Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 213 (God’s Wrath)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

4. ღმერთის რისხვა კაცობრიობაზე (მათეიესო 24:6-8)


მათეიესო 24:6-8
6 ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. 7 რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. 8 ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.

ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც მისცა ქრისტემ თავის მოწაფეებს ბოლო დღეებში: ,,იფხიზლეთ, რათა არავინ გაცდუნოთ“. მოწაფეებმა კითხეს უფალს მეორედ ოსვლის ნიშნის შესახებ, რათა ცოდნოდათ, როდის იქნება მისი მოახლოვება, იესომ მათ პირდაპირი პასუხი არ გასცა, მაგრამ უთხრა ყველაზე საშიშია საკუთარი სულის დაღუპვა, თუკი საზოგადოებრივ აზრსს გაყვებოდნენ.

ეშმაკი დაშლიდა ადამიანურ კულტურას ანტიქრისტეს მეშვეობით, რომელიც ხალხს მოუტანდა ომებსა და გლოვას. მას უნდა, რომ ადამიანებს დაავიწყდეთ თავიანთი შემოქმედი და ჩაიძირონ თავიანთი პრობლემების სამყაროში, როგორც პეტრემ დაიწყო ჩაძირვა, როდესაც ქრისტეს მოარიდა თავი და შეხედა მაღალ ტალღებს, რომელიც მისკენ მოდიოდა. არ მიეცე შიშს და განგაშს, ვინაიდან ქრისტე ცოცხალია. ის ცოცხალია და იქნება შენთან ერთად ყოველდღე, დაგიხსნის, გატარებს და დაგიცავს. დაგეხმარება გადალახო შენი შიში ყველა მდგომარეობაში, ვინაიდან არ არის სიყვარულში შიში (1 იოანე 4:18:21).

არ გაგიკვირდეთ ქრისტეს სიტყვები, რომ ოთხი სახის უბედურება იქნება (ომები, შიმშილი, ეპიდემიები და მიწისძვრები). ეს უბედურებები მაშინაც მოხდება, თუ ცრუწინასწარმეტყველები და თავკერძა წინამძღოლები მშვიდობას გამოაცხადებენ. დამანგრეველი ტალღები უნდა მოვიდეს დედამიწაზე, რადგან ადამიანები სულ უფრო ამაყდებიან, ტრაბახობენ მიღწევებით მეცნიერებასა და ტექნიკაში, არ ზრუნავენ შემომქმედზე, მრუშობენ და აკეთებენ ყოველგვარ ბოროტებას. მე მწამს, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობს უფლის სასამართლოს საწყისში, მაგრამ ვინ მოვა, გაიგონებს და მოინანიებს?

თუ გინდა ემსახურო მშვიდობის საქმეებს შენს ერში, მოიქეცი უდლისკენ და იქადაგე ქრისტე, ვინაიდან ის ერთი არის ღმერთისა და ხალხის შემაერთებელი გზა.

იესო გვაფრთხილებს რევოლუციის სულზე, რომელიც სისხლიან გადატრიალებებში გამოვლინდება. დაუმორჩილებლობის, სიძულვილის სული, რომელიც მართავს მრავალი ადამიანების ცხოვრებას პრინციპად იქცა მათთვის. ჩვენ ვკითხულობთ ამ ყველაფერზე თანამედროვე წიგნებში, სადაც ეს იდეები ამაღლებულია და მოწოდებული, როგორც უმაღლესი იდეალი. სინამდვილეში კი ამ ყველაფერს ერი მიჰყავს დაღუპვის გზაზე.

გარდა ამისა სამყაროში იზრდება შიმშილი. შიმშილს მრავალი მიზეზი აქვს, თუმცა საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს იწვევს ადამიანის ცოდვები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ყოველი 10 მილიონი ადამიანი კვდება, მარტივად განკურნებადი ავადმყოფებისა და შიმშილისგან. მრავალი იღუპება ღმერთის შეცნობის გარეშე. ყველაფერი ეს კი იმიტომ ხდება, რომ მორწმუნეთა უმრავლესობა მყარად ეჭიდება თავის კომფორტს და არაფერს აკეთებს. ისე ჩანს თითოს ქრისტიანებს არ აქვთ თანაგრძნობა განვითარებადი ქვეყნებისადმი და არ სურთ გაუზიარონ მათ ნუგეშისმცემელი სახარება.

ღირს თუ არა იმის გაკვირვება, რომ ხალხი სულ უფრო შფოთდება მრავალრიცხოვანი ცოდვებისა და ადამიანების უნდობლობის გამო. მეცნიერებამ მიწისძვრის მიზეზები დაადგინა. ეს ხდება დედამიწის ქანების მოძრაობის გამო, რომელიც უდიდეს ზეწოლას წარმოქმნის, რის გამოც დედამიწა იძვრის. თუმცა სულიერი თვალსაზრისით უდიდესი მიზეზი არის ღმერთის რისხვა ადამიანის ეგოიზმის გამო, მათი თვალთმაქცობა, სიყვარულის უკმარისობა და ათეისტური სწავლებების ზრდის მისწრაფება, რომლებიც დაფუძნებულია ტყუილსა და უსამართლობაზე.

ჩვენმა სულმა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ჰპოვოს სიმშვიდე და ნუგეში იმაში, რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის და რომ ის მეფობს ყველა სიტუაციაში. ღმერთი უბრალოდ აკეთებს იმ ყველაფერს, რაც ჩვენთვის გათვლილია. ამიტომ მოდი მივიღოთ ღმერთის ნება, ვინაიდან ყველაფერი მოხდება, რაც უფლის ჩანაფიქრს აღასრულებს. იქამდე სანამ დიდ შენობას ავაშენებს, ძველი სახლის დანგრევა აუცილებელია (ამის გაკეთება კი ხმაურის, მტვერის და საშიშროების გარეშე შეუძლებელია), ,, ეს "კიდევ ერთხელ” ნიშნავს შეძრულის შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია.“ (ებრაელთა 12:27).

ეძებე უფალი და იცოცხლებ. იქადაგე სახარება გონივრულად და უფლის ძალა იქნება შენთან. ვაი დედამიწას, რომელიც სახარების გარეშე დარჩება, რადგან ხალხები ერთმანეთს შეჭამენ მგლებივით. სამწუხაროდ მათ ნავთი უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე სულიწმიდა.

ლოცვა: მამაო, გვაპატიე ჩვენი ეგოიზმი და შენი ძის ჯვრის მეშვეობით გაგვხადე მშვიდობისმყოფელი. შეგვიწყალე, რათა ხალხის შიმშილი მოვიგერიოთ შენი კურთხევით. წავიღოთ გზააბნეულებთან შენი შუქი და ღარიბებთან ნუგეშისცემა. დაგვიცავი მატყუარებისაგან, ვინაიდან შენ ერთი გვიხსნი ცოდვებისგან. ვიმყოფებით რა შენს სამსჯავროებში. ჩვენ გვჭირდება შენი ძე, ჩვენი მხსნელი.

კითხვა:

  1. რაოდენ დიდი საშიშროების წინაშე დგას კაცობრიობა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 08:58 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)