Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 274 (Christ’s Command to Teach Sanctification)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 6 - იესოს მკვდრეთითი აღდგომა და მისი დიდადი დავალება (მათეიესო 28:1-20)

9. ქრისტეს ბრძანება ასწავლოს განწმენდა (მათეიესო 28:20)


მათეიესო 28:20
20 ...ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ...
(მათე 5:17-20; 7:21-27)

ქრისტემ თავის მოწაფეებს დაავალა, რომ იქადაგონ ყველა ერებს და მონათლონ ისინი. ახლა კი ავალებს მათ განასწავლონ და განამტკიცონ ისინი, ვინც მას ირწმუნებს, რომ ისინი იქცნენ მათ მოწაფეებად და იზრდებოდნენ ბიბლიის გაგების სულში.

იესო ითხოვს, რომ მისი სიტყვები შევინახოთ ღრმად გულში, ვივსებდეთ მისით ჩვენ ქვეცნობიერს, რომ განვმტკიცდეთ ქვეცნობიერში, ვიპოვოთ ნუგეში კრიტიკულ დღეებში და აქტიურად გემსახუროთ შენ. ვისაც უყვარს იესო, ის იცავს მის მცნებებს, რათა პატივი მიაგონ მას და განადიდონ ის.

მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის. საჭიროა ცხოვრებისეული გამოცდილების პრაქტიკულად გამოყენება. აი რატომ გვიბრძანა ჩვენმა უფალმა იესომ ასე მოქცევა, სახარებისეულად. მან თქვა: „ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე 13:34). ქრისტე რჯულის სულია, მისი სრული არსი. ჩვენ არ გვიყვარს, რათა გადავრჩეთ, - ქრისტეს სისხლმა უკვე გვიხსნა, რადგან პირველმა მან შეგვიყვარა. იესოს სურს, რომ მის ხატებას ვემსგავსებოდეთ, ვისმინდებოდეთ მისი მადლით, რათა ყველას შეყვარება შეგვეძლოს. ის ითხოვს: „ მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით“ (მათე 5:44). და კიდევ: „ ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.

 ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“ (მათე 6:14-15). საბოლოოდ კი მან თქვა: "ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (მათე 7:1-2).

ვინც სერიოზულად მიუდგება ქრისტეს 1,000 მცნებას ახალ აღთქმაში, ის იგრძნობს მხელას და გააცნობიერებს, რომ არ უყვარს იესო ისე, როგორც მას უყვარს ადამიანები. ქრისტეს მცნებებს მივყავართ მონანიებამდე. როგორ უნდა ვასწავლოთ სხვებს, თუ ისე არ ვიქცევით, როგორც ვასწავლით? მეფეთ-მეფე გვეუბნება, რომ დავიცვათ ყოველივე ისე, რასაც გვიბრძანებს და სხვებსაც იგივე ვასწავლოთ. როგორ შეძლებს შეასრულო მისი მცნებები თუ კი არ იცი ისინი? ვსწავლობთ რა ოთხივე სახარებას, იქ ვსწავლობთ 1,000 მცნებას და იესოს დავალებებს. ის გვეუბნება, რომ სწორად ვასწავლოთ ჩენს ოჯახის წევრებს, ეკლესიას და მეგობრებს, რათა გადარჩნენ. ეს არ გვჭირდება იმისთვის, რომ გავამრავლოთ კეთილი და მართალი საქმეები გადარჩენისთვის, არამედ იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადოთ ქრისტეს ხსნისთვის, რომელიც მან ჩვეთვის ჯვარზე მოიპოვა. იესომ ასე აღწერა თავისი მცნების არსი: „მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი” (მათე 5:48). ვინც განისწავლა მის მცნებებში და იცავს მათ, იდრიკება, იმსხვრევა მისი სიამაყე და იცხოვრებს გამუდმებით მონანიებაში,ვინაიდან არავინაა მართალი (რომაელები 3:9-20). ის ვინც ცდილობს დაიცვას ყველა მცნება, ის ვეღარ იცხოვრებს ფარისევლობაში; ასეთი ადამიანი არ ფიქრობს, რომ სხვებზე მეტია, არამედ მდაბლდება, იდრიკება და ყოველ დღე სთხოვს უფალს ძალასა და პატიებას. ის მხოლოდ თავად კი არ ცდილობს, რომ შეასრულოს ისინი, არამედ სხვებსაც ასწავლის და უზიარებს მათ ჭეშმარიტებას.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვიხსენი და გაგვამართლე. დაგვეხმარე შევინახოთ, დავიცვათ და ვისწავლოთ შენი მცნებები. გვაპატიე თუ არ ვუფრთხილდებოდით 1,000 მცნებას და გაგვამყარე მათში, გთხოვ, რათა სხვებისთვის ცდუნებად არ ვიქცეთ, არ ვასწავლოთ სხვებს ის, რასაც თავად არ გავაკეთებთ. დაგვეხმარე ყველაა სპექტში განვიწმინდოთ და მოგყვეთ სულიწმინდის ძალაში!

კითხვა:

  1. ქრისტეს რამდენი მცნება იცი? როგორ იყენებ მათ შენ ცხოვრებაში და ასწავლი თუ არა მათ შენს მეგობრებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 04:13 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)