Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 266 (The Empty Tomb and the Angel’s Words)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 6 - იესოს მკვდრეთითი აღდგომა და მისი დიდადი დავალება (მათეიესო 28:1-20)

1. ცარიელი სამარხი (მათეიესო 28:1-4)


მათეიესო 28:1-4
1 შაბათი რომ გავიდა, ერთშაბათის განთიადისას, მოვიდა მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამიც სამარხის სანახავად. 2 და აჰა, დიდი მიწისძვრა მოხდა, რადგან უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მივიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა. 3 შესახედაობა მისი ელვასავით იყო და სამოსი მისი - თოვლივით სპეტაკი. 4 მისი შიშით შეძრწუნდნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ.
(მათე 17:2; საქმეები 1:10; 20:7; 1კორინთელთა 16:2; გამოცხადება 1:10)

დღესასწაულის შემდეგ პირველ დღეს გარიჟრაჟზე მიდოდნენ ქალები იესოს სამარხთან,რათა მისი სხეული ნელსაცხებლით ეცხოთ. პარასკევ საღამოს მხოლოდ რთ რამეზე ფიქრობდნენ - იმაზე, რომ ეს ბოლო აქტი უნდა შესრულდეს იესოსადმი სიყვარულის პატივის მისაგებად.

ის პასექის შაბათი გახდა მათთვისაც და ყველა მოწაფისთვის ყველაზე საშინელი. მესიისს იკვდილის გამო ყველა მათი იმედი გაქრა, რომ მალე უფლის მეფობა დადგებოდა. ისინი მხოლოდ გლოვბდნენ, იესოსადმი სიყვარულითა და პატივისცემით განსჭვალულები, მივიდნენ საყვარელი ქრისტეს სამარხთან.

როდესაც ის მოკვდა, მისი მიმღები მიწაც კი იძრა. მაგრამ როდესაც ის აღდგა, მიწამაც გაიხარა. როდესაც სიკვდილის ბორკილები დაიმსხვრა და ყველა ადამიანთან მივიდა ხსნა. ყოველივე ამან გვაუწყდა ქრისტეს გამარჯვება. ზეცა ხარობდა ხოლო მიწაზეც ხალასი სუფევდა. ეს იმსი ნიშანია თუ როგორ შეიძვრება მიწა მეორედ მოსვლისას, როდესა გაქრებიან მთები და კუნძულები და მიწა მკვდრებს ვეღარ დაიტევს, (ესაია 26:21).

უთენია ქალები ფიქრობდნენ თუ როგორ უნდა გამკლავებოდნენ იმ დიდ ლოდს, რომელიც სამარხთან იყო. უფალმა აასრულა ამთი სურვილი და უბრძანა ანგელოზებს გადაეგორებინათ ის ლოდი. ანგელოზი დიდი მიწისძვრით მოვიდა, მცველები ძირს დაეცნენ მკვდრებივით. ანგელოზმა ლოდი გადააგორა და დაჯდა მასზე გაამრჯვების ნიშნათ. ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვების ნიშნად.

ანგელოზს არ სჭირდებოდა ზეციდან ჩამოსვლა ქრისტეს დასახმარებლად, რომელიც ანგელოზების გარეშე აღდგა, რადგან თავადაა სიცოცხლის მთავარი და მან დაამარცხვა სიკვდილი ვინმეს დახმარების გარეშე. უფალი თავად აღდგა, სიჩუმის დაურღვევლობის გარეშე. ისე გამოვიდა სამარხიდან არაფერი დაუზიანებია და გავიდა კედლებშორის. შემდგომ დაკეტილ კარებში შევიდა, სადაც მისი მოწაფეები იკრიბებოდნენ. თუმცა არავის უხილავს უშუალოდ ქრისტეს აღდგომა, ქალები მივიდნენ და სამარხთან, ცარიელი იპოვეს ის.

სიკვდილი - ყველა ადამიანის მტერია. მას მიჰყავს ყველა ქალისგან შობილი. შენ ვერ გაექცევი სიკვდილს, ამიტომაც ეძიე უფლის სიბრძნე, რათ მზად იყო სიკვდილისთვის.

ლოცვა: უფალო იესო, შენ მკვდრეთითი აღდექი. განგადიდებთ შენ, როგორც ერთადერთ ადამიანს, რომელმაც გაიმარჯვა სიკვდილზე, დარდსა და ეშმაკზე. შენ მიეცი შენ მიმდევრებს საუკუნო სული, ახალი სოცოცხლე და სიხარული. მადლობას გიხდით, რომ გააგზავნე ანგელოზი ლოდის გადასაგორებლად იქამდე, სანამ ქალები მივიდნენ იქ. შენ უპასუხე მათ ლოცვებს და დაგვეხმარე ჩვენც, რომ დავინახოთ და გვწამდეს, რომ ჩვენ პრობლემებსაც ასე მოაგვარებ, რადგან ცოცხალი ხარ და გვიცავ! ალელუია!

კითვა:

  1. რატომ გადააგორა ანგელოზმა სამარხის ლოდი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 04:00 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)