Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 109 (Paul’s defense)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
დ - პავლე საპყრობილეშია იერუსალიმსა და კესარიაში (საქმეები 21:15 - 26:32)

4. პავლე თავს იმართლებს თავის თანამებრძოლების წინაშე (საქმეები 22:1-29)


საქმეები 22:17-21
17 ხოლო იერუსალიმში რომ დავბრუნდი და ტაძარში ვლოცულობდი, ხილვა მქონდა. 18 ვიხილე უფალი და მითხრა მან: იჩქარე, მალე გაეცალე იერუსალიმს, რადგან არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემზე. 19 ვუთხარი: უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეებში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეებს. 20 როცა შენი მოწამის, სტეფანეს სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი ამას და მისი მკვლელების ტანისამოსს ვდარაჯობდი. 21 მითხრა: წადი, შორს გაგზავნი წარმართებთან”.

პავლეს არ გამოუგონია სახარების მადლი ან ნათლობის სიმბოლო. იესომ უბრძანა მას დაემოწმებინა თავისი დიდებული პიროვნების შესახებ, იმის შესახებ რომ ის ერთადერთი გზა არის. დიდძალი ხალხის წინაშე, რომელიც ტაძრის ეზოში იყო შეკრებილი პავლე ამოწმებდა იმის შესახებ, რომ ქრისტე გამოეცხადა მას. უარყოფილი და ჯვარცმული ქრისტე ახლა ეჩვენათ მათ ღმერთის წმინდა ტაძარში თავისი მოწმე პავლეს მეშვეობით. მისი სიტყვები ყველა იუდეველის გულს ეხებოდა. უპირველესად მან გააჟღერა რომ იესო ჭეშმარიტი ღმერთაი. საუკუნოდ შეერთებული წმიდა ღმერთთან, რომელიც ტაძარში სუფევდა. პავლეს მოწმობა ასევე ნათლად მიუთითებდა იმას, რომ იუდეველები მკვლელები იყვნენ. იმის გამო რომ იუდეველებმა მოკლეს ღმერთის ძე და არ აღიარეს მისი დიდება დაღუპვისთვის იყვნენ განწირულნი. არცერთ მათგანს ვინც ტაძარში იყო პავლეს გარდა, იესო არ უხილავს.

ეს შეხვედრა უფლისა და მოციქულის ტაძარში იმდენად პირადული იყო, როგორი შეხვედრაც მოხდა დამასკოში. ქრისტეს ეს მეორე გამოცხადებაც სიმართლე იყო. პავლე არ განიხილავდა მსმენელებთან რჯულს, არამედ უბრალოდ დასკვნებს აკეთებდა ცოცხალი იესოს შესახებ.

იესო გამოეცხადა თავის მონას არა იმისთვის, რომ მხოლოდ ესიამოვნებინა მისთვის, არამედ დახმარებოდა თავის ეკლესიას მთელი მსოფლიოს მაშტაბით. მან უბრძანა პავლეს: ,,იჩქარე! არ გაასამართლო ტყუილ უბრალოდ! წადი იერუსალიმიდან წმინდანების საკრებულოდან, მე გგზავნი წარმართებთან.“ მაგრამ პავლე გაჯიუტდა და არ სურდა შორს წასვლა. უნდოდა ახლოს ყოფილიყო იმ ადგილას სადაც იესო გამოეცხადა. ის მთელი ძალებით ცდილობდა დაემოწმებინა იუდეველებისთვის, რომ იესო ცოცხალია და იმედი ჰქონდა რომ ისინი დაუჯერებდნენ. ის ხომ პატივდადებული მოწმე იყო სტეფანეს ჩაქოლვისა და ქრისტიანების ცნობილი მდევნელი.

პავლეს სხეული და ნება ამ მოწოდებას ნელ-ნელა ეხმაურებოდა. მას ვერ წარმოედგინა წარმართთა მსახურებაში თავი და არ იყო მზად კერპთაყვანისმცემლების ღმერთთან მოსაყვანად. მაგრამ ცოცხალმა ღმერთმა მას ნათლად დაანახა, რომ სწორედ მათთან უნდა წასულიყო საქადაგებლად. მან ის კომფორტის ზონიდან გამოიყვანა, ვინაიდან ახალი აღთქმის უწყება ყველა ერს ეკუთვნის და არა მხოლოდ ებრაელებს. თავად უფალმა გააფართოვა ძველი აღთქმის საზღვრები და ყველა ადამიანისთვის გახსნა გზა ღმერთისკენ. ახლა წარმართების ერა დაიწყო, და მადლი ნიაღვარივით გადმოიღვარა ყველა ერთგულ ღვთის მაძიებელზე.

საქმეები 22:22-29
22 ამ სიტყვამდე მოუსმინეს, მერე ხმა აღიმაღლეს და თქვეს: "აღიგავოს მიწის პირისგან ასეთი კაცი, რადგან არ არის სიცოცხლის ღირსი!” 23 ამას გაჰყვიროდნენ, ტანისამოსს იგლეჯდნენ და ჰაერში მტვრის კორიანტელს აყენებდნენ. 24 ათასისთავმა ბრძანა ციხე-სიმაგრეში შეეყვანათ იგი, გაეშოლტათ და დაეკითხათ, რათა გაეგოთ, ასე რატომ ღრიალებდნენ მის წინააღმდეგ. 25 ღვედებით რომ დააბეს, პავლემ იქვე მდგომ ასისთავს უთხრა: "რა უფლება გაქვთ, რომ განუკითხავად გაშოლტოთ რომის მოქალაქე?” 26 ეს რომ ასისთავმა გაიგო, ათასისთავთან მივიდა და უთხრა: "რას აპირებ, რომაელი ყოფილა ეს კაცი!” 27 მივიდა ათასისთავი და ჰკითხა: "მითხარი, რომაელი ხარ?” მიუგო: "დიახ”. 28 უთხრა ათასისთავმა: "მე დიდი თანხით მოვიპოვე რომის მოქალაქეობა”. ხოლო პავლემ მიუგო: "მე კი - დაბადებით”. 29 მაშინ მყისვე მოეშვნენ, ვისაც მისი დაკითხვა სურდა; ათასისთავს შეეშინდა, როცა გაიგო, რომ რომის მოქალაქეა, მან კი შეაბორკინა იგი.

იუდეველები ჩაეჭიდნენ აბრაამის ამორცევას უფლის მიერ და მის თესლს, ღმერთის აღთქმას, რომელიც ძველი აღთქმის ჩარჩოებში მიეცა აბრაამს. მათთვის დაუჯერებელი იყო თითქოს უფალმა დაიწყო თავისთან ურთოერთობაში წარმართების და უწმიდურების მიღება. ისინი აღიქვამდნენ კანონს, წინდაცვეთას, შაბათსა და ტაძარს ღმერთის მათთან ურთიერთობის პირობად. საბოლოოდ მათ ამოხეთქეს და იმ აზრის დაშვებაც არ მოისურვეს, რომ ყოველი ეს ძვირადღირებული ძვირფასეულობა უსარგებლო იყო, და რომ წარმართებსაც შეუძლიათ მიიღონ მადლი, მხოლოდ რწმენის მეშვეობით, რაიმე პირობებისა და ძალისხმევის გარეშე, რჯულის შეუსრულებლადაც კი. ეს დაუჯერებელი მტკიცებულება იუდეველების აზროვნების ფარგლებს ცდებოდა. ამიტომ გაბრაზდნენ პავლეზე და მასში ჭეშმარიტების შემბღალავი, მატყუარა და ღმერთის მტერი დაინახეს. პავლე უვნებლად იდგა ამ არეულობისას ხალხის წინაშე. იუდეველებმა ვერ ამოიცნეს უფლის ბოლო მოწოდება მონანიებისკენ, რომელიც პავლეს ბაგეებით გაჟღერდა. პავლე ხალხთან იესომ წარგზავნა. მას ეს საკუთარი სურვილით არ გაუკეთებია. თუმცა იუდეველების ჯიუტი გონება სრულიად გაუხეშებული რცებოდა სულიწმიდის ძახილის მიმართ.

ლუკამ თავის წერილში განმარტა პატივცემული თეოფილესთვის, თუ როგორ შეიცვალა პავლესადმი დამოკიდებულება, როდესაც გაიგეს რომ ის რომის მოქალაქეა. მათ წამებით სურდათ, რომ მას ეღიარებინა საკუთარი დანაშაული. ათასისთავმა პავლეს მონოლოგი ვერ გაიგო, რადგან ებრაულად საუბრობდა. ამასთანავე ხედავდა იუდეველების ველურ, გაგიჟებულ რეაქციას პავლეს მიმართვებზე.

იმისდამიუხედვავად, რომ პავლე მზად იყო სიკვდილისთვის, მაინც ისწრაფოდა დედამიწაზე დარჩენილიყო, რომც ქრისტეს მოწმე. მან გამოიყენა თავისი თავისუფალი უფლებები, როგორც რომის მოქალაქემ. მან ასისთავიც გადაარჩინა, რომელმაც ბრძანება მიიღო, რათა ეწამებინათ ის. რადგან, ვინც უმიზეზოდ ერჩოდა რომის მოქალაქეს ის სიკვდილით ისჯებოდა. ამიტომაც მოვიდა მასთან შეშინებული ათასისთავი, რომელსაც პავლე ჯაჭვებით ყავდა შებოჭილი. ამ ეპიზოდიდან ვიგებთ, რომ პავლეს მშობლები რომის მოქალაქეები გახდნენ კეისარი ანტონიოს დროს, როდესაც მან ცოლად კლეოპატრა შეირთო და პირველად ესტუმრა ტარსუს.მაშნ მან ყველა იქ მცხოვრებს მიანიჭა მოქალაქეობა. ეს, რომ არ მომხდარიყო, პავლეს იესოს მსგავსად ჯაჭვით სცემდნენ, რომლის ბოლოშიც ბასრი წვეტიანი რკინები იყო.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ შენ ერებიდან ყველაზე უღირსები ამოგვარჩიე, რათა შენი რჩეულო მოდგმა ვყოფილიყავით, შენი მადლის წყალობით და არ ვართ დამოკიდებულები რჯულის შესრულებაზე. გვაპატიე, რომ ასე ცოტას გემადლიერებით და დაგვეხმარე ვიყოთ წმიდები შენ წინაზე, შენი სიყვარულის წინაშე და ვაუწყოთ ყველა ადამიანს შენი ხსნა! დაგვეხმარე, რომ არ გავჩმდეთ, არამედ ვილაპარაკოთ!

კითხვა:

  1. რატომ გაბრაზდნენ იუდეველები, როდესაც პავლემ ახსენა, რომ უფალმა ის წარმართებთან წარგზავნა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:04 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)