Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 089 (Paul’s Return to Jerusalem and Antioch)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მეორე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 15:36 - 18:22)

9. პავლეს დაბრუნება იერუსალიმსა და ანტიოქიაში (საქმეები 18:18-22)


საქმეები 18:18-22
18 პავლე კიდევ კარგა ხანს დარჩა იქ; მერე გამოეთხოვა ძმებს და პრისკილასა და აკვილასთან ერთად სირიისკენ გასცურა. კენქრეში გადაიპარსა თავი, რადგან აღთქმა ჰქონდა დადებული. 19 ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა, თვითონ სინაგოგაში შევიდა და ესაუბრა იუდევლებს. 20 სთხოვეს, მეტ ხანს დარჩენილიყო მათთან, მაგრამ არ დათანხმდა. 21 გამოეთხოვა მათ და თქვა: "მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო; თუ ღმერთმა ინება, თქვენთან ისევ დავბრუნდები”. და გასცურა ეფესოდან. 22 კესარიაში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმში ავიდა, მოიკითხა ეკლესია და მერე ანტიოქიაში წავიდა.

უფალმა იესომ თავისი მონა პავლეს მეშვეობით ცოცხალი ეკლესიები დაარსა მაკედონიასა და საბერძნეთში. შემდგომ დატოვა თავისი თანამსახურები, რათა მათ გაამყარონ ეს ეკლესიები რწმენაში. დროთა განმავლობაში პავლე დარწმუნდა, რომ მისი მსახურება საბერძნეთში დასრულდა და ღმერთის სული აძლევს მას მიმართულებას ანტიოქიასა და იერუსალიმში პირვანდელ ეკლესიებში. მას უნდა შეეკრა ახალი ეკლესიები ძველებთან, რათა ახლები დამოუკიდებლები არ ყოფილიყვნენ.

შესაძლოა პავლემ ერთობის შესანარჩუნებლად იერუსალიმში ძმებს დაპირება მისცა, რომ ყველა დიდებულ საქმეს გააგებინებდა, რომელსაც უფალი მის მიერ მოიმოქმედებდა; რათა ისენ არ ვიცით რატომ გადაიპარსა თავი პავლემ იერუსალიმში დაბრუნებისას, მაგრამ ცხადია არა იმიტომ, რომ ღმერთის მადლი განეშორებინა თავისი ცხოვრებიდან. მას კარგად ესმოდა, რომ მადლი მხოლოდ რწმენის მეშვეობით ეძლევა ადამიანს. შესაძლოა ამ დაპირებით პავლეს უნდოდა ქრისტესთვის მადლიერება გამოეხატა იმ მადლისთვის, რომელსაც მას და მთელ ეკლესიას აძლევდა.

როდესაც აკილამ და პრისკილამ გაიგონეს იმის შესახებ, რომ ქრისტეს მოციქული კორინთოდან მიდის, მათაც გადაწყვიტეს ქალაქის დატოვება. შესაძლოა ისინი ასე მოიქცნენ იმის გამო, რომ პავლესთვის მიცემული სამსახურისთვის თავადაც დევნილნი იყვნენ. ასე, რომ ისინი ერთად გაემგზავრნენ სირიაში. გემმა გარკვეული დროით ღუზა ჩაუშვა ეფესოს ქალაქში და წყვილმა გადაწყვიტა იქ დარჩენა და ქარხნის გახსნა.

პავლე დიდი ხანი ოცნებობდა ამ დედაქალაქში ქადაგებას, მაგრამ სულიწმიდა არ უშვებდა მას აზიის პროვინციაში. იმ დღეს, როდესაც გემმა ჩაუშვა ღუზა ეფესოში პავლე შევიდა ამ ქალაქში. ის დადიოდა და იკვლევდა მსახურების და ქადაგების შესაძლებლობებს. მივიდა რა სინაგოგაში იუდეველევს აუხსნა რჯული, ისინი კი აღფრთოვანებულები იყვნენ ამ განმარტებით და სთხოვეს, რომ მომავალ შაბათს კიდევ მოსულიყო.

მაგრამ პავლემ ვერ შეასრულა მათი თხოვნა, რამდენადაც გეზი იერუსალიმისკენ ჰქონდა აღებული. ის ვალდებული იყო მოენახულებინა იერუსალიმი, თუმც ეფესოში მისთვის ფართოდ გაიღო მსახურების კარები. ახლა უფლის ხმას მიყავდა ის ამ ცენტრიდან, მაგრამ მომავალში ეფესო გახდებოდა ის მიუწვდომელი რგოლი ეკლესიების ჯაჭვში, რომლებიც დაარსდა თურქეთიდან საბერძნეთამდე. პავლე ქადაგებდა არა თავის ნებით არამედ უფლის ნებით, როგორც ამას წერდა იაკობ მოციქული (იაკობი 4:15). მეორე მოგზაურობის დასასრულს პავლემ იცოდა, რომ ეფესოს დედაქალაქში გზა ქადაგებისთვის სავსებით მომზადებული იყო და ამას მესამე მოგზაურობისას გააკეთებდა. სამსახურიც ქონდა იქ, რათა თავი უზრუნველყო და სინაგოგა, რომელიც სხვა სინაგოგებისგან განსხვავებით მას არ ეწინააღმდეგებოდა, არამედ პირიქით, სთხოვდა მას მეტხანს დარჩენილიყო მათთან.

ამიტომაც პავლე მადლიერი გულით მივიდა პალესტინის კესარიაში. ის წავიდა იერუსალიმში იქაური ეკლესიის ძმებთან, მოინახულა ისინი შემდეგ კი გული მოიდრიკა ტაძარში, როგორც მართალ იუდეველს მართებდა. იერუსალიმში დიდი ხანი არ გაჩერებულა, არამედ დაბრუნდა ანტიოქიის ეკლესიაში, რომელმაც ის გაგზავნა სახარების საქადაგებლად წარმართებისთვის. ქრისტეს სახელი ძალზედ დიდდებოდა და სულიწმიდის გამოცხადებები სასწაულებრივი გზებით ხორციელდებოდა.. უწინ პავლე მოგზაურობდა ბარნაბასთან ერთად, როგორც სულიწმიდა მიმართავდა მათ, განსაკუთრებული გეგმის გარეშე. ახლა კი ყველგან დაარსდა მრავალი ეკლესია და დაყენებულები იყვნენ ერთგული უხუცესები. სულიწმიდა მრავალი გადაარჩინა და გაწმინდა და ქრისტეს გადარჩენა ძალით ვრცელდებოდა.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე ჩვენ თაყვანსგემთ შენ, ვინაიდან დაარსე ეკლესიები მთელს დედამიწაზე. ეს შესაძლებელი გახდა შენი სიკვდილისა და ჯვრის მეშვეობით. შენ ატარებდი შენს მოციქულებს შენი სულით და წმენდდი მათ მსმენელს რწმენით. დაგვიფარე მატყუარა ადამიანებისგან ფანატიკოსებისგან, ფილოსოფოსებისგან და თავდაჯერებულებისგან, რათა მყარად ვეჭიდებოდეთ შენს სახარებას და ვადიდებდეთ შენს სახელს, ვინაიდან შენ ხარ ჩვენი მხსნელი, მომავალი უფალი.

კითხვა:

  1. რომელი ოთხი ქალაქი მოინახულა პავლემ თავისი მეორე მოგზაურობის ბოლოს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:50 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)