Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 236 (Preparing the Passover)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

5. მზადება პასექისთვის (მათეიესო 26:17-19)


მათეიესო 26:17-19
17 უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?” 18 მან უთხრა: "წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი, მოახლოვდა ჩემი დრო, შენთან მოვიმზადებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად”. 19 მოწაფეებიც ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოამზადეს პასექი.
(გამოსვლა 12:18-20; მათე 21:3; იოანე 13:21-26)

იესოს სურდა ისეთი პირობების შექმნა, რომ შეძლებოდა თავისი მოწაფეებისთვის საკუთარი ქადაგების არსი გადმოეცა და განემარტა თავისი დედამიწაზე მოსვლის მიზანი. შესაძლოა მას სურდა იმ ადგილის გასაიდუმლოება, რადგან მოწაფეებთან ერთად ყოფნაში ხელი არავის შეეშალა. უფლის სული მართავდა უფლის სერობის შეხვედრას.

უფრო დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერობა გაიმართა ხუთშაბათას საღამოს მოწაფეებთან ერთად. მოწაფეებმა მისთვის მაგიდა გაამზადეს, რომელიც შედგებოდა უფუარი პურისგან, მწარე ბალახისა და წითელი ღვინისგან. პარასკევი, კრავების მსხვერპლად მიტანის დღე იყო. სახარებებში არ წერია, რომ უფლის საიდუმლო სერობაზე ხორცი იდო სუფრაზე, რადგან უფალი იმ ურმუნოებისგან განსხვავებით არ საჭიროებდა სისხლიანი ცხოველის ხორცს, რათა უფლის რისხვისგან არიდებინა თავი. იესო თავად იყო ღირსეული ღვთის კრავი, რომელიც ქვეყნიერების სახსნელად და მომავალი რისხვისგან დასაკავებლად დაიკლა. ყოველივე ეს უნდა მომხდარიყო მომდევნო დღეს, პარასკევს, როდესაც იესო უნდა მომკვდარიყო.

პასექის დღესასწაულამდე, ერთი კვირით ადრე, იუდეველები წმენდნენ და ასუფთავებდნენ სახლებს საფუარისგან და მიირთმევდნენ უსაფუარო პურს, ამითი კი მონანიებას გამოხატავდნენ. ისინი ცდილობდნენ სახლის ყველაფრისგან განწმენდას, ყველაფრისგან, რაც აშორებდათ ღმერთს. ეს დღეები ითვლებოდა უფალთან შერიგების დღისთვის სამზადისად, კრავის დაკვლის მეშვეობით.

ლოცვა: უფალო იესო, შენ ძალიან გინდოდა პასექის დღესასწაული გეზეიმა შენ მოწაფეებთან ერთად და მოგემზადებინა ისინი ღვთის კრავის სისხლის ახალი აღთქმისთვის.დაგვეხმარე, რომ ჩვენც მოვემზადოთ ამ დიდებული დღესასწაულისთვის, ყველა ჩვენთვის ცნობილი ცოდვა მოვინანიოთ და ვიზეიმოთ ეს დღესასწაული სულიერად, სახარებასთან შეფარდებაში.

კითხვა:

  1. რას ნიშნავდა „უფუარობის დღის დღესასწაული“ იუდეველებისთვის წარსულში და რას ნიშნავს ის დღეს ჩვენთვის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 02:49 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)