Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 070 (Jesus across the Jordan)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
4. ლაზარეს აღდგინება და შედეგები (იოანე 10:40 – 11:54)

ა) იესო კვეთს იორდანეს (იოანე 10:40 – 11:16)


იოანე 10:40-42
40 კვლავ გავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ იოანე ნათლავდა, და იქ დარჩა. 41 ბევრი მოვიდა მასთან; ამბობდნენ: "იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა ამ კაცზე, ჭეშმარიტი იყო”. 42 და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.

კონფლიქტი იესოსა და ფარისევლებს შორის ცოტახანი შეჩერდა; მაგრამ საწყისი აიღო ჯერ კიდევ აუზთან ავადმყოფის განკურნებიდან მე-5-ე თავში, როდესაც ფარისევლებმა დაიწყეს სახალხო ლიდერების იესოს წინააღმდეგ განწყობა. იერუსალიმში მისი მესამე ვიზიტის შემდეგ, ეს კონფლიქტი მივიდა კულმინაციამდე. შუქი ბრწყინავდა წყვდიადში, და წყვდიადმა ვერ შთანთქა ის. იესო ყოველ ჯერზე სასიკვდილო რისკის ქვეშ იყო. იესო გამუდმებით შედიოდა ტაძარში და ასწავლიდა თავის მოწაფეებს რწმენის შესახებ მაშინ, როდესაც მისი მტრები მზარდი სიძულვილით ივსებოდნენ. განახლების დღის დღესასაწაულზე იესომ დატოვა იერუსალიმი და ქალაქგარეთ გავიდა, იორდანეს ნაპირის მეორე მხარეს, სადაც უმაღლეს საბჭოს იურისდიქცია არ ჰქონდა. აქ ადრე იოანე ნათისმცემელი ქადაგებდა, ეს ადგილი ერთ-ერთი ჰეროდეული მეფის იყო. ნათლისმცემელს აქ ყველა კარგად იცნობდა; მისი მოწმობები იესოს შესახებ ცხადი იყო. ვინც ირწმუნა იესოს შესახებ, ნათლისმცემლის ქადაგებიდან, იზრდებიან რწმენაში. დროის მერე მათი მასწავლებელი წავიდა. როდესაც იესო მივიდა იმ ადგილას, ხალხი უმალ მივიდა მასთან, რათა იცოდნენ მიის თავმდაბლობის, ძალის და დიდების შესახებ. იესომ მათ თავისი სასწაულები უამბო, რწმენით ქადაგებდა ადამიანსა და ღმრთზე. ბევრმა და ძალიან ბევრმა გახსნა გული სახარებისთვის, ეჭიდებოდნენ რა თავის რწმენას ნათლისმცემლიდან მოყოლებული, იმისდამიუხედავად, რომ იოანეს არავითარი სასწაული არ გაუკეთებია თავისი სიტყვების მათთვის დასამოწმებლად. მაგრამ როგორც კი იესო მივიდა მათთან ისინი მიენდნენ მას, როგორც უფალს და მხსნელს.

იოანე 11:1-3
1 იყო ავად ვინმე ბეთანიელი ლაზარე, მარიამისა და მისი დის, მართას სოფლიდან. 2 ეს სწორედ ის მარიამი იყო, უფალს რომ ნელსაცხებელი სცხო და ფეხები თავისივე თმით შეუხოცა. მისი ძმა ლაზარე გახდა ავად. 3 დებმა კაცი გაუგზავნეს და შეუთვალეს: "უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავადაა”.

იესოს იორდანეში ქადაგების დროს, ავად გახდა ადამიანი სახელად ლაზარე, რომელიც იმ ადგილიდან მოშორებით ცხოვრობდა. ის ზეთისხილის მტაზე ცხოვრობდა. იესო ხშირად სტუმრობდა მის ქალაქს. ასევე ცნობილია იესოს საუბარი მართასთან, ლაზარეს დასთან. იოანე არ ახსენებს თავის სახარებაში ამ შემთხვევას, ვინაიდან სხვა სახარებებში ეს უკვე ნახსენებია. თუმცა ის გვეუბნება ჩვენ მარიამის შესახებ, რომელმაც ზეთი სცო უფალს. სახარება გველაპარაკება ამ იდუმალ ქალზე, რომელსაც სწყუროდა იესოს მოსმენა. იმის შემდეგ, რაც მან სცხო უფალს, მან თავისი თმებით გაუმშრალა მას ფეხები (იოანე 12:1-8). მან თავისი სიყვარულის, რწმენის და თავმდაბლობის დემონსტრირება მოახდინა ღმერთის ძესთან მიმართებაში. ამბავმა ლაზარეს ავადმყოფობის შესახებ, იესო დაანაღვლიანა. თუმცა ლაზარეს დების რწმენამ იმოქმედა იმაზე, რომ იესო მისულიყო მათთან. მათ არ უთხოვიათ იესოს სასწრაფოდ ჩამოსვლა, რათა განკურნებულიყო ლაზარე, არამედ უბრალოდ ამბავი მიუტანეს, ვინაიდან სჯეროდათ, რომ მას მანძილზეც შეეძლო მისი განკურნება. მათ სჯეროდათ, რომ იესოს სიყვარულს ლაზარესადმი შეეძლო მოქმედება. „ლაზარე“ ნიშნავს „ღმერთი დამეხმარა“. ეს სასწაული ბოლო ეპიგრაფი იყო, რომელიც მოხსენიებულ იქნა იოანეს სახარებაში.

იოანე 11:4-10
4 ეს ამბავი რომ გაიგო, თქვა იესომ: "ეს ავადმყოფობა სასიკვდილოდ არ არის, არამედ ღმერთის სადიდებლადაა, რათა მისი მეშვეობით განდიდდეს ღმერთის ძე”. 5 იესოს უყვარდა მართა, მისი და და ლაზარე. 6 მისი ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო, ორი დღე იქვე დარჩა, სადაც იმყოფებოდა. 7 მერე კი უთხრა მოწაფეებს: "ისევ იუდეაში წავიდეთ”. 8 მოწაფეებმა უთხრეს: "რაბი, იუდევლები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და ისევ იქ ბრუნდები?” 9 მიუგო იესომ: "თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან წუთისოფლის სინათლეს ხედავს. 10 ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, რადგან სინათლე არ არის მასში”.

როდესაც ეს ინფორმაცია იესომდე მივიდა, იესომ უკვე იცოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მან თქვა, რომ სიკვდილი ვერ მიეკარება ავადმყოფს და მისი მეშვეობით განდიდდება უფალი. იესომ იცოდა, რომ სულიწმიდის ძალა იქნებოდა გამოვლენილი მკვდრის აღსადგენად იერუსალიმის შესასვლელთან. ასე, რომ იერუსალიმის ხალხს არ ექნებათ მიზეზი ურწმუნოებისა. ღმერთის დიდება და ქრისტეს დიდება ერთი და იგივეა. დიდება გაიზრდება, რადგან ის წინ აღუდგება სიკვდილს და გაიმარჯვებს მასზე. კაცობრიობა დიდ ტანჯვებში არიან სიკვდილის წინ დგომის გამო. სიკვდილს სრულ წყვდიადში მიყავხარ, და ამას ადამიანები სიცოცხლეშივე გრძნობენ. იესომ იცოდა მამის ნება და სიკვდილს არ ჰქონდა მასზე ძალაუფლება, მან იცოდა სიკვდილის მიზეზი. იესო არ წასულა ბეთანიაში ლაზარეს განსაკურნავად; იესო ორი დღე არ მისულა მასთან. მან მისცა უფლება სიკვდილს, რომ ბოლომდე შეეღწია მისი მეგობრის სხეულშ. მოწაფეები განცვიფრდნენ, რომ გაიგეს იესო უკან ბრუნდებოდა იუდეაში. ისინი ხომ მოწმეები იყვნენ თუ როგორ სურდა ხალხს მისი ქვებით ჩაქოლვა. მოწაფეები არ დამწუხრდნენ ლაზარეს გამო და არც ღმერთის დიდების გამოვლენა უნდოდათ იმ წუთას, ისინი თავის სიცოცხლეზე წუხდნენ. ამიტომ გააკეთა იესომ შედარება დღესა და მათ შორის, ვინც ღამე დადის და ეცემა. ანუ, ჯვარცმის დრო იყო ღამე, დღის საათები ჯერ არ დასრულებულიყო. მათ შეეძლოთ თავისუფლად წასულიყვნენ იერუსალიმში, რადგან ღმერთის დაცვის ქვეშ იყვნენ. ვინც იესოს არ ენდობა, საუკუნო წყვდიადში იცხოვრებს, როგორც იესოს მტერი, რადგან რწმენის შუქმა ვერ შეაღწია მათში. ასე რომ იესომ სთხოვა მოწაფეებს მინდობოდნენ მას და მის მმართველობას. სხვაგვარად ურწმუნოება მათ წყვდიადამდე მიიყვანდა. ეს ჩვენთვისაც ნუგეშისცემა უნდა იყოს ცხოვრებისეულ რთულ დღეებში, ჩვენ უდნა გვწამდეს, რომ არაფერი მოგვივა უფლის ნების გარეშე. ჩვენი დამაჯერებლობა მასშია.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობა, რომ ხარ სიცოცხლის მფლობელი. შენი შუქის მეშვეობით ჩვენ გზას ვხედავთ. შენ პირდაპირი გზით მოიგყავართ, თუნდაც შენ მტრებს ჩვენი დაღუპვა სურდეთ. დაგვეხმარე, რომ არ შევნელდეთ, არამედ მზად ვიყოთ ტკივილისა და სიკვდილისთვის შენ გამო, რათა შენი ცვენ მიმართ მზრუნველობა განდიდდეს ჩვენი რწმენის მეშვეობით.

კითხვა:

  1. რატო ლაპარაკობს იესო ღმერთის დიდებაზე მაშინაც, როდესაც ლაზარე მოკვდა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:50 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)