Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 069 (The Son of God in the Father and the Father in him)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
3. იესო - კეთილი მწყემსია (იოანე 10:1–39)

ე) ღვთის ძე მამაშია, მამა კი ძეში (იოანე 10:31-39)


იოანე 10:31-36
31 მაშინ იუდევლებმა კვლავ წამოკრიფეს ქვები მის ჩასაქოლად. 32 უთხრა მათ იესომ: "ბევრი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?” 33 უთხრეს იუდევლებმა: "კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღმერთის გმობისთვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად მოგაქვს თავი”. 34 მიუგო მათ იესომ: "განა თქვენს რჯულში არ წერია: მე ვთქვი, თქვენ ღმერთები ხართო? 35 თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღმერთის სიტყვა იყო მიმართული და წერილი არ ირღვევა, 36 მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა წუთისოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი, ღმერთის ძე ვარ-მეთქი?

იუდეველებმა შეიძულეს იესო, როდესაც მან თქვა: „ მე და მამა ერთნი ვართ“. მათ მისი ეს აღიარება ერესად მიიღეს, აიღეს ქვები და მისი ჩაქოლვა უნდოდათ, როგორც ამას კანონი ითხოვდა, სხვაგვარად იეჰოვას რისხვა დაატყდებოდათ. ისინი წავიდნენ ეზოში და დაბრუნდნენ ქვებით, რათა ესროლათ მისთვის. იესო მშვიდად იდგა მათ წინაშე დ ეკითხებოდა: „რაიმე ბოროტება გაგიკეთეთ? მე თქვენ გემსახურებოდით, ავადმყოფებს ვკურნავდი, ეშმაკეულებს ვდევნიდი და ბრმებს თვალებს ვუხელდი. მე გავწმიდე კეთროვნები და ვუქადაგებდი სახარებას ღარიბებს. ამ საქმეებიდან, რომლის გამო გინდათ, რომ მომკლათ? თქვენ თქვენი მოძღვრის მოკვლა გსურთ. მე არ ვეძებ არც დიდიებას და არც სიმდიდრეს ჩემი მსახურებისთვის, რომელსაც თავმდაბლობით მამაჩემის საქმეებს ვუწოდებ. აქ ვარ იმისთვის, რომ გემსახუროთ“. იუდეველებმა უპასუხეს: „შენი საქმეებისთვის არა მაგრამ ღმერთის შეურაწყოფისთვის კი. შენ თავი ღმერთს გაუთანაბრე, თუმცა ჩვენ შორის დგახარ, როგორ უბრალო მოკვდავი ადამიანი. ჩვენ უნდა დავღვაროთ შენი სისხლი, რათა დაგანახოთ, რომ მოკვდავი ხარ. როგორ შეგიძლია თქვა, რომ წმიდა ღმერთი და შენ ერთნი ხართ? ალბათ შეპყრობილი ხარ და სიკვდილს იმსახურებ“. იესომ უპასუხა: „თვქნე არ წაგიკითხავთ თქვენ რჯულში რა უთხრა უფალმა თავის ერს? „მე ვთქვის: თქვენ - ღმერთები ხართ, ყოვლისშემძლის ძეები ხართ თქვენ - ყველა“ (ფსალმუნი 81:6), ხვდებით, რომ ერთი ცოდვიდან მეორეში ვარდებით? რა თქმა უნდა ყველამ შესცოდა თავის ცოდვაში გახვეულმა. ღმერთი უწოდებს მათ „ღმერთები და ძეები“ თავისი ღვთიური სახელის გამო. მას არ სურს თქვენი დაღუპვა, არამედ საუკუნო სიცოცხლე სურს თქვენთვის. დაუბრუნდით თქვენ ღმერთს და იყავით წმიდები, როგორც ისაა წმიდა“. „ასე, რომ რისთვის გინდათ,რ ომ ჩამქოლოთ, თავად ღმერთი გოწდებთ თქვენ ღმერთებსა და ძეებს“? მე არ ჩამიდენია ცოდვა, როგორც თქვენ. მე წმიდა ვარ სიტყვით და საქმით. მე მაქვს უფლება ვიცხოვრო საუკუნოდ, როგორც ჭეშმარიტი ღმერთის ძეს. წაიკითხეთ, რა წერია სინამდვილეში თქვენ რჯულში, და თქვენ გამიცნობთ მე, მაგრამ წერილისაც არ გწამთ, რადგან არ შეგიძიათ ჩემი ღვთიურობის გარჩევა. მე არ წამომიგზავნია საკუთარი თავი, არამედ წმიდა ღმერთმა წამომგზავნა მე. მე მისი ძე ვარ; ის კი ჩემი მამა. მისი სიწმიდე ჩემშია. მე ღმერთი ვარ ღმერთისგან, სინათლე სინათლისგან, მხოლოდშობილი, არა შექმნილი, რომელსაც მაქვს ერთი ხატება მამაში“.

იოანე 10:37-39
37 თუ მამაჩემის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით. 38 და თუ ვაკეთებ და ჩემი არ გწამთ, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ჩემშია და მე მამაში ვარ”. 39 მაშინ კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ.

„ეს ნიშნავს“, ახსნა იესომ, „თქვენ უნდა დამიჯეროთ, რადგან რაც მამას სურს იმას ვაკეთებ, გუმოწყალებით. მე არ მექნებოდა ძალაუფლება, რომ არ შემძლებოდა მისი გულმოწყალების გამოვლენა. რამდენადაც მისი სიყვარული გაცოცხლებულია ჩემში, მე მაქვს ძალაუფლება ვაკეთებდე უფლის საქმეებს, რადგან ეს საქმეები ჭეშარიტად მამისაა.“ „თქვენ ადამიანურ გონებას არ შეუძლია გაიგოს ღვთიურობა. ყველაფრის მიუხედავად, შეამოწმეთ ჩეი სიტყვები და საქმეები, ვის შეუძლია სიტყვით მკვდირს აღდგენა, ბრმისთვის თვალის ახელა, ან ქარიშხლის ჩაწყნარება, 5 ათასის დაპურება 5 პურითა და 2 თევზით? გსურთ თუ არა, რომ მიიღოთ სულიწმიდა რათა გაიხსნას თქვენი გონება და გაიგოთ ჩემი სიტყვები, რათა მიხვდეთ, რომ თავად მამა გამოჩნდა ჩემიდან? როდესაც თქვენ აივსებით სულით, მიხვდებით, რომ ღმერთი ჩემ სხეულშია გამოსახული. „ ამ მრავალრიცხოვანი ხალხის წინაშე იესომ ზლიერი სიტყვები წარმოთქვა, რომ ის მამაშა, და როგორც ლერწი რჩება ვაზზე, რათა ფესვებიდან მიიღოს ძალა, ასე რჩება მამა ჩემში და მე მამაში. ორივე ჰარმონიაში და სრულ კავშირში არიან ერთმანეთთან. შეიძლება ითქვას, რომ ძე დაფარულია მამაში, რათა მან შეძლოს სრული დიდება მამას მისცეს. მრავალი ცნობილი ლოცვა იწყებს სიტყვებით: „ჩვენო ზეციურო მამაო“. ვინც ღრმად შეისწავლის მისი ღვთიურობის მოწმობას, ლოცვითა და მარხვით, იღებს მტკიცებულებებს იმ ზედაპირული გაგებისა, რომელიც აქამდე ჰქონდა წმინდა სამების შესახებ. რომ სამი ღმერთი კი არაა, არამედ სრული კავშირი სამების, რომელზეც ასე სიხარულით ვამოწმებთ, რომ ღმერთი ერთია. როდესა იუდეველებმა მოისმინე მეორედ, მისი მოწმობა იმის შესახებ, რომ ის და მამა ერთნი არიან, შეეშვნენ მას და არ დაუწყეს ქვების სროლა. ჯერ მისი დაკავება სურდათ და უმაღლეს საბჭოზე წარდგენა, რათა მისი შეხედულებები გაემხილათ. იესო წავიდა მათგან. არცერთ ადამიანს არ შეუძლია რაიმე ავნოს ღმერთის შვილს იქამდე, სანამ ისინი მამის დაცვის ქვეშ იმყოფებიან. იესომ თქვა: „ვერავინ წაგგლეჯთ მამაჩემის ხელიდან“.

ლოცვა: მამაო და ღვთის კრავო, ჩვენ სრულ კავშირს ვხედავთ შენ სიყვარულშ. ჩვენ გონებას არ შეუძლია ჩაწვდეს შენ ღვთირობას. შენი სული გვანათებს, რათა შევძლოთ დიდებული სიყვარული შევიგრძნოთ. შენ, შენს შილებად გაგვხადე. დაგვეხმარე განვადიდოთ შენი სახელი ჩვენი მოტივებით, სიტყვებითა და საქმეებით. გაგვხადე წმიდები, როგორც შენ ხარ წმიდა.

კითხვა:

  1. როგორ გამოცხადა იესომ თავისი ღვთიურობა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:49 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)