Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 237 (Declaration of the Coming Treachery)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

6. იესოს საუბარი ღალატზე (მათეიესო 26:20-25)


მათეიესო 26:20-25
20 რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად. 21 ჭამის დროს თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს”. 22 ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: "მე ხომ არა, უფალო?” 23 ხოლო მან პასუხად თქვა: "ვინც ჩემთან ერთად ამოაწობს ხელს ჯამში, ის გამცემს. 24 ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც გასცემს ძე კაცისას. იმ კაცისთვის უმჯობესი იყო, არ დაბადებულიყო”. 25 მაშინ იუდამ, რომელმაც გასცა იგი, ჰკითხა: "მე ხომ არა, რაბი?” უთხრა მას: "შენ თქვი!”
(ლუკა 17:1-2)

ქრისტე ყოველთვის მოწაფეებთან მჭიდრო უერთიერთობაში ცხოვრობდა. უფალი მათ შორის იყო. მისი ატმოსფერო აფერადებდა მათ ურთიერთობებს. მათ უყვარდათ ერთმანეთი სიწმინდესა და ძმობაში. იმისდამიუხედავად, რომ მათ დევნიდნენ და მათ უწევდათ დამალვა, მათში სუფევდა სიხარული და მშვიდობა.

იესომ გამცემის და მოღალატის გამომჟაღვნება მაგიდასთან დაიწყო ისე, რომ მის სახელს არ ამბობდა, რათა არ უკუეგდოთ ის. იესოს სიტყვები მომავალ ღალატზე მათთვის თავზარდამცემი იყო, თითქოს მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა. ეს იყო მოწაფეების წმინდა მომზადება უფლის სერობისთვის.

საშინელება ის იყო, რომ არც ერთი მოწაფე არ იყო თავის ერთგულებაში დარწმუნებული. ყოველ მათგანს ეგონა, რომ შეეძლოთ ღალატი. შესაძლოა დროდადრო იმასაც ფიქრობდნენ, რომ გაქცეულიყვნენ მტრებთან რათა თავი დაეღწიათ ერის რისხვისგან. ყოველი მათგანი გრძნობდა უფლისმიერ მხელას და სირცხვილით არ იცოდნენ რა ექნათ. ყველა მათგანი შეწუხებული აღიარებდა თავის სისუსტეს. არ თამაშობდნენ ერთგულობანას და არც საკუთარი ღირსებებით ტრაბახობდნენ.

იესოს მცდელობა ჰქონდა იუდას სულის მოპოვების და შეძენის, რათა ეღიარებინა და მოენანიებინა. მან შეახსენა იუდას ის სიყვარული, ურთიერთობა და ძალა, რომელსაც დიდიხანს განიცდიდა უფალში. ამავდროულად მან გააფრთხილა იუდა ჯოჯოხეთზე, რომელიც აუცილებლად მოუწევდა მას იმისთვის, რომ განიცადა უფლის მადლი, ახლა კი უკუაგდებს მას.

თუმცაღა იუდა ეშმაკის სულით აღივსო - „სიცრუის მამა“. უყურებდა რა იესოს თვალებში მოტყუებითი და მოჩვენებითი მონანიებით, მან თქვა: „არ მომცე ნება უფალო, რომ მოღალატე აღმოვჩნდე“. მან უწოდა იესოს არა „უფალი“, როგორც სხვა მოწაფეებმა, არამედ „რაბი“ - მასწავლებელი. ამ ბოროტ ირონიაში ჩანს მისი კავშირის გაწყვეტა ქრისტესთან. იესომ კი განუცხადა მას თავისივე ბოროტება, გულში დაჭრა ის: „თავად თქვი ეს. ეს შენ ხარ!“

მოინანიებ თუ არა იქამდე, სანამ იესო თავისი განკითხვის სიტყვებით გულს დაგიჭრის? გამოიჩენ თუ არა ერთგულებას? თუ შენ სინდისს ჯერ ისევ ეუფლება ბოროტება? დამდაბლდი თუ არა ნამდვილად? თუ თვალთმაქცობ და არ მიჰყვები სულიწმინდის ხელმძღვანელობას?

ლოცვა: ზეციერო მამაო, შემიწყალე მე ცოდვილი. გაწმინდე ჩემი სული ყოველგვარი ცოდვის თესლისგან. მაპატიე ყველა ბოროტება, რაც ჩემშია! შექმენი ჩემში ახალი გული და ახალი ჩვევები. მე დავიღუპები გამოსყიდვის სისხლის გარეშე. გამანთავისუფლე ჩემი გულისთქმებისგან და გამწმინდე, რათა ერთგულებად გავყვე შენ ძეს, ყველა მომნანიებელთან ერთად. მიეცი შენი სული მონანიებისთვის ეკლესიებს და დაივანე მათში შენი წმინდა სულის მეშვეობით! უფალო, საკუთარი თავისგან დაგვიცავი!

კითხვა:

  1. რა მოხდა საიდუმლო სერობის ღამის დადგენამდე, რამდენიმე ხნით ადრე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 02:51 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)