Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 043 (First Persecution of the Christian Church at Jerusalem)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

1. ქრისტიანული ეკლესიის პირველი დევნა იერუსალიმში და მორწმუნეების მიმოფანტვა მთელ სამარიაში (საქმეები 8:1-8)


საქმეები 8:4-8
4 მიმოფანტულნი კი მიმოდიოდნენ და სიტყვას ახარებდნენ. 5 ფილიპე სამარიელთა ქალაქში ჩავიდა და მათ უქადაგებდა ქრისტეს. 6 ფილიპეს ლაპარაკს ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, უსმენდა და ხედავდა ნიშნებს, რომლებსაც ის ახდენდა. 7 მრავალი დაკავებულისგან ყვირილით გამოდიოდნენ არაწმიდა სულები; ბევრი დავრდომილიც და კოჭლიც იკურნებოდა. 8 და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში.

ეშმაკი ყოველთვის ცდილობს ქრისტიანული ეკლესიის დაშლას. ქრისტეს მიმდევრების დიდებული დევნა დაიწყო სტეფანეს წამების, მისი სიკვდილის შემდგომ. თუმცა ეშმაკი ეკლესიას ტანჯვებით არ ანადგურებს, არამედ პირიქით, უფრო ამტკიცებს მის სულიერ ცხოვრებას. მორწმუნე ქალებმა და მამაკაცებმა ტანჯვა და წამება გამოიარეს იერუსალიმის საპყრობილეებში, იმ დროს როდესაც სავსე, სიამაყით დაბრმავებული, ეშმაკის მონა ხდება. ეკლესიის მრავალი წევრი ახლო-მახლო ქალაქებში გაიქცა, რომელზეც უზენაესი საბჭოს ძალაუფლება არ ვრცელდებოდა. ისინი დევნილებად იქცნენ და მალევე ვერ პოულობდნენ დასაბინავებელ ადგილს. უმეტესად იმის იმედი ჰქონდათ. რომ მალე ისევ იერუსალიმში დაბრუნდებოდნენ. ამის მიუხედავად ღარიბები არ გამხდარან, ქადაგებდნენ ცათა სასუფეველს და სიხარულით ამოწმებდნენ ქრისტეს ტანჯვების დროს. მათი რწმენა არ შეირყა და იმედის შუქი მკვეთრად ანათებდა. მათ იაკობის სიტყვების ღრმა შინაარსი გაიგეს „ძმებო, დიდებულ პატივად ჩათვალეთ, როდესაც განსაცდელში ჩავარდებით, და იცოდეთ რა რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს. მოთმინებას კი სრული მოქმედება მოყვება, რათა სრულყოფილნი იყოთ და არაფერი გესაჭიროებოდეთ“ (იაკობი 1:4).

დიაკვნების ოჯახიდან ფილიპე წავიდა სამარიის ტერიტორიაზე და იქ თავშესაფარი ნახა შექემში ნაბლუსთან ახლოს. იქ მცხოვრებთ უყვებოდა ღვთიურ ადამიანზე, რომელმაც სიკვდილი დაამარცხა, ხალხი ცოდვისგან იხსნა, დაამარცხა ეშმაკი, ავიდა ზეცად, შეგვარიგა ღმერთს და ახლა მამის მარჯვნივ ზის და მეფობს. ის ამარცხებს ყველა ბოროტ ძალებს მათში, ვინც ეძებს მას და გახსნილია მისი სულისთვის. ასე იქცა იარაღად ფილიპე უფლის ხელში და მისგან დიდებული სულიწმიდის ძალა მოქმედებდა. მრავალი შეპყრობილიდან გამოდიოდა ეშმაკეული. იმედ დაკარგულ ხალხს ნუგეში ჰქონდა, ხოლო კოჭლები სიარულს იწყებდნენ. ყველა ხარობდა და მქადაგებელთან მირბოდა. ქალაქი მხიარულობდა, ვინაიდან ქრისტეს გადარჩენა გამოჩნდა!

კითხვა:

  1. რა განსხვავებაა ქრისტეს რწმენასა და მისი მსახურების სიტყვებს შორის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:05 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)