Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 218 (The Clear Signs of Christ’s Second Coming)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

8. ქრისტეს მეორე მოსვლის სიმპტომები (მათეიესო 24:27-31)


მათეიესო 24:27-31
27 რადგან როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც. 28 რადგან სადაც ლეშია, სვავებიც იქ გროვდებიან. 29 მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. 30 მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი; და იხილავენ ძე კაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. 31 იგი წარმოგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
(საქმეები 7:13-14; მარკოზი 13:24-27; ლუკა 17:37; 21:25-28; 1 კორინთელთა 15:52; 2 პეტრე 3:10; გამოცხადება 1:7; 6:12-13; 8:2; 19:11-13)

ქრისტეს მეორედ მოსვლა - მომავლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ისტორიას დღემდე მივყავართ ამ მოვლენამდე. ნეტარია ადამიანი, რომელიც მზად არის მეფეს, რომელიც მოდის დიდებული ძალით.

შემომქმედი გამოჩნდება თავისი ძალით ბოლო მკისთვის: ,,სადაც ლეშია იქ იკრიბებიან ყორნები“ გამოცხადების წიგნში (19:17-21) ჩვენ ვკითხულობთ თუ, როგორ მოუწოდებს უფლის ანგელოზი ყველა ფრთოსანს ნადიმზე, ქრისტეს მტრების ხორცზე. ის დაამარცხებს მხეცს და მის მიდევრებს და დაამაყრებს თავის სამეფოს დედამიწაზე.

ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, ბუნებაში ცვლილებები მოხდება. მზე და მთვარე ჩაქვრება, დაიწყება მიწისძვრები, ოკეანეებსა და ზღვებზე აბობოქრდებიან ტალღები და ზეციური სხეულებიც შეირყევა. კოსმოსში ამ ცვლილებებში გამოხატულია სულიერი ბრძოლა, ვინაიდან ქრისტე მოვა თავისი ანგელოზებით და იზეიმებს ეშმაკის ჯარზე. ყველა დაინახავს კაცის ძეს ღრუბლებში.

მაშინ როდესაც ქრისტე აღადგენს მკვდრებს, ღმერთის უარმყოფელთ არანაირი იმედი არ ექნებათ და ვერსად ვერ გაექცევიან უფლის შუქს. ძვირფასო ძმაო მოიქეცი უფლისკენ, სანამ ჯერ კიდევ გაქვს დრო. აღიარე შენი ცოდვები მის წინაშე და ქრისტეს სისხლი გაგწმენდს სამუდამოდ. მისი ძლევამოსილი სული მოგცემს სიცოცხლეს და გაგხდის სუფთა სულიერ პიროვნებად. არ იქნება რა შენში ქრისტეს სული, უსარგებლო და მკვდარი იქნები. სასამართლოს ანგელოზები აგიღებენ და ჩაგაგდებენ ცეცხლში გამომშრალი კუნძივით, რომელიც სამუდამოდ დაიწვება. თუკი სავსე ხარ სულიწმიდის სიკეთით, ქრისტე გიცნობს შენ ბოლო დღეს და დაგპატიჟებს მის ნადიმზე სხვა მორწმუნეებთან ერთად. მიიღებ რა ქრისტეს გახდები მისი სულიერი სხეულის ნაწილი და ამ სხეულში ქრისტეს შუქი გარემოგიცავს. უმაღლესი განცდებით იქნები გადავსებული და იესო გეტყვის:,,ახლა კი ასე ამბობს უფალი - შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: "ნუ გეშინიათ, ვინაიდან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ.“ (ესაია 43:1)

ლოცვა: წმინდაო ღმერთო არ ვარ ღირსი თავი ავწიო შენს დიდებაში, რომელიც ჩვენზეა. მაპატიე ჩემი სიამაყე და გამწმინდე სიცრუისგან. სრულიად გამასუფთავე რათა გავხდე შენი სიყვარულის ნაწილი და გამუდმებით ვრჩებოდე შენი სულიერი სხეულის წევრი, რომელიც მზად იქნება შენი მოსვლისთვის. მოდი უფალო იესო, რადგან წყვდიადი სულ უფრო მსუყდება. მოდი უფალო.

კითხვა:

  1. რა ნიშნები და სასწაულები ახლავს კაცის ძის მოსვლას.

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 02:51 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)