Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 272 (Christ’s Command to Preach to all the Nations)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 6 - იესოს მკვდრეთითი აღდგომა და მისი დიდადი დავალება (მათეიესო 28:1-20)

7. ქრისტეს ბრძანება ქადაგება ყველა ერს (მათეიესო 28:19)


მათეიესო 28:19
19 ...და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი....
(მათე 24:14; მარკოზი 16:15-16; 2 კორინთელთა 5:10)

ვისაც უნდა ამ დავალების შესრულება, მას სულიწმინდის მმართველობა დასჭირდება. შესაძლოა იკითხოთ: „ვისთან წავალ? არავის უდნა სახარების მოსმენა და არ სწყურიათ მისი სიტყვები“. კეთილი მწყემსი გიპასუხებს შენ: „ითხოვე და მოგეცემა; ეძებე და იპოვე; დააკაკუნე და გაგეღება“. შენ გაქვს უფლება სთხოვო მხსნელს, რომ მიგმართოს მათკენ, ვისშიც მოქმედებს სულიწმინდა.

თუკი იპოვი ადამიანს, ვიცნ ეძებს ჭეშმარიტებას, ჯერ მოუსმინე და გაიგე ყველა მისი ბედნიერება და უბედურება. არ მისცე წინასწარ გამზადებული პასუხები, არამედ სთხოვე უფალს, რომ ჭეშმარიტების მაძიებელს ზუსტად ის უთხრა, რაც სურს უფალს. სთხოვე, რომ ცალკეული ადამიანებისთვის, ცალკეული სიტყვა მოგცეს. თკი გეშინია ღმერთის სიტყვის თქმა ადამიანებისთვის, მაშინ სთხოვე უფალს მოგანიჭოს ეს მადლი. ამის მერე შევძლებთ გადავლახოთ შიშ, რომელიც ხელს გიშლის უფლის სიტყვის საუბარში, და იქცევი კიდეც უფლის მომსმენ მსახურად. არ დაგავიწყდეს იმ ადამიანზე ლოცვა, შეხვედრის წინ, ასევე უშუალოდ შეხვედრის დროს და მას შემდეგაც. შენ უნდა იზრუნო მასზე და აჩვენო ქრისტეს სიყვარული.

ვისაც სურს მომსმენები მოიხვეჭოს, უნდა ისაუბროს ის სიტყვები, რაც მათ მოიზიდავს და რაც სყურიათ. სტუდენტები ისმენენ ძლიერ და სასარგებლო ინფრომაციას ლექტორებისგან. თუმცა ქრისტიანებს მეტად საინტერესო, აღმაფრთოვანებელი და ძვირფასი უწყება აქვთ. ისინი იცნობენ ღმერთს, ის მათთვის მზრუნველი მამა გახდა. მათ შეიცნეს იესო, იხსნა ისინი სიკვდილისგან და ყოველგვარი უმართლობისგან. წმინდა სული ანუგეშებს მათ თავისი სიყვარულით, სიხარულით, მშვიდობით, სამართლიანობით, ერთგულებით, გულმოწყალებით და აღორძინებით. ჩვენ ცოცხალი იმედი გვაქვს ქრისტეს აღდგომის გამო და ველოდებით მის მეორედ მოვსლას. შენ არ ხარ დაკარგული - შენ ნაპოვნი ხარ! არ შეეჭვდე იმაში, რაც ქრისტემ მოგცა, მიიტანე მისი სახარება მათთან, ვისკენაც უფლი მიგმართავს. შენში ჩადო საუკუნო სიცოცხლე მას შემდეგ, რაც ირწმუნე სიცოცხლის მთავრის!

ქრისტემ თავის მოწაფეებს მისცა ძლაუფლება ატარონ სახარება. დღეს აბრაამის შთამომავლობამ უნდა მოისმინონ ეს კეთილი უწყება. ყველა მორწმუნემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამაში. პლანეტის ორ-მესამედს ჯერ არ გაუგია ქრისტეს შესახებ. რამდენს გაწელავ, როცა სამყარო ელოდება შენ უწყებას?

ლოცვა: ჩვენო დიდებულო უფალო, შენ მიგვიღე შენ შვილებად, გვაწყე შენი სახარება, ძალით სავსე, სავსე სიბრძნითა და ხელმძღვანელობით. გვაპატიე თუ მოდუნებულად ვცხოვრობდით. დაგვეხმარე ყველას გადავცეთ შენი ცოდნა, სიყვარული, ძლა და მშვიდობა, რათა შეიცნონ მხსნელი და ზეციერი მამა შენი სულიწმინდის ძალაში!

კითხვა:

  1. დედამიწის რომელმა ნაწილმა ვერ მოისმინა სახარება? რა როლი გაქვს ამ საქმეში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 04:10 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)