Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 216 (Destruction of Jerusalem)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

6. იერუსალიმის დანგრევა (მათეიესო 24:15-22)


მათეიესო 24:15-22
15 ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს - წამკითხველმა გაიგოს; 16 მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს; 17 ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად; 18 ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება თავისი ტანისამოსის წასაღებად. 19 მაგრამ ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში! 20 ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. 21 რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასოდეს იქნება. 22 ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები.
(საქმეები 12:1; მარკოზი 13:14-23; ლუკა 21:20-24; 23:29)

აქ ქრისტემ მოკლედ აღწერა ბოლო სასამართლო, რომელიც შედგება მის მოსვლამდე ბოლო დღეებში. მან განუმარტა თავის მოწაფეებს უფლის სასამართლოების შესახებ, განსაკუთრებით კი იერუსალიმზე, რადგან იუდეველმა ხალხმა უარყო და ჯვარს აცვა ღვთის ძე. იესო ქრისტე სთხოვდა პატიებას მათთვის და მამამაც შეისმინა მისი ლოცვა.

იმ დროისთვის იუდეველები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. ერთ-ერთმა ჯგუფმა გამოიყენა ძალადობა ტაძარში მღვდების მიმართ, რაც განხორციელდა მათზე ქვების დიდი ნაკადის დაყრით. მკვდარი მღვდელმთავრების სისხლი მოედინებოდა წმინდა სამსხვერპლოს გვერდზე და მთელი ტაძარი დასვარა. ჩვ.წ 70 წლებში, როდესაც რომაელები წავიდნენ იერუსალიმის დასაპყრობად, იუდევლური წარმოშობის ქრისტიანები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტაძარში მღვდლების მკვლელობა წინასწარ გათვლილი სისაძაგლე იყო. ამიტომაც ხელმძღვანელობდნენ რა ქრისტეს ნათელი წინასწარმეტყველებით, იერუსალიმიდან სხვა ქალაქში გადავიდნენ, რომელიც მდინარე იორდანეს მეორე სანაპიროზე მდებარეობდა, დამოუკიდებელ ქალაქთა შორის. ისინი გაიქცნენ იერუსალიმიდან იქამდე, სანამ ის დაიპყრეს და თავი დააღწიეს უდიდეს ტანჯვას, რომელიც მათ წმინდა ქალაქს დაატყდა თავს. რომაელი მეთაური მივიდა ქალაქში დიდ ჯართან ერთად და დაიწყო იერუსალიმის დაპყრობა, პასექის დღესასწაულზე. მაშინ, როდესაც ქალაქი მომლოცველებით იყო გადავსებული. დაპყრობას 5 თვე მოუნდნენ და ქალაქში ჩამოვარდა შიმშილობა. მრავალი გაიქცა ქალაქიდან, მრავალი კი დამორჩილდა როამელებს, რომლებმაც ისინი უმოწყალოდ გააკრეს ჯვარზე. 1000 იუდეველი ეკიდა ძელზე, რომელიც იერუსალიმის კედლებს მიღმა იყო აღმართული.

დაიპყრეს რა ქალაქი რომაელებმა, დაწვეს ქალაქი, დაანგრიეს უდიდესი შენობები და დაიმონეს იუდეველები. სწორედ ასე დაიწყო ტანჯვების მძიმე დრო, რომელშიც ექოდ ისმოდა იუდეველების კივილი იესოს სასამართლოს დროს პილატესთან: ,,დაე მისი სისხლი იყოს ჩვენზე და ჩვენს შვილებზე!“.

ქრისტიანობა, რომელიც დაყოფილია თავის თავში ეწინააღმდეგება თავის პირვანდელ სიყვარულისა და პატიების დანიშნულებას. ამასთანავე მხსნელმა გვითხრა, რომ სახლი რომელიც დაყოფილია ვერ გაძლებს. თუკი ვხედავთ ასეთ დაყოფებს ან ვმონაწილეობთ მაში, უნდა მოვინანიოთ და მივიღოთ პატიება. ჩვენ უნდა ვემორჩილებოდეთ ერთმანეთს და ვილტვოდეთ თავმდაბლობისკენ სხვებთან მიმართებაში. თუკი რაიმეზე ვკამათობთ ,,გარდა ქრისტიანული საფუძვლებისა“, უნდა ვისწრაფოდეთ მშვიდობისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უფლის რისხვა გვეკუთვნის. ვინც წინასწარ ახდენს განხეთქილებას, მასვე მოუწევს შედეგებზე პასუხისგება.

საფრთხის დროს ჩვენ არა მხოლოდ შეგვიძლია, არამედ უნდა ვილტვოდეთ გადარჩენისკენ კეთილი და სუფთა საშუალებებით. თუკი უფალი გვაძლევს საშუალებას ავირიდოთ საფრთხე, ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ; სინელე ამ პროცესში საუბრობს არა ღმერთისადმი უნდობლობაზე, არამედ ჩვენს მიერ უფლის გამოცდაზე. მაშინ როდესაც კარზე სიკვდილი აკაკუნებს, მოცდა უგუნურებაა. ლოტს კარგად ეთქვა: ,,არ მიბრუნდე“ (დაბადება 19:17). იგივე პრინციპია ექცეოდე ადამიანებს, რომლებიც ცოდვაში რჩებიან. როდესაც ისინი ხედავენ, რომ მათი მომავალი დაღუპვაა და ხვდებიან, რომ უნდა გაიქცნენ ქრისტესკენ, მათ სერიოზულად უნდა იმოქმედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამუდმებული გადადებით ისინი დაიღუპებიან.

ბრძენი ადამიანი, რომელიც გარბის, ბევრ ნივთს არ იღებს, რადგან მისთვის ეს ტვირთი იქნება. მაშინ, როდესაც სირიელმა ჯარმა პანიკაში გადაწყვიტა გაქცევა, დატოვეს ტანსაცმელიც და ჭურჭელიც (2 მეფეთა 7:15). ვინც ნაკლები ნივთი აიღო, ის ყველაზე მსუბუქად დაუძვრა საფრთხეს. ასეთი საშშროები დროს მადლობა უნდა ვუთხრათ ღმერთს, რომ გადავრჩით იმისდამიუხედავად, რომ შეიძლება მთელი ქონება დავკარგეთ. დაფიქრდი ,,სული უფრო მეტი არაა, ვიდრე საკვები?“ (მათე 6:25). ბერძნებს აქვთ ასეთი გამონათქვამი: ,,არაფრის მქონე მოგზაური, არაფერს კარგავს გაძარცვის დროს“. ერთი ფილოსოფოსი, რომელიც არაფრის გარეშე გაბოდა, ამბობდა: ,,მთელი ჩემი ქონება - ჩემთანაა“. ვისაც ქრისტე გულში ჰყავს ყველგან წაიყვანს მას, თუნდაც ყველაფერი წაართვან.

ლოცვა: უფალო, ჩვენ დავიმსახურეთ დაღუპვა სხვა ადამიანების მსგავსად, ვინაიდან ამაყები ვართ და დავიყავით ჯგუფებად და ერთმანეთის მიმართ არ ვიჩენთ სიყვარულს. გვაპატიე ჩვენი შეცდომა, რომ ვფიქრობთ სხვებზე უკეთესები ვართ და გაგვაერთიანე შენს თავმდაბლობასა და სიყვარულში, შენი სახარების ძალით.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს გაპარტახების სიბილწე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 02:22 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)