Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 273 (Christ’s Command to Baptize)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 6 - იესოს მკვდრეთითი აღდგომა და მისი დიდადი დავალება (მათეიესო 28:1-20)

8. ქრისტეს ბრძანება ნათლობის შესახებ (მათეიესო 28:19)


მათეიესო 28:19
19 ......მონათლეთ ისინი, მამის, ძის და სულიწმინდის სახელით
(მარკოზი 16:16; საქმეები 2:38-39)

მრავალი წინასწარმეტყველი და სხვადასხვა მრწამსი, მრავალი წლის განმავლობაშ იმას ამბობდა, რომ ადამიანი უწმინდურია და სჭირდება რაიმე, რაც სრულიად გაწმენდს მას, რათა შეეძლოს მას ღმერთის წინაშე სიარული. ღმერთი მოგვიწოდებს ვაღიაროთ ცოდვები და მოვინანიოთ. ნათლობა ცოდვებისგან გაწმენდის სიმბოლოა (მათე 3:1-6; მარკოზი 1:5). წყალში შთაფლობა იმას მიუთითებს, რომ ძველი ადამიანი უწმინდურია, გახრწნილი და ბოროტი, ღირსია დაღუპვის. ნათლობა ასევე დამარხვის და შემდეგ აღდგომის სიმბოლოა. ნათლობის მერე ადამიანი სუფთა და ახალი ხდება. დავითი, ეზეკიელი და იოანე ნათლისმცემელი ამბობდნენ, რომ განწმენდისთვის მხოლოდ საკუთრი თავის უარყოფა და დისციპლინა არაა საკმარისი. უფლის სულით უნდა ვიშვათ იმისთვის, რომ განახლდეს ჩვენი სული და მშვინვა. ამიტომაც იოანე ნათლისმცემელმა თქვა: „ქრისტე მონათლავს მის მიმდევრებს სულიწმინდით“ (იოანე 1:32-34). თავად ქრისტე ამბობდა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინვ წნყლით (მონანიების ნათლობა) და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ცათა სამეფოში“ (იოანე 3:5). მონათვლის რიტუალი უფლის თვალში თითქოს ბოლო ნაბიჯია, ადამიანის ღია მოწმობა, რომელიც ტოვებს ძველ ცხოვრებას და იღებს უფლის მადლს.

ქრისტე არ გვასწავლიდა ვინმე დიდ, მიუღწევად და საშინელ ღმერთზე. სახარებებში ორასჯერ ამბობს, რომ ღმერთი, ჩვენი ზეცუერუ მამაა, რომელიც ახლოსაა ჩვენთან და ვუყვარვართ. ის მორწმუნესთან ახალ აღთქმაში შედის. იესომ დაადასტურა, რომ ის და მამა ერთნი არიან და თავის დიად დავალებაში არ უხსენებია სხვადასხვა სახელები მრავლობითში, არამედ ერთ სახელზე საუბრობდა გამუდმებით - „მამის, ძისა და სულიწმინდის“. მას უნდა, რომ ერთიან ღმერთს ვიცნობდეთ: მამას, ძეს და სულიწმინდას.

ჩვენ გვწამს არა სამი ცალკეული ღმერტის ან ღვთიური პირის, არამედ განუყოფელი სამების. იესომ ეს ახალი რწმენა დაამტკიცა სიტყვებით, რომ ის მამაშია, მამა კი მასში (იოანე 14:10; 17:21-23).

მორწმუნეები ინათლებიან მამის სახელით, დაიმედებულნი არიან რა, რომ ის იშვილებს მათ. ისინი აცნობიერებენ, რომ მათი ზეციერი მამა პირადად იზრუნებს მათზე, უწევს მათ დაცვას და სიყვარულს, ისმენს მათ ლოცვებს და იღებს მათ, როგორც მამა შვილებს, თავის საუკუნო სამეფოში.

თუ ძის სახელით ხარ მონათლული, სულ უფრო შეიცნობ მის სიყვარულს და მსხვერპლს, რისი მეშვეობითაც დიდი სასჯელი მიიღო შენი ცოდვებისთვის. მისი სისხლი გაგწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან, რადგან მკვდრეთით აღდგა და გიხსნა უფლის რისხვისგან, სიკვდილისგან და ეშმაკისგან. გაძლევს ძალას და ძალაუფლებას და გგზავნის სახარებით სავსეს დასამოწმებლად. ის გაძლევს საუკუნო სიცოცხლეს, რათა მარადისობაში იცხოვრო მასთან ერთად სიწმინდესა და სიყვარულში.

ნათლობით შენ ადასტურებ სულიწმინდასთან კავშირს და შენ სულიერ აღორძინებას უსვამ ხაზს. სული გისმოწმებს, რომ მამა არის მწყალობელი ღმერთი. სული ასევე გწმენდს, გხდის რა მოსიყვარულეს, სიხარულით გავსებს, გაძლევს სიცოცხლეს და მშვიდობას ღმერთთან და ადამიანებთან, გეხმარება გადალახო წინაღობები და გამოცდები, გასწავლის მოთმენას, აღორძინებას და პატიებას მათთვის, ვინც შენ წინააღმდეგ შესცოდავს. სული ასევე გაფრთხილებს ცრუწინასწარმეტყველებზე, გამხელს ცოდვაში და გაძლევს მშვიდობას ცხოვრებისეულ სფეროებში, ვინაიდან ეს სული არის თავად ღვთიური ცხოვრება.

შენი ნათლობა გიცავს შენი ზეციერი მამის სიყვარულში, მისი ძის ძალაუფლებაში და სულიწმინდის ძლაში. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, მამის სიყვარული და სულიწმინდასთან ურთიერთობა იყოს თქვენთან, მონათლულებთან და წმინდა სამებისადმი მიძღვნილებთან.

ლოცვა: ჩვენ აგამაღლებთ და გემადლიერებით შენ, მამაო, ძეო და სულოწმინდაო, ერთო ღმერთო, რადგან შენ მოგვეცი უფლება, რომ მოვნათლულიყავით შენი წმინდა სახელით, შენ მადლში შემოსვლის უფლება მოგვეცი, შენგან სულიერი ძლის მიღების ნება, გადარჩენა, მშვიდობა, სიწმინდე და გამოხსნა. დაგვეხმარე გავამხნევოთ ისინი, ვინც ვერ მოიპოვა მარადიული დარწმუნებულობა ნათლობით, ვერ მიატოვა ძველი ცხოვრება და ვერ განმტკიცდა შენში. დავეხმაროთ მათ ჩვენი ურყეობით სულიწმინდაში!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს შენი ნათლობა ღმერთში, მამაში, ძეში და სულიწმინდაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on October 03, 2023, at 02:26 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)