Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 267 (The Determined Resurrection of the Crucified)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 6 - იესოს მკვდრეთითი აღდგომა და მისი დიდადი დავალება (მათეიესო 28:1-20)

2. წერილის მოწმობა ჯვარცმული ქრისტეს აღდგომაზე (მათეიესო 28:5-7)


მათეიესო 28:5-7
5 ანგელოზმა კი დედაკაცებს მიმართა: "ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. 6 აქ არ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა. მოდით და ნახეთ ის ადგილი, სადაც იწვა. 7 ახლავე წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ”.
(მათეიესო 12:40; 16:21;17:23;20:19; 26:32)

ანგელოზის მოწმობა იმსახურებს ყურადღებას. ღმერთმა ის გააგზავნა ქალებთან თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ყველას გაეგო მისი დიდებული საქმეების შესახებ. ადამიანი იესო, ჭეშმარიტად ადგა მკვდრეთით!

ღმერთმა პატივი მიაგო ქალებს, მიუგზავნა რა მათ ანგელოზები და აიცვა ისინი მოსალოდნელი შიშისგან. მან იხილა მათი გულის ზრახვები, რომ მათ ჰყვარებოდათ იესო და ეფიქრათ მასზე. ანგელოზმა არ უსაყვედურა ქალებს, რადგან არ ახსოვდათ იესოს სიტყვები, არამედ ელაპარაკა მათ, როგორც ჩვილებს, რადგან უკიდურესათ დათრგუნულნი იყვნენ. სამარხი ღია იყო, მცველები ძირს იწვნენ მკვდრებივით, ხოლო მოკაშკაშე ანგელოზი ესაუბრებოდა მათ. მათი გონებისთვის ეს დიდი სტურმი იყო.

ანგელოზმა უთხრა მათ, რომ იცის მათი ზრახვები. ისინი იესოს მკვდარ სხეულს ეძებდნენ. ეს ღვთაებრივი გამოცხადება ამარცხებს ყველას, ვინც უარყოფს ჯვარს და ქრისტეს ჯვარცმას. მარიამი ძემ გადარჩენა აღასრულა საშინელ ჯვარზე და მოგვცა გადარჩენა ყველას, ვისაც ღვთის კრავის სწამს. ანგელოზმა აუწყა ქალებს, რომ ქრისტე აღდგა და რომ ის აქ არ არის. მან მიუთითა ადგილზე, სადაც იესო იწვა, რათა ენახათ, რომ სამარხი ნამდვილადი ცარიელია.

ანგელოზმა დაამოწმა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ ქრისტე თავისი ძლებით აღდგა. კაცის ძემ დაამარცხა სიკვდილი. მილიონობით ადამიანი ცდილობს სიკვდილს დააღწიოს თვალი. ქრისტემ კი სიკვდილის და ბნელეთის ძალებზე გაიმარჯვა. ვინც ცოცხალ იესოს ენდობა, ის გაივლის სიკვდილის ველებს ისე, რომ ბოროტისა არ შეეშინდება და იესოსთან ერთად შევა სამოთხის საუკუნო სიცოცხლეში.

შემდგომ ანგელოზმა გაახსენა ქალებს, რომ არაფერი ახალი არ უთქვამს, არამედ უბრალოდ გაუმეორა ის, რაც ქრისტეს უკვე ნათქვამი ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იესოს მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას სახარებებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და უნდა გვწამდეს მათი. ვინც არ ინანიებს, მას არ სწამს, იესო კი ყველა ადამიანს სთავაზობს პატიებას. დღეს ის საუკუნო სიცოცხლეს სთავაზობს ყველას, ვინც გაუხსნის სულიწმინდას გულს და მადლიერებით მიიღებს მის პატიებას.

ანგელოზმა იესოს „კაცის ძე“ კი არ უწოდა, არამედ „უფალი“, რადგან იცოდა, რომ ქრისტე ზეციდან ჩმოვიდა ადამიანებთან, რათა გაენთავისუფლებინა ისინი ეშმაკისგან. სამარხში დამარხული იყო თავად უფალი და თავადვე აღდგა! ყველა ფილოსოფოსი, წინამძღოლი და წინასწარმეტყველი მოკვდა, მათ სამარხებში კი მათი ძვლები დარჩა, მხოლოდ ჩვენი უფალი აღდგა, გაამყარა რა ჩვენთვის სიცოცხლის იმედი თავისი აღდგომით!

ამ მნიშვნელოვანი მოვლენის და ამბის შეტყობის შემდეგ, ქალები მახარობლებად იქცნენ. ისინი იყვნენ უფლისგან პირველი რჩეულები, რომელთაც უფალმა უთხრა, რომ ხალხისთვის აღმდგარ ქრისტეზე ეთქვათ. დღეს ქალებს შეუძლიათ იქადაგონ ურწმუნოებთან ქრისტეს აღდგომაზე და მათი დამოწმებით ადამიანები შეიძენენ სიცოცხლეს და გახდებიან ქრისტესმიერი ახალი სიცოცხლის მონაწილეები.

შემდგომ ანგელოზმა აუწყა ქალებს, რომ ქრისტე გალილეაში წავიდა, მოწაფეებზე მეტადრე, როგორ ეუბნებოდა კიდეც მათ სამი დღით წინ.იქ კი თავად ეჩვენება მათ. უფალს არ უნდოდა დამალვა, მას სურს ეჩვენოს თავის მოწაფეებს, როგორც კი ირწმუნებენ მის დიდებულ აღდგომას.

ბოლოს კი ანგელოზმა დაუმოწმა ქალებს, რომ არ უნდა დაავიწყდეთ არც ერთი სიტყვა მისგან მოსმენილი. უფალმა გააგზავნა ის მატთან, რათა ადამიანებს მოესმინათ მშვენიერი უწყება, რომ ჯვარცმული უფალი ცოცხალია! ის არის უფალი, გამარჯვებული სიკვდილზე, ცოდვასა და ეშმაკზე. გწამს თუ არა ამ ანგელოზის გამოცხადების და ქალების მოწმობის?

ლოცვა: უფალო იესო, შენ მკვდრეთით აღდგექი. თაყვანსგცემთ შენ და გადიდებთ. ვხარობთ, რომ სიკვდილმა ვერ დაგაკავა, არამედ დაამარცხე ის და ჩვენც მოვიპოვეთ საუკუნო სიცოცხლე! აგამაღლებთ და ვხარობთ, რომ გახსენი იმედის კარები. სიკვდილი ბოლო არაა, არამედ გვაძლევს საუკუნო სიცოცხლეს. დაგვეხმარე მოვუყვეთ ჩვენ მეგობრებს ამ სიკვდილზე გამარჯვების ფაქტი, რათა მათ მოინანიონ და როგორც ჩვენ მივიღეთ ცოდვების პატიება, ასევე მიიღონ მათ სულიწმინდა და საუკუნო სიცოცხლე!

კითხვა:

  1. რა აუწყა ანგელოზმა ქალებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 04:02 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)