Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 071 (Return to Antioch in Syria and Presenting an Account of the Ministry)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
ა - პირველი მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 13:1 - 14:28)

7. მოციქულები ბრუნდებიან სირიის ანტიოქიაში და იქაურ ძმებს აბარებენ ანგარიშს თავიანთი მსახურების შესახებ (საქმეები 14:24-28)


საქმეები 14:24-28
24 შემდეგ გაიარეს პისიდია და პამფილიაში მივიდნენ. 25 იქადაგეს სიტყვა პერგეში და ჩავიდნენ ატალიაში. 26 იქიდან უკან, ანტიოქიისკენ გასცურეს, სადაც ღვთის მადლს გადაეცნენ იმ საქმისთვის, მათ რომ აღასრულეს. 27 ჩავიდნენ, შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რა მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს. 28 და არამცირე ხანს დარჩნენ იქ, მოწაფეებთან ერთად.

პავლე და ბარნაბა ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, ანტიოქიაში დაბრუნდნენ. გზად პერგეში იქადაგეს, რომელიც ანატოლიის სამხრეთით მდებარეობს. არაფერს ვკითხულობთ იქ წარმოშობილ ეკელსიებზე, რადგან სულიწმიდამ ისინი მთებში, მცირე აზიის ცხელ მდაბლობებზე გაუშვა. ამიტომაც დატოვეს ქალაქი და აღმოსავლეთით გაცურეს, სირიულ ანტიოქიაში, საყვარელ ეკლესიასთან, რომელშიც სულიწმიდამ ამოირჩია ისინი საქმეებისთვის, მაგ დროისთვის კი ეს საქმეები უცნობი იყო. თუმცა როდესაც დაბრუნდნენ ამ პირველი მისიონერული მოგზაურობიდან, მათთვის გასაგები იყო თუ რაში მდგომარეობდა ეს საქმეები. იცოდნენ, რომ ეს საქმეები დასაბამიდანვე იყო მათთვის განსაზღვრული: ეკლესიების დაარსება, რომელიც მოტრიალებული წარმართებისა და იუდევლებისგან შედგებოდა. ეს სასწაული რომელიც დაიწყო სირიუს ანტიოქიაში, გრძელდებოდა სხვა ქალაქებშიც, ვინაიდან სულიწმიდა ერთიდაიგივე ნაყოფებს წარმოშობდა ყველაგან, სადაც ისინი შრომობდნენ.

ცხადი იყო, რომ წარმართებისთვის გადარჩენის ფართო კარი იღებოდა. მოწოდებული წარმართები ამ კარებიდან ქრისტესთან ურთიერთობაში შედიოდნენ. მხოლოდ იუდეველები არ იყვნენ ამორჩეულები უფალთან აღთქმისთვის. ყველა ქრისტეს მორწმუნე ხედავს, რომ კარები წმიდა ღმერთისკენ ღიაა. ქრისტე წმედს მათ, სულიწმიდა და აღორძინებს. მორწმუნე გადარჩება!

პავლემ და ბარნაბამ დიდი სიხარულით შემოკრიბეს ეკლესია, ის ეკლესიის წევრები, რომლებიც დღე და ღამე ლოცულობდნენ მათი მოგზაურობისთვის, რათა ღმერთი წაძღოლოდათ. მოციქულები სიხარულით უზიარებდნენ მათ, თუ რა გააკეთა უფალმა მათი ერთოვლივი მსახურებით, ყველა მათგანი კი ხარობდა და განადიდებდა უფალს - მამას, ძეს და სულიწმიდას. ამ მოგზაურობებზე მოყოლამ მათში ქება-თაყვანისცემის და მადლიერების უმაღლესი ხარისხი შექმნა. საერთოდ კი, ქადაგება უდიდესი მადლიერებაა უფლისა გოლგოთის გამო.

პავლე და ბარნაბამ დაისვენეს ამ სულიერ მოზიარეობაში მოწიფულ ძმებთან ქრისტეში. კიდევ ერთხელ განიცადეა სულიწმიდის ნიჭები უხვად, რომელიც ამ ქალაქში მიეცა ამ ეკლესიას. ყველა ერთად ადიდებდა ღვთიურ მადლს, რომელიც ქრისტეში მიეცათ მორწმუნეებს, რათა მზად იყვნენ ემსახურონ სამყაროს სულიწმიდის ძალაში.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, აგამაღლებთ შენ, რადგან ყველა ადამიანს მოუწოდე შენ მეფობაში! ჩვენც გველაპარაკე და დაგვიდასტურე შენმიერი გადარჩენა, აღგვადგინე ცოდვის სიკვდილიდან, გაგვწმიდე შენი სისხლით და გაგვაგზავნე ჩვენ მეგობრებთან საქადაგებლად. დაგვეხმარე მორჩილებაში, თავშეკავებაში, სულიწმიდის სიხარულში, ვიცხოვროთ, მივყვეთ რა მის ხელმძღვანელობას ყოველდთიურად!

კითხვა:

  1. რა დასკვნა გააკეთეს მოციქულებმა თავიანთი პირველი მისიონერული მოგზაურობის ნაყოფებიდან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:33 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)