Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 024 (Peter and John Imprisoned; The Common Prayer)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

11. პეტრე და იოანეს პირველი დაკავება და სასამართლოზე მიყვანა (საქმეები 4:1-22)


საქმეები 4:19-22
19 მაგრამ მიუგეს პეტრემ და იოანემ და უთხრეს მათ: "თვითონ განსაჯეთ, განა მართებული იქნება ღვთის წინაშე, თქვენ უფრო მოგისმინოთ, ვიდრე ღმერთს? 20 ვინაიდან არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც გვიხილავს და მოგვისმენია”. 21 ხოლო ისინი დაემუქრნენ რა მათ, გაუშვეს, რადგან ვერ პოულობდნენ მიზეზს მათ დასასჯელად, რადგან მთელი ხალხი ადიდებდა ღმერთს მომხდარის გამო. 22 ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, რომელიც სასწაულებრივად განიკურნა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოციქული და განკურნებული ადამიანი აღარ უნდა ქადაგებდნენ იესოს სახელს. თუმცა ამ ორმა მოწმემ უპასუხა მათ, რომ თუ მათ მოუწევთ არჩევანის გაკეთება უფლის ნებასა და ადამიანების დადგენილებათა შორის, მათ სხვა გზა არ რჩებათ, გარდა ღვთის მორჩილებისა. ისინი ყველანაირად წინ უნდა აღდგომოდნენ ყოველგვარი ცინიზმს და ჭეშმარიტების დაკნინებას. მათში ეს წინააღმდეგობა რევილუციური სულით კი არ იყო გამოწვეული, არამედ სულიწმდისი მორჩილებით, რომელიც მორწმუნეებს მიმართულებას აძლებს არა ამხედრებისკენ, არამედ უბრალო და თამამ მოწმობაზე იესოს შესახებ.

ორივე მოციქულმა ერთხმად უპასუხა: „ჩვენ ვერ შევწყვეტთ საუბარს იმაზე, თუ რა მოვისმინეთ და რა ვნახეთ“. მათ გულები და ცხოვრება იყო სავსე იმითი, რაც მათ გადაიტანეს ქრისტესთან ერთად, რომელიც მკვდრეთით აღდგა. გულის სისავსიდან ბაგენი მეტყველებენ. შენ კი ძვირფასო ძმაო, რაოდენ ხშირად ლაპარაკობ იესოზე და დღეში რამდენჯერ წარმოთქვამ მის სახელს? არის თუ არა შენში უფლის სული? თუ ფულის სული ან უწმიდურების სული გამეფდა შენში? რაზეც საუბრობ, ის ხარ შენ. არ იმსჯელო საკუთარ თავზე იმითი, თუ რაზე დუმხარ. იესოს წმიდა მოწმეები თავს ვერაფერს უხერხებენ, ისინი გამუდმებით ადიდებენ ცოცხალ ღმერთს, რადგანაც მიიღეს წმიდა სული და ამ სულმა ისინი იესოს პიროვნების მოწმეებად აქცია. ეს მათი მოწოდება და მსახურებაა. უფლის ძალა არის იესოს სიტყვებისა და საქმეების მოწმობის ნაწილი. ილაპარაკე და არ დადუმდე! მაგრამ სანამ ილაპარაკებ, ილოცე, რათა არ აღმოჩნდე ჟღარუნა რვალი ან წკრიალა წინწილა.

ხალხის მთავრებმა ვერ იპოვეს ვერანაირი გზა, რათა დაესაჯათ ან გაექროთ ქრისტეს მოწმეები ისე, რომ ხალხში შფოთი არ გამოეწვიათ და საკუთარი ძალაუფლება არ დაეყენებინათ რისკის ქვეშ. ამიტომაც მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლნენ და იმედი ჰქონდათ, რომ საკუთარი მუქარები იმოქმედებდა მათზე და ქრისტეს მოძრაობას გაჭყლეტდა. რა კარგია, რომ იმ დროისთვის მთელი იერუსალიმი ღმერთის დიდებით გადავსებული, რადგანაც ყველა აღფრთოვანებული იყო ამ დიდებული განკურნებით. ქალაქის მცხოვრებმა ხალხმა ამ სასწაულში ნიშანი დაინახეს, რომ უფალმა არ მიატოვა ის ქალაქი, არამედ ღარიბებზე გადმოვიდა მისი სული. მისი გადარჩენი ძალა მოქმედებდა, ქრისტეს მოწმეების მეშვეობით.


12. ეკლესიის ერთობლივი ლოცვა (საქმეები 4:23-31)


საქმეები 4:23-31
23 ხოლო ისინი, როგორც კი გაუშვეს, მივიდნენ თავისიანებთან და უამბეს, რას ეუბნებოდნენ მათ მღვდელმთავარნი და უხუცესნი. 24 ეს რომ მოისმინეს, ერთსულოვნად აღიმაღლეს ხმა ღვთის მიმართ და შეჰღაღადეს: "ღმერთო, შემოქმედო ცისა, მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია; 25 შენ ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის პირით თქვი სულიწმიდით: რად ბობოქრობენ ხალხები და რატომ განიზრახავენ ერები ამაოებას? 26 ამხედრებულან ქვეყნიერების მეფენი და მბრძანებელნი და შეთქმულან უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ. 27 რადგან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე, წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად, 28 რომ მოემოქმედათ ის, რაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ნებამ. 29 ახლა კი, უფალო, შეხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს ძალა, რომ მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა, 30 როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის, იესოს სახელით”. 31 და შეიძრა ის ადგილი მათი ლოცვისას, სადაც შეკრებილიყვნენ, ყველანი სულიწმიდით აღივსნენ და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღმერთის სიტყვას.

აღმოჩნდნენ რა მოწაფეები თავისუფლებაზე, უმალვე დაბრუნდნენ ზედა თვალში, სადაც რამდენიმე ძმა იყო შეკრებილი ლოცვის გასაგრძელებლად. ერთი მორწმუნეც, რომ ყოფილიყო საპყრობილეში, ისინი თანმიმდევრულად ლოცულობდნენ, შეუწყვეტლივ, რომ ღმერთს მიეცა პატიმრისთვის ძალა, სიბრძნე, სიმამაცე, ხელმძღვანელობა და დაცვა. როდესაც პეტრე და იოანე დაბრუნდნე და მოუთხრეს მათ, თუ როგორ დაეხმარა ღმერთი მათ იესოზე დამოწმობაში და გადარჩენის შესახებ საუბარში მთავრების წინაშე, ისინი გამხნევდნენ და ძლიერ ემადლიერებოდნენ ღმერთს. ასევე დანაღვლიანებულნი იყვნენ უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რომ იესოზე საუბარი უნდა აკრძალულიყო, რადგან ეს კანონი ყველას ეხებოდა. ისინი მოელოდებოდნენ, რომ მთავრები მოინანიებდნენ. მაგრამ ახლა ისე ჩანდა თითქოს უფრო გაიქვავეს გული იესოს მიმართ. მორწმუნეები ლოცულობდნენ მღვდელმთავრების და უხუცესების გადარჩენისთვის, მაგრამ ისინი მით მეტად უარყოფდნენ ქრისტეს და ემუქრებოდნენ მათ.

ორი მოციქულის განთავისუფლების შემდეგ კიდევ ერთი სასწაული მოხდა. ეკლესიას არ დაუწყია ბჭობა და ფიქრი, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამ ბრძანებიდან გამომდინარე, რომელიც კრძალავდე იესოზე საუბარს. ნაცვლად ამისა, მათ მოიყარეს მუხლი და მზერა ყოვლისშემძლე ღმერთს მიაპყრეს, რომელმაც შექმნა ცა და მიწა და ყოველივე, რაც მასში არის. ისინი ხალხს არ უყურებდნენ, არც ფაქტებსა და ძალაუფლებას. ყოვლისშემძლე მათი მამა იყო და ისინი მიმართავდნენ ყველა კითხვით მას და მის წინ ხსნიდნენ უზენაესი საბჭოს ყველა მუქარას, რომელიც უკვე ისედაც ატარებდა პასუხისმგებლობას იესოს ჯვარცმის გამო.

სულიწმიდამ ეს ღვთის ოჯახი ერთობლივი ლოცვისკენ მიმართა და ისინი ერთხმად კითხულობდნენ მეორე ფსალმუნს. მათი გული ფსალმუნებით იყო სავსე, იუდევლური ქების სიმღერებით. ისინი ყველა წინასწარმეტყველებად იქცნენ, წინასწარმეტყველების სულში. ხელისუფლების მოქმედებებსა და რომაული იმპერიის პოლიტიკაში ისინი აკვირდებოდნენ ხალხის აჯანყებას უფლის და მისი ცხებული ქრისტეს წინააღმდეგ. ნეტა ჩვენც გვქონდეს ასეთი წინასწარმეტყველური გაგება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ გარემოში, რელიგიურ ვითარებებსა და ეკონომიკურ კრიზისში! სამყარო მიილტვის იქიტკენ, რომ ყველა ერი ერთი მსოფლიო ხელისუფლება გახდება, რომელზეც ანტიქრისტე იმეფებს. მაშინ ის გაილაშქრებს უფლის და მისი ცხებული ქრისტეს წინააღმდებ.

ეს მოძრაობა, რომელიც ეშმაკის სულის ხელმძღვანელობით იყო სწორედ მაშინ დაიწყო იერუსალიმში, როდესაც ღვთის მტრები შეიკრიბნენ, რათა იესო მოეკლათ. ებრაელი ხალხი და რომაული ხელისუფლება, თავისი წინააღმდეგობების მიუხედავად, გაერთიანდნენ ღვთის ქრისტეს ჭინააღმდეგ. ამიტომაც, რომაელმა მმართველებმა პილატემ, მეფე იროდმა და ამპარტავანმა მოსამართლემ კაიაფამ უდიდესი წარუმატებლობა და მარცხი ნახეს. მათი სასამართლო უმოქმედო და არაფრად ღირებული აღმოჩნდა, რადგან ჯვარცმული ქრისტე არ გახრწნილა სამარხში. ის აღდგა და ყველა ბოროტ ჩანაფიქრს ერთ მუშტად უპირისპირებდა უფლის დასასრულს. ვისაც ღმერთი უყვარს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა. ყოვლისშემძლეს ჩანაფიქრები მიუწვდომელია, რომელიც ვასეა მადლით, წყალობითა და თანადგომით. ღვთის მტრები გაუაზრებლად ხდებიან უფლის მსახურები, რადგანაც ჩვენ სამყაროში არაფერი მოხდება უფლის ნების გარეშე. ისინი ჩვენ სიკვდილის ხელში ვერ დაგვტოვებენ.

ჰქონდათ რა ასეთი რწმენა, მკოცველები სიმამაცით აღივსნენ და ეს ყველა მუქარა უფალს ხელთ გადასცეს. დიდი ხანი არ უსაუბრიათ თავიანთ დევნსა და უსიამოვნებებზე, არამედ ღმერთს ანდეს ეს კანონი, რომელიც მთავრებმა არასამართლიანად მიიღეს. სულიწმიდა აძლევდა მიმართულებას მათ, რომ ელოცათ, რათა უფლისთვის ეთხოვათ მეტი ძალა მსახურებებისთვის და იესო ქრიტეზე დასამოწმებლად. ისინი სთხოვდნენ უფალს, რომ მხარი დაეჭირა თავისი სიბრძნით, სიმამაცითა და ძალით, რათა შესძლებოდათ მსმენელისთვის იესოს ხატება დაეხატათ, როგორც ქვეყნიერების მხსნელის. ეს არის სუფთა მოწმობა ღმერთის დიდებაზე. ღმერთი საუბრობს უშუალოდ იმისგან, ვინც იესოზე ამოწმებს, აკურთხებს რა მის დამოწმებას. წმიდა ღმერთი ეძახის ყველას, რომ მოვიდნენ ჯვართან, სადაც იხსნა ისინი და იქ გაწმედს მათ და გახდის სრულყოფილთ. ძვირფასო მორწმუნევ, გახსენი თუ არა შენი ბაგე ღმერთისთვის, თუ ჯერ კიდევ გეშინია? ლოცულობ თუ არა გამბედაობაზე და საუბრის ნიჭზე სულიწმიდის ხელმძღვანელობით?

მორწმუნეები, რომლებიც ლოცვისთვის შეიკრიბნენ, ასევე ითხოვდნენ, რომ უფლის ძალას ნაყოფები წარმოექმნა. როდესაც აუწყებდნენ უფლის სიტყვას, მაშინ გრძნობდნენ მათ შორის უფლის მოქმედებას. ისინი სთხოვდნენ უფალს ნიშნებს საკუთარი რწმენის განსამტკიცებლად. მთელი ეკლესია ევედრებოდა ღმერთს განკურნებასა და სასწაულებზე, რათა განედიდებინათ მხსნელის სახელი. მათ სურდათ, რომ რწმენაში მერყევებს გაეცნობიერებინათ, არ არსებობს სხვა გზა ზეცაში თუ არა იესო, ვინაიდან მხოლოდ მას აქვს ხელთ ჯოჯოხეთისა და სამოთხის გასაღები.

ღმერთმა მოისმინა თამამი რწმენის ლოცვა და უპასუხა მას. ეს ერთადერთი ლოცვაა ადრეული ეკლესიისა, რომელიც დაიწერა და ჩვენამდე მოვიდა. ღმერთმა გაიწოდა თავისი ხელი და აკურთხა ეს შესაკრებელი, და მაშინ შეირყა სკამები, შეირყა დედამიწა, და კვლავ აღივსნენ სულიწმიდით, როგოც ორმოცდამეათე დღეს. ყოველ ჯერზე, როდესაც ვლოცულობთ ღმერთის სულთან შეთანხმებით და ვთხოვთ, რომ საკუთარი ჭეშმარიტება გვახილვინოს, ის მკაფიოდ და უმალ პასუხობს ასეთ ლოცვას. ღმერთი ამაგრებს ქრისტეს მსახურებს, მათში სიმამაცეს წარმოქმნის და ამყარებს რწმენის იმედში. ასევე აღავსებს მათ სიყვარულის ძალით.

რა მოხდა ამ შეუდარებელი ლოცვის შედეგად? თუმცა მთავრებმა უბრძანეს, რომ არ ელაპარაკათ იესოზე, მაგრამ უფრო თამამები გახდნენ და თავიანთ მხსნელზე ღიად საუბრობდნენ. ისინი ქადაგებდნენ მის სახელს სახლებში, ქუჩებსა და ტაძრის ეზოებში. უფალმა კვლავ აღავსო ისინი სულიწმიდით და მისცა შესაძლებლობა ყოფილიყვნენ მისი მოწმეები. ყურადღებით იფიქრე ამ ადრეული ეკლესიის ცნობილ ლოცვაზე. შენც, ძვირფასო მორწმუნევ, შეგიძლია ამ ყველაფრის მონაწილე იყო, თუ ილოცებ ამ სიტყვებით.

ლოცვა: დიდებულო მამაო, შენ შემოქმედი ხარ, მხსნელი და ამ ეპოქის ისტორიის შემქმნელი! მსოფლიო ერებს კრიბავს შენ ჭინააღმდეგ. უფალო, მოხედე მათ მუქარას და მიეცი შენ მონებს სითამამე ილაპარაკონ შენი სიტყვა! ჰქმენ სასწაულები და ნიშნები შენი წმიდა ძის იესოს სახელით!

კითხვა:

  1. რატომ არის აუცილებელი ღმერთის სიტყვის უწყება სულიწმიდის მოქმედებისთვის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:46 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)