Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
4. ლაზარეს აღდგინება და შედეგები (იოანე 10:40 – 11:54)
გ) იესო მკვდრეთით აღადგენს ლაზარეს (იოანე 11:34-35)იოანე 11:34-35 იესომ არაფერი უპასუხა. მათთან არ ჭრის ლაპარაკი, ვინც გლოვაშია. ამ სიტუაციაში მოქმედება ყველაზე კარგი გამოსავალი იყო, ვიდრე საუბარი. მან ყველა დამსწრეს სთხოვა, რომ სასახლესთან გაყოლოდნენ. მან ითხოვა სამარხთან წაეყვანათ იგი. მათ თქვეს: „მიდი და ნახე“. ეს იგივე სიტყვები იყო, რომელთაც იესო იყენებდა, როდესაც მოწაფეებს მსახურებაში მოუწოდებდა. ის ახლა მათ სიცოცხლის სანახავად მოუწოდებდა; ეს ხალხი კი ესოს ეძახდა მკვდრისთვის შეეხება. მას აეტია, როდესაც დაინახა ხალხის ნელი შემეცნება, როგორი მცირედმორწმუნენიც არიან. საუკეთესო მოწაფეებმაც ვერ დაანახეს მას რწმენა. ხორცი ამაში ვერ დაგვეხმარება, ხოლო სულს სწორედ ეს შწირდება. ჯერ სულიწმიდა არ გადმოსულა მათზე. სულიერი სიკვდილი მეფობდა იქ და მხოლოდ მას შეეძლო დაეტირა ასეთი ურწმუნო კაცობრიობა. იესო ჭეშმარიტი ადამიანი იყო, მოხარულებთან ხარობდა და მოტირალებთან ტიროდა. მისი სული ახლა დანაღვ ლიანებული იყო. მისი სპეტაკი სული აღელვებული იყო, როდესაც თავის მიმდევრებში შიშს შედავდა და არასაკმარის სიყვარულს ცოცხალი ღმერთის მიმართ. იესო დღესაც ტირის, როდესაც ხედავს ჩვენი და ეკლესიის მდგომარეობას, ასევე ცოდვაში და სულიერად სიკვდილში მცხოვრებ ხალხს. იოანე 11:36-38 იუდეველები ხედავდნენ იესოს ცრემლებს და ამას მის ლაზარესადმი სიყვარულით ხსნიდნენ. სიყვარული - ეს ლოგიკური ან ინტელექტუალური გაგება არაა, მას ემოციები ჰარმონიაში მოყავს. ქრისტეს სიყვარული ბევრად მეტია ვიდრე ჩვენი გაგება და სიკვდილზე მაღლა დგას. მან დაინახა ლაზარე მის დაბეჭდილ სამარხში და დანაღვლიანდა, რომ სიკვდილი დაეუფლა მის მეგობარს. მაგრამ მისმა გულმა სამარხის ქვა გაჭრა და მოამზადა ლაზარეს სხეული იმისთვის, რომ მოესმინა ქრისტეს ხმა. ზოგიერთი იქ მყოფთაგანი განიკითხავდა იესოს ასეთ მოქმედებას და მის ძალაუფლებას. ამითი მათ იესო განარისხეს. რადგან სიყვარულისა და რწმენის ნაკლებობა იყო უფლის რისხვის მიზეზი. იესოს მიზანი იყო ამ წყვდიადიდან და შემოსაზღვრული ჰორიზონებისგან დავეღწიეთ, რათა შეგვძლებოდა მის სიყვარულს ჩავჭიდებოდით, გვეცხოვრა რწმენით მის იმედში. ადამიანური ნორმებისთვის კი არ მიგვემართა, არამედ მისი შესაძლებლობების გვერწმუნა. მას უნდა წამოწიოს ისინი, ვინც სულიერად მკვდარია ცოდვებში. აწუხებს თუ არა იესოს თქვენი ურწმუნოება და ახარებს თუ არა მას თქვენი გულმოდგინე სიყვარული? ლოცვა: მაპატიე უფალო იესო შენი შესაძლებლობების და სიყვარულის უგულებელყოფა. მაპატიე, რომ ჩემში ნაკლები რწმენაა და მეტი საზრუნავი. დამეხმარე იმედი შევიძინო სიცოცხლეში, გადიდებდე ყველგან და შენთან მოზიარეობაში ვიყო გამუდმებით. კითხვა:
|