Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 244 (Jesus Arrested)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

13. იესოს შეპყრობა (მათეიესო 26:47-50)


მათეიესო 26:47-50
47 ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მოიყოლა დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით - მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან. 48 ხოლო მისმა გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: "ვისაც მე ვეამბორები, ის არის, და შეიპყარით იგი!” 49 მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: "გიხაროდეს, რაბი!” და ეამბორა. 50 ხოლო იესომ უთხრა მას: "რისთვის მოსულხარ, მეგობარო?” მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი.

საუბრობდა რა იუდაზე იესო, გამოიყენა ასეთი გამონათქვამი: „ის არის“! ამ ფრაზაში გამოყენებულია სიტყვა იაჰვე ( მე ვარ). ამგვარად გამცემი ეძახდა უფალს უნიკალურ სახელს ჭეშმარიტ ღმერთს.

მეომრები და მღვდელმთავრები მივარდნენ იესოს, შებორკეს ის და წაიყვანეს სასაამართლო დარბაზში. როგორი საშინელი სანახავია! ჭეშმარიტება შებორკეს ადამიანებმა, თავად არიან რა ცოდვის ბორკილებით შემობოჭილნი. დადგა წყვდიადის საათი და უსამართლო ადამიანებმა თავად ღმერთი განსაჯეს, მისი სიყვარულისთვის.ქრისტემ არ გაასამართლა მისი გამცემი, რომელმაც ის წმინდა ამბორით გასცა, არამედ ბოლო შესაძლებლობა მისცა გადარჩენისთვის: „მან იუდას „მეგობარი“ უწოდა. ამ ნაზ სახელში არის უფლის სიყვარული მოთავსებული სრულად, არის მოთავსებული პატიებაც და გადარჩენაც. ქრისტე შენც „მეგობარს“ გიწოდებს.იმისგან დამოუკიდებლად თუ რა დონეზე სცოდავ. გესმის თუ არა მისი სხმა? ინანიებ თუ არა შენ ცოდვებს?

ლოცვა: უფალო იესო, შენ აღთქმის ღმერთი ხარ. შენ აღთქმის ერს მიეცი ნება შეეპყარი და რელიგიურ ბნელ სასამართლოზე წაეყვანეთ. ყველაფრის მიუხედავად გვაპატიე, აპატიე შენ გამცემსაც და არ გაანადგურე შენი ღვთაებრივი ძალით. შენ მიიღე მისი ცრუ ამბორი და უწოდე მას „მეგობარი“. როგორი დიდია შენი სიყვარული და თავშეკავება. მადლობას გიხდით შენი სიკეთეებისთვის; რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება. გაგვაძლიერე, რომ გვწამდეს და ვეყრდნობოდეთ იმას, რომ გვიტან და გვღებულობ, მაშინაც როცა არ ვიჩენთ ერთგულებას შენი დამოწმების მიმართ! მადლობას გიხდით, უფალო, ყველაფრისთვის რაც გაგვიკეთე!

კითხვა:

  1. რატომ უწოდა იესომ გამცემს და მოღალატეს „მეგობარი“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:18 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)