Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 245 (Jesus Heals His Attacker)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

14. იესო მტრის ყურს კურნავს (მათეიესო 26:51-56)


მათეიესო 26:51-54
51 და აჰა, იესოსთან მყოფთაგან ერთ-ერთმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, მოუქნია მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. 52 მაშინ იესომ უთხრა მას: "თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება. 53 ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამაჩემს და ახლავე გამომიგზავნოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც? 54 მაშინ როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ეს უნდა მოხდეს?”
(დაბადება 9:6; მათე 4:11)

პეტრე მზად იყო ხმლის ძალით დაეცვა თავისი ზეციერი მეფე. თუმცა ქრისტემ ფიზიკური ძალის გამოვლინების უფლება არ მისცა, რადგან მისი სამეფო მხოლოდ სიკეთეშია, სინაზესა და სიყვარულში. მოიქცა რა ასე, ქრისტემ უკუაგდო ყოველი ბრძოლა, რომელიც მის წმინდა მიზნებს ეწინაღმდეგებოდნენ და მოუწოდებდა სიყვარულისა და პატივისცემისკენ. უფალმა არ გამოიყენა ანგელოზთა თორმეტი ჯარი, რომელიც მის განკარგულებაში იყო. მან არ გამოსცადა წმინდა სული, როჯმელიც ეუბნებოდა, რომ ის უნდა მოეკლათ, ჯვარს ეცვათ და აღმდგარიყო ქვეყნიერების გადასარჩენად. მას უყვარდა მტრები და აღიარებდა მათთან, რომ გუშინ, დღეს და უკუნისამდე ერთიდაიგივე იქნება. ამიტომაც არ შეეცადო შენი იდეების დამტკიცება ძლით. ნაცვლად ამისა მოიკრიბე მოთმინება, მიუძღვენი თავი უფალს და შეიყვარე შენი მტრები.

ქრისტეს მსახურებს ხორციელი საბრძოლო იარაღები კი არა, სულიერი საბრძოლო იარაღები აქვთ. ამიტომაც არ უნდა ვიბრძოლოთ ხორციელად (2 კორინთელთა 10:3-4). ზოგიერთ მორწმუნეს ჰგონია, რომ უდნა მიატოვოს საკუთარი სახელმწიფო უფლება და თავისუფლება. ისინი დაჟინებულნი არიან, რომ უნდა იბრძოლონ საზოგადოებაში მშვიდობისა და წესრიგისთვის. ამავდროულად კი ეთანხმებიან იმ აზრს, რომ არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ბოროტებას (მათე 5:39). ქრისტეს არ უნდა, რიმ მისი მსახურების სახარებას ძალით ამკვიდრებდნენ. არის ასეთი ლათინური გამონათქვამი: „რელიგიის თავზე მოხვევა ძალების გამოყენებით არ შეიძლება; ის უნდა დაიცვა ისე, რომ არავინ მოკლა, მაგრამ თავად მოკვდე მისთვის“.

ქრისტემ განკურნა იმ მონის ყური, ვისაც პეტრე თავს დაესხა, რადგან მას კიდევ ერთხელ შესძლებოდა უფლის სიტყვის მოსმენა. წარმოიდგინეთ როგორ გაუკვირდა იმ მონას, როდესაც დაინახა, რომ მისმა „მტერმა“, რომელსაც მისი მოკვლა შეეძლო, დაუბრუნა მას იმ წამს მოკვეთილი ყური. ეს განკურნება ნიშნავს, რომ იესო თავისი მადლით პატიობს თავის მტრებს და თავისუფლად ხსნის მათთვის სამეფოსკენ გზას.

მათეიესო 26:55-56
55 და უთხრა იესომ იმ ხალხს: "თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე. 56 მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულდეს წინასწარმეტყველთა წერილები”. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.

იესოს უყვარს ისინი, ვინც მას თავს დაესხა და არ დაუცვია თავი. უბრალოდ მსუბუქად უსაყვედურა, ამხილა რა მათი ფარისევლობა, სიმხდალე და შიში. მან უთხრა, რომ არავითარ ძალაუფლებას არ ატარებენ მასზე. ასევე ის წინასწარმეტყველება გაიმეორე, რომ მას მისცემდნენ წარმართებს და რომ ის მათ იხსნის ცოდვებისგან, რომ უფალი დაარტყამს მწყემს და განიბნევიან მისი ცხვრები.

იმ დრომდე მოწაფეები იესოს გვერდზე იმყოფებოდნენ. როდესაც გაიგონეს, რომ ღმერთმა გადასცა იესო მტრების ხელთ, გიჟებივით გავარდნენ ღამის წყვდიადში და გაიქცნენ. ყველა მათი იმედი დაიმსხვრა!

ლოცვა: უფალო იესო შენ თვინიერი და თავმდაბალი ხარ. შენ მამის ნება აღასრულე და მიიღე შენი სასჯელი, დამცირება და სასიკვდილო ტანჯვაც. მოკვდი სამარცხვინო სიკვდილით, რათ ღვთის სასამართლოსგან გაგენთავისუფლებინეთ. გვაპატიე ჩვენი ცოდვები. გვასწავლე მოვისმინო შენი სიტყვა და გარდავიქმნათ შენი სიყვარულით, ვიქცეოდეთ თვინიერად შენი ნებით და დავდიოდეთ იქ, სადაც შენ მოისურვებ.

კითხვა:

  1. რა აზრის მატარებელია ის ფაქტი, რომ იესო შეიპყრეს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:21 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)