Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 110 (Paul before the High Council of the Jews)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
დ - პავლე საპყრობილეშია იერუსალიმსა და კესარიაში (საქმეები 21:15 - 26:32)

5. პავლე იუდეველთა უმაღლესი საბჭოს წინაშე (საქმეები 22:30 - 23:10)


საქმეები 22:30 - 23:5
30 მეორე დღეს გადაწყვიტა დანამდვილებით გაეგო, რა ბრალს სდებდნენ იუდევლები. შეხსნა ბორკილები და მღვდელმთავრებისა და მთელი სინედრიონის შეკრება ბრძანა; მოიყვანა პავლე და მათ შორის ჩააყენა. 23:1 პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: "კაცნო, ძმანო, ყოველივეში კეთილი სინდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე დღემდე”. 2 მღვდელმთავარმა ანანიამ კი თავის წინაშე მდგომთ უბრძანა, რომ სახეში გაერტყათ მისთვის. 3 მაშინ უთხრა პავლემ: "ღმერთი გცემს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! მანდ იმიტომ ზიხარ, რომ რჯულით განმიკითხო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას”. 4 უთხრეს იქ მდგომებმა: "ღვთის მღვდელმთავარს შეურაცხჰყოფ?” 5 უთხრა მათ პავლემ: "არ ვიცოდი, ძმებო, ეგ თუ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია, შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი”.

იესომ პავლე წარადგინა უმაღლესი საბჭოს წინაშე დასამოწმებლად, როგორც ეს თავად უფალმა, პეტრემ, იოანემ, ყველა მოციქულმა და სტეფანემ გააკეთეს. ამ სინედრიონის კრებაზე სადაც პავლე ქრისტიანული რწმენის ქადაგებას აპირებდა თავმჯდომარე იყო მღვდელმთავარი ანანია. პავლე არ იცნობდა ამ ახალ,ცბიერ ხელმძღვანელს რამდენადაც კაიაფა, ანა და სხვა იესოს დროინდელი ზედამხედველები უკვე გარდაცვლილები იყვნენ. რამდენიმე საბჭოს წევრი თუ იცნობდა პავლეს, რადგან დიდი ხნის წინ მასთან ერთად მუშაობდნენ და ისინი აგზავნიდნენ მას რათა დამასკოში ქრისტიანები დაერბიათ.

თუმცა საბჭოს ახალმა წევრებმაც კარგად იცოდნენ პავლეს სახელი და მის მიმართ დიდ ზიზღს განიცდიდნენ. ხშირ შემთხვევაში ისინი წუწუნით, მაგრამ მაინც ემორჩილებოდნენ რომაელი მბრძანებლის ბრძანებას, მაგრამ ამ შემთხვევაში უხაროდათ და სურდათ რაც შეიძლება მალე დაეკითხათ ეს მავნე, რომელიც ანადგურებდა იუდაიზმს მთელს სამყაროში. ისინი შეძლების თანავე განიზრახავდნენ მის მოკვლას. არ მოსულან საზეიომო ფორმაში არამედ უბრალოდ, თითქოს შემთხვევით მოხვდნენ იქ. პავლე ვერ ანსხვავებდა მღვდელმთავარს უბრალო ადამიანისგან, რადგან ის არ იყო ოფიციალურად ჩაცმული.

წარმართთა მოციქული არ წარმდგარა უმაღლესი საბჭოს წინაშე, როგორც მომნანიებელი დამნაშავე, არამედ როგორც ქრისტეს უშიშარი წარმოგზავნილი ღმერთის ნებით. მას კანონი კი არა, თავისი სინდისი ჰქონდა საზომად და ჭეშმარიტების საზომად, ქრისტემ გაწმინდა მისი გული თავისი წმინდა სისხლით, ხოლო სულიწმიდამ დაამშვიდა ის, რათა მას აღარ ეღელვა თავისი წინანდელი ანტიქრისტიანული ცხოვრებისთვის.

იმ დროისთვის პავლეს ეგონდა, რომ ღმერთს კეთილი სინდისით ემსახურებოდა კანონის თანახმად და ამიტომ მშვიდად შეეძლე ქრისტიანების მოკვლა. მაგრამ გამჩენთან შეხვედრის შემდეგ ის შეიცვალა და მილიონობით ადამიანი აღორძინდა და გაიწმინდა სინდისი მისი წყალობით, რადგან საუკუნო სიცოცხლის სახარება მისგან მოისმინეს. დღესაც ვიღებთ თანაგრძნობას პავლესწერილებისგან. მისი ცხოვრების საიდუმლო თავიდანვე მდგომარეობდა იმაში, რომ საკუთარი თავისთვის კი არა ღმერთისთვის ცხოვრობდა. ეს მისთვის უდიდესი ღირსება იყო. საკუთარ სახელს არ ახსენებდა, არამედ ყოველთვის ადიდებდა მამას, ძეს და სულიწმიდას და მათთან თანხმობაში ცხოვრობდა.

თავიდანვე გაკეთებული პრინციპული განცხადება ამტკიცებდა იმას, რომ ის მართალი იყო ხოლო ისინი: მღვდელმთავარი, ზემო დაყენებული პირები, ხალხის წარმომადგენლები - დამნაშავეები და ახლავე სჭირდებათ იესოს მიღება. პავლე მათ ღმერთის ძალაუფლებით მიმართავდა, იდგა რა ღმერთში მტკიცედ, თითქოს თავად წმიდა ელაპარაკებოდა იუდეველთა წინამძღოლებს და მათ სინდისში აღვივებდა სურვილს მონანიებისკენ.

ცბიერმა ანანიამ იმწამსვე უბრძანა თავის მონებს, რომ პავლესთვის ტუჩებში დაერტყათ, რათა გამოეხატა პავლეს სიტყვების მიმართ აღშფოთება და გამოეცხადებინა, რომ მას არ აქვს კეთილი სინდისი, ვინაიდან ყველა ადამიანი დამნაშავეა. მას მაშინვე უნდოდა პავლეს სიამაყის დაკნინება და მისი დამცირება გამოსული ხალხისა და რომაელი მსახურების წინაშე. პავლე ურყევად იდგა, რადგან იქ საკუთარი მიზნების გამო კი არა ღმერთისთვის იყო. სულიწმიდის აღძვრით ისიც კი თქვა, რომ მატყუარა მღვდელმთავარს ღმერთის რისხვა დაატყდება თავს, რადგან მან შეურაცხყოფა მიაყენა პავლეს არა დაკითხვის გამო, არამედ იმისთვის რომ დაემცირებინა და ცრუ რელიგიური შთაბეჭდილება შეექმნა უმაღლესი საბჭოს წინაშე. პავლემ კანონი დაწვრილებით იცოდა და მან უპასუხა მღვდელმთავარს თავისი იარაღის დარტყმით: მან მას ისეთი კედელი უწოდა, რომელზეც სუსტი ადგილი თეთრი საღებავით არის შეღებილი. გაიგო რა, რომ თავად ანანიამ უბრძანა მონებს მისი ცემა, აღიარა რომ არასწორი იყო. თუმცა მისი წინასწარმეტყველება ანანიას მიმართ ახდა: ანანია სამარცხვინო სიკვდილით მოკვდა. ის მოკლეს ხალხთა დამცველებმა, რადგან ბრალი დასდეს რომაელებთან თანამზრახველობაში.

საქმეები 23:6-10
6 იცოდა პავლემ, რომ კრებულში ნაწილი სადუკეველები იყვნენ, ნაწილი კი ფარისევლები, და იყვირა სინედრიონში: "კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები”. 7 ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ჩამოვარდა, და გაიყო კრებული. 8 რადგან სადუკეველნი ამბობდნენ, არ არის აღდგომა, არც ანგელოზი და სულიო, ფარისევლები კი ორივეს აღიარებდნენ. 9 ატყდა დიდი აურზაური. წამოდგნენ მწიგნობრები ფარისეველთა მხრიდან, დავობდნენ და ამბობდნენ: "ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ, იქნებ სული ან ანგელოზი ელაპარაკებოდა მას, ღმერთს ნუ ეწინააღმდეგებით!” 10 რაკი შფოთმა იმატა, შეშინდა ათასისთავი, პავლე არ გაგლიჯონო; ამიტომ ჯარისკაცებს უბრძანა, შესულიყვნენ, გამოერიდებინათ იგი მათგან და ციხე-სიმაგრეში წაეყვანათ.

მოციქული მიხვდა, რომ იქ შეკრებილი მღვდელმთავრები და წინამძღოლები სულაც არ აპირებდნენ მისი სახარების გამოკვლევას, არამედ იქ მისი განსჯის მიზნით შეიკრიბნენ. სადუკეველები ადრეც ბრალს დებდნენ ქრისტიანებს, რადგან ეს ახალი რწმენა იყო დაფუძნებული ქრისტეს აღდგომაზე. თუმცა ეს ფილოსოფოსი სკეპტიკოსები თვლიდნენ ამ ყველა მოვლენას, ხილვებს, ანგელოზებს, სიზმრებს და მკვდრების აღდგომას სიცრუედ. ეს ადამიანები სინამდვილეში უიმედონი იყვნენ, რომლებიც ცხოვრობდნენ თავიანთი ლოგიკითა და თავიანთ კერპებთან ერთად და ამასთანავე ზედაპირული თეორიტიკოსები იყვნენ. პავლეს მასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა. ისინი კერპთაყვანისმცემლებზე უარესები იყვნენ. რადგან ფარისევლებს კანონის დაცვის მიღმა ანგელოზების არსებობაც სწამდათ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მკვდრები აღდგებოდნენ. პავლე ცდილობდა პირველივე შეხვედრაზე რაიმე საერთო ენა მოენახა ან მოეძებნა რგოლი, რომელიც ამს უმაღლეს საბჭოს დააკავშირებდა. მას უნდოდა მკაცრად მიემართა მათი მტკიცებულებებისთვის. ის, მოციქული, ამოწმებდა რომ - ნამდვილი ფარისეველია ფარისევლური ოჯახიდან. თავის მტრებს ძმებს უწოდებდა, რადგან მათში პოულობდა მკვდრების აღდგომისა და მესიის მოლოდინის საერთო კვეთას. პავლემ ხაზი გაუსვა, რომ ამ ჭეშმარიტებაზე იყო დაფუძნებული მისი რწმენა და მთელი სამყაროს მიზნები. მას არ უსაუბრია უმაღლეს საბჭოსთან ჯვარზე, ქრისტეს აღდგომასა ან სულიწმიდის გადმოღვრაზე. უხუცესები ამ ყველაფერს ვერ გადახარშავდნენ. ამიტომაც ის თავის სათქმელს უკავშირებდა მათ არსებულ ცოდნას და ქრისტეს მოსვლის მოლოდინს.

ეს დამოწმება მალევე ჩაიბეჭდა მათ მეხსიერებაში იმის მიუხედავად, რომ პავლეს წარმოსახვითი ქრისტე განსხვავდებოდა ფარისეველთა წარმოსახვაში მყოფ ქრისტესგან. ყველამ იცოდა, თუ როგორ ყვებოდა ჯერ კიდევ გუშინ პავლე ტაძარში იესო ქრისტეს გამოცხადების შესახებ. ფარისევლებს სჯეროდათ ასეთი მოვლენის შესაძლებლობის და არ სურდათ ამდაგვარი ღვთის გამოცხადებების წინააღმდეგ წასულიყვნენ გამალიელის მსგავსად. ამიტომაც ორჭოფობდნენ, არ იცოდნენ პავლესთვის დაეჭირათ მხარი, თუ შეწინააღმდეგებოდნენ მას. იმის გარდა, რომ არ სწამდათ იესოსი მისი სიკვდილის შემდეგ მისი უარყოფა არ შეეძლოთ. იქ მყოფმა საზოგადოებმა უარყო პავლეს სიტყვები და ფარისევლებსა და სადუკევლებს შორის დავა ჩამოვარდა. საკუთარი თავის გასამართლებლად პავლე საუბრობდა ყველაზე ძირეულ რელიგიებზე: გამოცხადებაზე, შთაგონებასა და ხილვებზე. სწორედ რომ ამ საფუძვლებზე განიცდიდა იუდევლური საბჭო დაცემასა და განხეთქილებას.

რომაელ მბრძანებელს მოუწია სიტუაციაში ჩარევა - მან უბრძანა, რომ პავლე შეებოჭათ და გამოეყვანათ ამ დავის ცენტრიდან. ვერ ხვდებოდა რა ბრალს სდებდნენ პავლეს ან ხალხი სულ უფრო ხმამაღლა რატომ ყვიროდა. მან მოიხადა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობდა და საბჭოს წევრების ხელებიდან დაიხსნა პავლე. იუდევლური საბჭო ვერ მიხვდა ქრისტეს ბოლო მოწოდებას ერების წარმომადგენლების მიმართ. თავად პავლე არ საუბრობდა თავისი რწმენის დეტალებზე. მას არც კი უხსენებია იესოს სახელი ამ შეკრებაზე. განხილვაში იყო მხოლოდ გამოცხადებისა და სინდისის საკითხები. ხოლო უშუალოდ რწმენამდე საქმე არ მისულა. ასე გაუშვეს იუდეველმა წინამძღოლებმა მონანიების ბოლო შესაძლებლობა და მათი ბოლოც სამწუხაროდ მალე დადგებვა.

ლოცვა: უფალო იესო გახსენი ჩვენი თვალები და ჩვენი ყურები რათა ვხედავდეთ და გვესმოდეს შენი სულიწმიდის, ვიგებდეთ შენს სიტყვებს და ჩვენს გულებში არ შევუშვათ უცხო გამოცხადებები! გაწმინდე ჩვენი სინდისი შენი ძვირფასი კრავის სისხლით და მიმართე ჩვენი გონება სწორი მიმართულებით რათა გამუდმებით გემსახურებოდეთ შენ და ზეციერ მამას.

კითხვა:

  1. რატომ ეყრდნობოდა პავლე საკუთარ სინდისს და არა კანონს? რატომ გაამართლეს ისინი ფარისევლებმა მომავალი ქრისტეს რწმენის და მკვდრების აღდგომის გამო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:05 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)