Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 275 (Christ’s Promise to be with His Followers)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 6 - იესოს მკვდრეთითი აღდგომა და მისი დიდადი დავალება (მათეიესო 28:1-20)

10. ქრისტეს დაპირება მის მიმდევრებთან ყოფნაზე (მათეიესო 28:20)


მათეიესო 28:20
20 … და აჰა, მე თქვენთან ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე. ამინ.
(მათე 18:20)

თუკი ერთ-ერთი ქრისტეს რჩეულთაგანი არის დევნილი ჯვრის მტრების მიერ; თუკი ერთი მისი მსახურთაგანი დასუსტდა, იმითი დაწუხრებული, რომ ვერ დაიცვეს შენი მცნებები; თუკი ის არის გაურკვევლობაში, როგორც საკუთარ თავში ასევე სხვებთან, ქრისტე ეუბნება მას: „გახსენი შენი გულის თვალები. აი მე ვარ შენთან, არ ხარ მარტო, შენთან ვარ გვერდში. არ დაგტოვებ, ცცოცხალი ვარ. მიყვარხარ და ვზრუნავ შენზე. გაგამყარებ რწმენაში სიკვდილის ჟამსაც. დადე შენი იმედი და რწმენა ჩემზე, რადგან მე გავიმარჯვე ქვეყნიერებაზე!“

მიაქციე ყურადღება ქრისტეს მშვნეიერ აღთქმას მოწაფეებს, რომ უთხრა: „მე თქვენთან ვარ!“ ის არ ამბობს, რომ ჩვენთან იქნება, არამედ გვიმტკიცებს, რომ ჩვენთან უკვე არის. ეს იესოს სიტყვები გვახსენებს უფლის სახელს. როგორც მოსე წარგზავნა ღმერთმა თავისი სახელით „მე ვარ“, ასევე ქრისტე გვაგზავნის თავის მოწაფეებს ამავე სახელით „მე ვარ“, ვინაიდან ის არის ღმერთი და მისთვის არ არსებობს სხვაობა წარსულსა, აწმყოსა და მომავალსშორის (გამოცხადება 1:8). იესოს უწევდა მოწაფეებისთვის თავისი თავის ფიზიკურად წართმევა და ამის გამო მოწაფეები ძალიან დანაღვლიანებულები იყვნენ. მაგრამ დაარწმუნა ისინი, რომ სულიერად მათთანაა, და ეს ბერვად უკეთესია, ვიდრე სხეულებრივად მათთან ყოფნა. „მე თქვენთან ვარ“ თქვა ქრისტემ. ის არ არის ჩვენს „წინააღმდეგ“. ის ყოველთვის შენს მხარესაა და მხარს გიჭერს.

ერთ-ერთმა ქრისტემ მიმდევარნა ნახა სიზმარი. ის მიდიოდა ქვიშაზე, სადაც ორი ადამიანის კვალი იყო. მან ჰკითხა უფალს, რას ნიშნავს ეს. იესო პასუხობდა მას: „მე გავდიოდი უდაბნოს ცხოვრებას შენთან ერთდ. მე ყოველთის შენთან ვიყავი.“ მაგრამ ერთ-ერთ საშიშ ადგილზე მხოლოდ ერთი კვალი იყო. მორწმუნემ ჰკითხა უფალს: „რატომ დამტოვე ყველაზე რთულ მომენტში?“ მხსნელმა საპასუხოდ გაუღიმა: „მე არ მიგატოვე, ზურგზე გატარებდი და ის ნაბიჯები, რომელსაც შენ ხედავდი ქვიშზე - ჩემი იყო, რომელიც დავტოვე, როდესაც შენ გატარებდი“.

ასე გამოხატავს მსხნელი ერთგულებას მისი შვილებისადმი. ის თავის მიმდევრებთანაა, რომლებიც ეძებენ დაკარგულებს, რათა წაუღონ მათ სახარების ხსნა, რათა იხსნან ისინი უფლის რისხვისგან იესოს სახელით.

ქრისტე ადასტურებს თავის ყოფნას ჩვენთან. ის ჩვენი ცხოვრების ყველა მონაკვეთში ჩვენთანაა. არ დაგტოვებს და მიგაგდებს არც რე და არც ღამე, არც ზაფხულში და არც ზამთარში. შენთანაა ბავშვობაშიც, დიდობაშიც და ყოველთვის. მაშინაც არ მიგატოვებს როცა სცოდავ. ის მოგიწოდებს თქვა დავითთან ერთად: „სულს განმიახლებს და სიმართლის ბილიკზე წარმიძღვება, თავისი სახელის გამო. სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი (ფსალმუნი 22:3-4).

ქრისტე საუკუნის აღსასრულზე საუბრობდა. გვაფრთხილებდა ანტიქრისტეზე, რომელიც მოვა ომების, მიწისძვრების და ეპიდემიების შემდეგ (მათე 24:4-14; 1 იოანე 2:22-25; 4:1-5). ის უბრძანებს თავის მიმდევრებს: „იფრთხილეთ, რომ არავინ შეგაცდინოთ. იყავით ჩემში, მე კი თქვენში და ვერავინ წაგგლეჯთ ჩემი ხელიდან“. როდესაც ეს უბედურებები და დევნები მიაღწევს თავის პიკს, ჩვენი მხნსელი მოვა მეორე და თავის შვილებს იხსნის ბოროტისგან. როდესაც ქრისტე დაბრუნდება, ჩვენთვის ნაცნობი ცხოვრება დედამიწაზე დასრულდება. როდესაც გამოჩნდება სულიერი სამეფო, დადგება მეფის უფლობა, დაკლული კრავისა, იესო ქრისტესი. მასში შევა ყველა ქრისტესმიერ განწმენდილი და ყველა იქნება, როგორც ერთი ზეციერი მამის ოჯახი.

დიადი დავალებისთვის დამახასიათებელია სიტყვა „ყველა, ყველაფერი“. აქ ის ოთხჯერ გვხვდება. ის აცხადებს, რმო მისია ძალაუფლება ზეცაში და მიწაზე. ამიტომაც უნდა ვასწავლოთ ყველა ხალხსა და ერებს, რომ მოინათლონ „მამის, ძის და იესოს სახელით“ და ვასწავლოთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მათ გვამცნეს. არასდროს უნდა გაგვიცრუვდეს იმედი, რადგან ის ჩვენთანაა მუდამ, საუკუნის აღსასრულამდე. თუკი დაიცავ ამ სიტყვებს „ყველა“ მათეს სახარების ბოლოს და იცხოვრებს საუკუნოდ მშვიდობაში.

ლოცვა: გვიყვარხარ იესო და თაყვანსგცემთ. არ ხარ ჩვენგან შორს. აგვირჩიე, მიგვიღიე, გაგვამართლე, შეგვარიგე მამასთან და გვცხე სულიწმიდნით. შენ გაგვწმინდე სიყვარულში, სიხარულსა და მშვიდობა, მადლსა და თავშეკავებაში, რათა ვიაროთ შენთან ერთად. მადლობას გიხდით, რომ არასდროს მიგიტოვებივართ და ხარ ყველა შენი სახელის გამო დევნილთან. შენ ერთგული ხარ და ვიცით, რომ მალე მოხვალ მეორედ!

კითხვა:

  1. განიცდი თუ არა შენ ცხოვრებაში უფალი იესო ქრისტეს თანდასწრებას? დაგვიწერე მოწმობა იმის შესახებ, თუ როგორ ირწმუნე ქრისტე და როგორ წარმართა მან შენი ცხოვრება?

მათეს სახარების კითხვათა მეოთხე სერია

ძვირფასო მკითხველო,
თუ ამ წიგნის განმარტებას წაიკითხავ, მარტივად შეზძლებ პასუხი გასცე ყველა კითხვას. თუკი სწორად უპასუხებ კითხვათა 90%, გამოგიგზავნით შემდეგი განმარტების ნაწილს, შენი სულიერი ზრდისთვის. თუკი პასუხებს გამოგვიგზავნი ფოსტით, არ დაგავიწყდეს მკაფიოდ მიუთითო შენი სახელი, გვარი და ელ.ფოსტა არა მხოლოდ კონვერტზე, არამედ ფურცლებზეც.

  1. რა აზრი დევს პასექის დღესასწაულში?
  2. რას ნიშნავს გამოთქმა „სული მხნეა, ხორცი კი უძლური“?
  3. რას ნიშნავს ფრაზა „ღარიბები მუდამ გვერდით გეყოლებათ“?
  4. რა სიწავლე იუდაზე ფიქრის დროს, რომელმაც უფალი ასე იაფფასიანად და მოღალატეობრივად გაყიდა?
  5. რას ნიშნავდა „უფუარობის დღის დღესასწაული“ იუდეველებისთვის წარსულში და რას ნიშნავს ის დღეს ჩვენთვის?
  6. რა მოხდა საიდუმლო სერობის ღამის დადგენამდე, რამდენიმე ხნით ადრე?
  7. რა ძირითადი აზრი დევს უფლის სერობაში?
  8. რატომ არ მიიღო პეტრემ ქრისტეს გაფრთხილება?
  9. რატომ დამწუხრდა ასე ძალიან იესო?
  10. რატომ იყო იესო აფორიაქებული და სიკვდილის შიშით გარემოცული?
  11. რას ნიშანავს გამონათქვამი „სული მხნეა, ხორცი კი უძლური“?
  12. რას ვიგებთ იესოს სამჯერ აღვლენილ ლოცვაზე გეთსემანიის ბაღში?
  13. უწოდა იესომ გამცემს და მოღალატეს „მეგობარი“?
  14. რა აზრის მატარებელია ის ფაქტი, რომ იესო შეიპყრეს?
  15. დუმდა იესო სინედრიონის სასამართლოზე?
  16. რა მნიშვნელობის მატარებელია იესოს უნიკალური დამოწმება სინედრიონის წინაშე?
  17. რას ნიშნავს იესოს სიტყვები, რომლებიც მან სინედრიონის წინაშე თქვა?
  18. რატომ უარყო პეტრემ უფალი სამჯერ?
  19. რითი განსხვავდებოდა დილის და საღამოს იუდეველი მთავრების სხდომა ერთმანეთისგან?
  20. რატომ ჩამოიხრჩო თავი იუდამ და არ მოინანია ისე, როგორც ეს პეტრემ გააკეთა?
  21. რისი სწალა შეგვიძლია იუდას სიკვდილით?
  22. რას ნიშნავდა იესოს აღიარება იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტი მეფე?
  23. რატომ შესთავა პილატემ მთავრებს, გაეკეთებინათ არჩევანი იესოსა და ბარაბასშორის?
  24. რატომ და როგორ ვერ გამოუვიდათ იუდეველებს იესოსთვის ბრალეულობის დამტკიცება, რათა გაესამართლებინათ?
  25. რატომ მიუსაჯა იესოს პილატემ ჯვარცმა?
  26. რატომ აწამებდნენ ქრისტეს ასე სასტიკად და დამცინავად რომაელი ჯარისკაცები ქრისტეს?
  27. რას ნიშნავს საკუთარი ჯვრის ტარება და იესოს გაყოლა?
  28. რა არის ქრისტეს ჯვარცმის ძირითადი მიზეზები?
  29. რას ნიშნავდა იუდევლების დაცინვა?
  30. რას ნიშნავს ქრისტეს ფრაზებიდან ერთადერთი ფრაზა, რომელიც მათეს სახარებაში ჩაიწერ?
  31. რატომ ვერ იტვირთავს ცოდვილი ადამიანი სხვა ადამიანების ცოდვებს?
  32. რაში მდგომარეობდა ქალების როლი ჯვარცმის დრო?
  33. რას იგებ იესოს დამარხვიდან?
  34. რომელი მნიშნელოვანი მოვლენები მოხდა, იესოს სიკვდილის შემდეგ?
  35. რატომ გადააგორა ანგელოზმა სამარხის ლოდი?
  36. რა აუწყა ანგელოზმა ქალებს?
  37. რა ისწავლე ამ ისტორიიდან იმის შესახებ, თუ როგორ გარბოდნენ ქალების სამარხიდან და შეხვდნენ ქრისტეს?
  38. რა ურთიერთსაწინააღდმეგო სიტყვების თქმა აიძულეს მღვდელმთვრებმა მცველებს ქრისტეს სამარხთან?
  39. რატომ გაგზავნა იესომ სამკალში უნაყოფო მოწრმუნეები ?
  40. რატომ გვიბრძანებს იესო, რომ ავდგეთ და წავიდეთ?
  41. დედამიწის რომელმა ნაწილმა ვერ მოისმინა სახარება? რა როლი გაქვს ამ საქმეში?
  42. რას ნიშნავს შენი ნათლობა ღმერთში, მამაში, ძეში და სულიწმინდაში?
  43. ქრისტეს რამდენი მცნება იცი? როგორ იყენებ მათ შენ ცხოვრებაში და ასწავლი თუ არა მათ შენს მეგობრებს?
  44. განიცდი თუ არა შენ ცხოვრებაში უფალი იესო ქრისტეს თანდასწრებას? დაგვიწერე მოწმობა იმის შესახებ, თუ როგორ ირწმუნე ქრისტე და როგორ წარმართა მან შენი ცხოვრება?

მადლობას ვუხდით უფალს, რომ შენ შეისწავლე სახარება გულმოდგინეთ ლოცვასა მსახურებაში. ჩვენ ვლოცულობთ, რომ უფალმა იესო ქრისტემ გაკურთხოს ყველა შენ გზაზე და გაგხადოს მრავალთათვის კურთხევად. მოხარულები ვიქნებით შენგან სიახლეების გაგებით და მზად ვართ ვუპასუხოდ ყველა შენ კითვა, რწმენასთან დაკავშირებით. გილოცავთ მათეს სახარების განამარტების და რწმენის შესწავლის დასრულებას და გვწამს, რომ ის დაგეხმარე შეიძინო სმარადიული საგანძური. მოგვწერე მისამართზე:

Waters of Life
P.O.Box 600 513
70305 Stuttgart
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on October 16, 2023, at 02:00 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)