულება რჯულისადმი, ვინაიდან იუდეველი რჯულს აღიქვავდნენ, როგორც გამოცხადებების და ღმერთის ნების სისრულის მწვერვალს, რომელიც მათ მოსემ გაუხსნა.

პავლემ უთხრა მათ: თქვენ, რომლებსაც გიყვართ და ასწავლით რჯულს, უკავშირებთ თქვენს თავებს მას, როგორც მეუღლეები ქორწინების აღთქმაში. და როგორც ქორწინების აღთქმაში მყოფი თავისუფლდება ამ მოვალეობებისაგან ერთ-ეღტის გარდაცვალების შემდეგ, ასევე თქვენც განთავისუფლდით რჯულისგან, როდესაც მოკვდით ქრისტეში. მისი დამარხული სხეული გახდა თქვენი სხეული და რჯული აღარ ბატონობს თქვენზე!

მაგრამ ქრისტე ასევე აღსგა მკვდრეთით და თქვენც გახდით რა თავისუფლები, მიიღეთ ცხოვრების ზედამხედველი და დაამყარეთ ახალი აღთქმა ღვთის ძესთან. ძველი აღთქმა სიკვდილის აღთქმა იყო, ვინაიდან რჯულს განაჩენი გამოჰქონდა. ახლა კი თქვენ შეხვედით სიცოცხლის ბატონთან ურთიერთობაში და თქვენში მისი სულის ნაყოფები გამოვლინდა: სიყვარული, სიხარული მშვიდობა, მოთმინება, სამართლიანობა, თავშეკავება, რწმენა, თვინიერება, თავმდაბლობა; და ასევე თქვენში გამოვლინდა იესო ქრისტეს თვისებები: მადლიერება, სიმართლე, სიწმინდე და კმაყოფილება.

ღმერთი თქვენი ცხოვრებისგან ელოდება მისი ძის ნაყოფებს, ვინაიდან ქრისტე მოკვდა და აღსგა და გადმოღვარა თავისი სული ადამიანებზე, რათა მრავალ მათგანს მოეტანა მისი სრული ნაყოფები. როგორც მევენახე შრომობს და ელოდება თავისი ვენახისგან ნაყოფებს, ასევე ღმერთი სამართლიანად ელოდება შენგან ნაყოფს.

ქრისტემდე ადამიანები რჯუ;ლის მონები იყვნენ, მათ სხეულში სურვილები ბობოქრობდა და რჯული აკავებდა მათ ბოროტი მოქმედებებისგან. რჯულმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენ სიკვდილის მეტი ნაყოფები მოვიტანეთ, ვინაიდან რჯული არა მხოლოდ გხიბლავს დანაშაულებებით, არამედ უმოწყალოდ გასამართლებს მათ გამო!

მაგრამ ქრისტეში ჩვენ მოვკვდით ყველა რჯულის მოთხოვნილებებისგან, ვინაიდან ქრისტემ თავისი სიკვდილით აღასრულა რჯული ყველა მისი მოთხოვნებით. და რამდენადაც ჩვენ მოვკვდით საკუთარი თავისთვისაც ჯვარცმული ქრისტეს რწმენის მეშვეობით, მაშინ ჩვენ მოვკვდით და არ ვართ კავშირში წინანდელი გამოცხადებების სიტყვასთან.

ამავდროულად ღმერთის ძემ მოგვიწოდა ახალი აღთქმისკენ , რომელიც დაფუძნებულია უკეთეს გამოცხადებაზე, რათა ჩვენთვის წინაღობა არ იყოს რჯულის სიტყვა, არამედ ვემსახუროთ ღმერთს მისი სულის ძალით. ჩვენი ცხოვრება აღარ არის აკრძალვითი მუქარებით გარემოცული, არამედ სიყვარულის მოწოდება აღგვძრავს სიცოცხლისთვის, განახლებული ძალებით, სიხარულით და ღვთიური მშვიდობით. ახალი აღთქმის სული არ ბერდება და არ მთავრდება, ვინაიდან ის - თავად არის ღმერთი, უსასრულო თავის სისრულეში და უსაზღვრო თავის სიბრძნეში, სიკეთეში, სინაზეში, იმედში და ძალაში! მიეცი საკუთარი თავი ღმერთის სულის და მისი სახარების ხელმძღვანელობას და შენ შეიძენ სულიერ სიმდიდრეს და ღვთიურ ძალას და გაიზრდები ქრისტეს თვინიერებასა და თავმდაბლობაში, ვინაიდან შენ მოკვდი, მაგრამ შენში ცხოვრობს მარადიული!

ლოცვა: წმიდაო ღმერთო ჩვენ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მოგვიწოდე რჯულის მონობისგან ქრისტეს სიკვდილის მეშვეობით, რომელმაც აღასრულა სიყვარული და თავისი ცხოვრების ჭეშმარიტება თავისი ჯვრით! ჩვენ აგამაღლებთ შენ ვინაიდან გვიხმობა ახალ აღთქმაში და შენი სულით ბინას იდებ ჩვენს გულებში რათა მოგიტანოთ მისი ნაყოფი, შენი მადლის ძალაში!

კითხვა:

  1. რატომ არის ყველა მორწმუნე ძველი აღთქმის მოთხოვნებისგან თავისუფალი?

ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესოს მადლით
გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი.

(საქმეები 15:11)

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:23 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)