Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 103 (Sailing From Anatolia to Lebanon)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მესამე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 18:23 - 21:14)

10. გზა ანატოლიიდან მილეტამდე (საქმეები 21:1-6)


საქმეები 21:1-6
1 მათ რომ გამოვეთხოვეთ, გავცურეთ პირდაპირ და მივადექით კოსს, ხოლო მეორე დღეს - როდოსს, იქიდან - პატრას. 2 ვნახეთ ხომალდი, ფინიკიაში რომ მიდიოდა, ავედით და გავცურეთ. 3 კვიპროსი რომ გამოჩნდა, მარცხნივ მოვიტოვეთ იგი, სირიისკენ გავცურეთ და ტვიროსს მივაღწიეთ; რადგან ხომალდი იქ უნდა გადმოეტვირთათ. 4 მოვნახეთ მოწაფეები და შვიდ დღეს გავჩერდით იქ. ისინი სულიწმიდით ეუბნებოდნენ პავლეს, რომ არ ასულიყო იერუსალიმში. 5 ამ დღეებმა რომ ჩაიარა, გამოვედით და გავწიეთ; ყველანი ცოლ-შვილითურთ გამოგვყვნენ ქალაქგარეთ, ნაპირზე კი მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ. 6 გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს და ავედით ხომალდზე, ისინი კი შინ დაბრუნდნენ.

პავლე მოგზაურობდა ორი ათასი წლის უკან გემით, მიყვებოდა რა ქარებსა და ტალღებს.

პავლეს დიდი დრო ჰქონდა გემზე იმისთვის, რომ თანამგზავრებთან ქრისტეზე ესაუბრა, უფრო ღრმად უნდოდა გაეგოთ კანონები და სახარების თავისუფლება მიეცა. ეს მოგზაურობა მნიშვნელოვანი იყო ეკლესიის მომავალი ლიდერების აღსაზრდელად. ისინი ვინც პავლესთან ერთად მოგზაურობდნენ, ფიქრობდნენ თავიანთ ეკლესიებზე საბერძნეთსა და ანატოლიაში. გზად კი ლოცულობდნენ და სთხოვდნენ სულიწმიდას შეხებოდა ახალმოქცეულებს, რათა ქრისტრს სიყვარულის მაყოფრბი წარმოჩენილიყო მის მიმდევრებში.

როდესაც პავლემ და მისმა თანამგზავრებმა დაინახეს გემი, რომელიც სირიაში მიცურავდა, გაეხარდათ და ჩასხდნენ. ასეთი ხელშეწყობით მალე ჩავიდნენ დანიშნულების ადგილამდე, ბევრი პრობლემა აირიდეს და ბევრი დროც არ დაუკარგავთ. არ მოუწიათ სხვადასხვა ადგილას ლოდინი და პორტებზე ყურყუტი. არც პაფოსის პორტში გაჩერებულან კიპრში. ალბათ მოუყვა მათ პავლე, თუ როგორ განდევნა იესომ ეშმაკეულები, როდესაც მან და ბარნაბამ რამდენიმ წლის უკან დაიწყეს თავიანთი მისიონერული მოგზაურობა სწორედ რომ ამ კუნძულიდან. მათი მოგზაურობები არ იყო მიმართული ლამაზი კუნძულების მნახულებისკენ. მათ რთული უდაბნოებიც გაუვლიათ, რათა იმ დასახლებულ პუნქტებში მოხვედრილიყვნენ და გაძლიერებულად ექადაგათ იქ სახარება უფლის მმართველობით.

შემდეგ ეგ გამარჯვებული მსვლელობა ცორამდეც მივიდა, მდიდარ კუნძულოვან ქალაქამდე, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის კონტინენტს უკავშირდებოდა 300 წ.ჩ.ა. აქ გემმა ტვირთი დაცალა და პავლე თანამგზავრებთან ერთად წავიდა ბაზარში ერთრწმენიანი ხალხის საძებნელად. ცორში არ იყო ბევრი ქრისტიანი, მაგრამ აქტიურად იყვნენ ვაჭრობასა და მეთევზეობაში ჩაბმულები. მოციქულებმა მოიძიეს მათი სახლები და მთელი კვირა იქ დარჩნენ, ქადაგებდნენ ღმერთის სამეფოს და ერთგულების სულებს ამხნევებდნენ.

თავის მოგზაურობაში პავლეს არ მოუნახულებია ეფესო, დიდებული დედაქალი, რომელშიც ცოცხალი ეკლესია იყო, დაფუძნებული და გაზრდილი უფლის ხალაში. ახლა გადაწყვიტა ძმებთან ერთად ცორში დარჩენილიყო, რადგან იქაური ეკლესიის გაძლიერება და მათი სულიწმიდით ავსება სურდა.

ნამდვილად არ ვიცით იესოს სახელი როდის დამკვიდრდა მათში ღრმად. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ სულიწმიდამ მათ გულებში თქვა, რაც მან ეფესოში გახსნა ის ცორშიც მოხდა: პავლე იერუსალიმში უნდა დაზიანებულიყო, სასტიკი წინააღმდეგობა ელოდა, მისი ბოლო ახლოვდებოდა. სულიწმიდა ამ ჭეშმარიტებებს ამბობდა არა პავლეს გასაჩერებლად და იერუსალიმში წადასვლელად. ასეა თუ ისე, ეკლესიის ხალხს არ უნდოდათ მისი გაშვება. ეს ადამიანური რეაქცია იყო, რომელიც სიყვარულიდან და მზრუნველობიდან მოდიოდა. მაგრამ ეს ქრისტეს მონა მზად იყო გაყოლოდა უფალს ბოლომდე. ასე რომ პავლეს მოგზაურობა კორინთოდან იერუსალიმში მხოლოდ ქრისტეს გამარჯვებული მსვლელობა კი არ იყო, არამედ ტანჯვებში შებიჯება. პავლე გაცნობიერებულად მიდიოდა იერუსალიმში და მზად იყო პატივი მიეგო უფლისთვის, თავი თავის ხარჯზე. ჭეშმარიტი მორწმუნე არ გაურბის ტანჯვებს, ვინაიდან მისთვის სიკვდილი - მონაგებია.

მთელი ცორის ეკლესია მიაცილებდა პავლეს სანაპიროსკენ. ერთად ლოცულობდნენ და ემშვიდობებოდნენ მოციქულს, ხვდებოდნენ რა, როლ ვეღარ იხილავდნენ მას. არ აინტერესებდათ, რას იფიქრებდა ხალხი, არამედ თამამად ამეთებდნენ ამას.

ლოცვა: უფალო შემი გზა წმიდაა და შენი სიყვარული უსასრულო. დაგვეხმარე მოგენდოთ და საკუთარი მომავალი ავაშენოთ შენ ხელმძღვანელობაზე. დაგვეხმარე, რომ არ შეგვეშინდეს ტანჯვებისა და განსაცდელების! გვაპატიე ცოდვები, გაგვწმიდე, მთელ მსოფლიოში შენი ეკლესიების ყველა წევრი.

კითხვა:

  1. რა გადაიტანა პავლემ ცორში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:00 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)