Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 051 (The Wonderful Works of Christ at the Hand of Peter)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

8. ქრისტე სასწაულებს ახდენს პეტრეს მეშვეობით (საქმეები 9:31-43)


საქმეები 9:36-43
36 იაფოში ერთი მოწაფე დედაკაცი იყო, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს. იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რომელსაც გასცემდა. 37 იმ დღეებში იყო, რომ ავად გახდა და მოკვდა. განბანეს და დაასვენეს ზედა ოთახში. 38 იაფო ლიდიასთან ახლოსაა, ამიტომ მოწაფეებმა შეიტყვეს, პეტრე აქ არისო და ორი კაცი გაუგზავნეს სათხოვნელად: "ნუ დააყოვნებ ჩვენთან მოსვლას”. 39 ადგა პეტრე და წავიდა. როცა მივიდა, ზედა ოთახში აიყვანეს. ნახა იქ ქვრივი დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქურციკი უქსოვდა, სანამ მათთან იყო. 40 პეტრემ ყველა გარეთ გაისტუმრა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მოუტრიალდა ცხედარს და უთხრა: "ტაბითა, აღსდექ!” ქალმა თვალი გაახილა და პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა. 41 ხელი გაუწოდა, წამოაყენა, დაუძახა წმიდებსა და ქვრივებს და ცოცხალი წარუდგინა იგი. 42 ეს ცნობილი გახდა მთელ იაფოში და მრავალმა იწამა უფალი. 43 კარგა ხანი დაჰყო მან იაფოში, ვინმე მეტყავე სიმონთან.

ოდესრაც დიდი ხნის წინათ, იესომ თავის მოწაფეებს უბრძანა: „იქადაგეთ, რადგან მოახლოებულია სასუფეველი ცათა; განკურნეთ ავადმყოფები, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმიდეთ, ეშმაკეულნი განდევნეთ; უსასყიდლოდ მიგიღიათ, უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 19:7-8).

იაფოში გარდაიცვალა ერთი მოწაფე. ეს სიტყვა მდედრობით სქესში ჟღერს პირველად და ბოლოჯერ ბიბლიაში. მოწაფე “ტაბითა”-ს სახელი, არამეულად ნიშნავს “ქურციკს”. ეს და გამოირჩეოდა ღვთისმოსაოური ხასიათით და თვინიერებით. ის არ თესავდა განხეთქილებას მეზობლებში, არამედ ეხმარებოდა ავადმყოფებს. ის სახლს ულაგებდა მოცუხებს, დაღლილ დედებს ბავშვების შენახვაში ეხმარებოდა და ყველა ქვრივისთვის ჰქონდა წყალობა ეკლესიაში, რომლეთაც მძიმე პერიოდი ედგათ ცხოვრებაში. “ქურციკმა” თავისი ქონების უდიდესი ნაწილი გაიღო სხვების დასახმარებლად. თავისუფალ დროს ქსოვდა, სურდა რა რომ იესოს თავად ამოექარგა თავისი სახელი ეკლესიის წევრების გულებში. უნდოდა, რომ ყველა ერთად ყოფილიყვნენ კარგი ხალიჩა, მისი სახელის განსადიდებლად.

და უეცრად ეს წმიდანი გარდაიცვალა. მათ არ ჰქონდათ წეს-ჩვეულებაში სხეულის სასახლეში ჩადება. ამის მიუხედავად გადაწყვიტეს მისი სხეულის სასახლეში ჩადება, რათა მრავალს შეეძლო მოსვლა და გამომშვიდობება, გაეხსენებინათ რა მისი სიყვარული და მსხვერპლიანობა. ძვირფასო ძმაო, როგორ ფიქრობ, შენ რომ გარდაიცვალო, იტირებდა თუ არა ხალხი შენი კეთილი საქმეებისა და მსხვერპლების გამო? თუ დაგწყევლიდნენ შენი ეგოიზმის და სისასტიკის გამო?

ეკლესიის ხუცესებმა გაიგეს, რომ პეტრე მოციქულებს შორის ყველაზე დიდი იყო და ის მათი ქალაქისგამ არც ისე შორს იმყოფებოდა. სთხოვეს მას მოსულიყო, ენუგეშებინა და გვერდში დადგომოდა მგლოვიარეებს. გარდაცვლილი მოწაფე, ისევე როგორც სხვა დანარჩენები, ელოდებოდა ქრისტეს მეორედ მოსვლას და იქამდე სიცოცხლეს. ეკლესიისთვის ეს შემთხვევა თავზარდამცემი აღმოჩნდა, რადგან მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი ქალი გარდაიცვალა ქრისტეს მოსვლამდე.

პეტრე გამოეხმაურა ეკლესიის ძახილს და გზას დაადგა. 18 კილომეტრი განვლო ლიდიადან იოპაში, რათა ენუგეშებინა ეკლესია. მოციქულს ახსოვდა, როგორ შევიდა უფალი იაირის სახლში, სადაც მომტირი ქალები თავზე ხელებს ირტყამდნენ და თმებს იგლეჯდნენ. შევიდა თუ არა ოთახში, მომტირალთ გასვლა სთხოვა, რის შემდეგაც აღადგინა გოგონა სიტყვებით: “ქალწულო ადექი!”

ასეთი მოლოდინის ატმოსფეროთი შევიდა ქურციკის სახლში პეტრე. მისი გული ნაღველით აივსო, როდესაც დაინახა მომტირალი ქალები. მან ყველა გაიყვანა, მუხლი მოიყარა უფლის წინაშე ლოცვით. სულიწმიდამ წარმართა მისი ლოცვა და მან სთხოვა იესოს აღედგინა მოწაფე. პეტრეს ზედმეტი მოძრაობები არ დაუწყია და არც ზედმეტად უთქვამს რაიმე, როდესაც აღივსო დამაჯერებლობით, რომ ქრისტე განადიდებდა თავის თავს. მან იგივე სიტყვები უთხრა მას, რომლებიც იაირის ქალიშვილს: „ქალწულო, ადექი!“

გასაკვირია რომ იესოს სახელის ხსენების გარეშე, აღადგინა გოგონა ღვთიური ძალის დახმარებით და იმ სიტყვებით, რომელსაც თავად უფალი იყენებდა. ყველაზე გახსნილმა და თამამმა მოციქულმა არ აღადგინა ის თავისი სახელით, ვინაიდან სიკვდილის გადალახვა თავისთავად არავის შეუძლია, მხოლოდ ქრისტე ახლა და საუკუნოდ წმიდაა და უცოდველი, რომელმაც იზეიმა სიკვდილზე. პეტრეს ქრისტეს რწმენამ დააკარგინა სიკცდილს ძალა და დაუბრუნა მოწაფეს ახალი სიცოცხლე.

თავისდაგასაკვირად გოგნამ პეტრეს სიტყვებში იესოს ხმა გაიგონა და თვალები გაახილა. გოგონა წამოდგა და იგრძნო თუ როგორ ასდიოდა თავის სხეულს კეთილსურნელება. მან დაინახა თავის ოთახში უცნობი ადამიანი, რომელიც ლოცულობდა და უყურებდა მას. პეტრემ მას ხელი გაუწოდა და ადგომაში დაეხმარა. მან აუხსნა გოგონას, რომ იესოს მისი მსახურების გაგრძელება სურს დედამიწაზე. ის უნდა გახდეს ცოცხალი მოწმობა ქრისტეს ზეიმისა სიკვდილზე, ყველა ზღვისპირა ქალაქებსა და ახლო რეგიონებში.

როდესაც შეშინებული ადამიანები შევიდნენ ოთახში, ისინი გაურკვევლობაში მოვიდნენ და შერცხვათ. ზოგიერთმა მათგანმა დაიწყო ლოცვა, სხვებმა კი მუხლი მოიყარეს და განადიდეს ქრისტე, რომელმაც სიკვდილს აჯობა. ეს ამბავი მალევე მოედო მთელს ქალაქს. ბევრი ადამიანები მოდიოდა რწმენაში და იძენდნენ საუკუნო სიცოცხლეს. თუმცა ყველა მტკიცედ არ იდგა მღვდელმთავრის რწმენაში. და მაინც უამრავ ადამიანთა რიცხვი შეუერთდა ეკლესიას და გახდა ქრისტეს სხეულის წვერი. ასეთი გამოღვიძების გამო პეტრე კიდევ დიდხანს დარჩა ეთიოპიაში და მსახურობდა ადგილობრივ ეკლესიაში.

პეტრე არ ცხოვრობდა ძვირადღირებულ სახლში, არამედ დარჩა ხელმომჭირნე ადამიანთან, რომლის სახლიც ჭუჭყით იყო სავსე. ეს ადამიანი ქალაქგარეთ ცხოვრობდა კანონის მიხედვით, რადგან მისი სიბინძურის გამო ხალხი არ დაზარალებულიყო. პეტრე რჩებოდა ამ ღარიბ მორწმუნესთან, რომლის სახელიც ზეცაში ჩაიწერა.

ლოცვა: უფალო თაყვანს გცემ შენ მკვდარი მოწაფის აღდგინებისთვი ეთიოპიაში! მადლობას გიხდით პეტრეს რწმენისთვის, რომლმაც შენი ხმა მოისმინა. დაგვეხმარე შენი ხმის მომსმენები ვიყოთ და გავარჩიოთ შენი სული, ვიმსახუროთ შენი სახელის გამო და გაგვწმინდე რათა ეს გავაკეთოთ შენი ძალით!

კითხვა:

  1. როგორ აღსრულდა ქრისტეს ბრძანება, მკვდრების აღდგინების შესახებ მისი მოწაფის ცხოვრებაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:15 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)