Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 212 (Take Heed that no One Deceives You)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

3. გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ (მათეიესო 24:4-5)


მათეიესო 24:4-5
4 მიუგო იესომ მათ პასუხად: "გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ. 5 ვინაიდან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.
(იოანე 5:43; 8:44; 1 იოანე 2:18-25)

მოწაფეებმა კითხეს იესოს მის გაფრთხილებაზე: ,,როდის მოხდება ეს?“ ქრისტეს არ უთქვამს რამდენი დღე დარჩა ან წელი ამ წინასწარმეტყველების აღსასრულებლად, რადგან მათი საქმე არ იყო ამის ცოდნა. მათ ასევე დასვეს კითხვა: ,,რა ნიშნები ახლავს ამ მოვლენას?“ ამ კითხვაზე დაწვრილებით უპასუხა, რადგან მათ უნდა შეძლებოდათ აღექვათ დროთა ნიშნები. ქრისტემ ასევე გააფრთხილა თავის მოწაფეები მომავალ ცდუნებებზე და უარყოფაზე. უფლის მტერი ეშმაკია, თავისი სიცრუით და ფარისევლობით, რომელიც ცდილობს ყველა ადამიანი დააშოროს მხსნელს.

ეშმაკი ვერ იტანს ღმერთს და ქრისტეს. ის ივანებს ყველაში, ვინც არ მიყვება ქრისტეს. ბოროტს უნდა წინ აღუდგეს მათ, ვინც ვერ შევიდა უფლის სამეფოში, ამიტომაც შთააგონებენ მათ უცნაური აზრებით და აცდუნებენ ცოდვის გზაზე. ამიტომაც არ სურთ მონანიება და ფიქრობენ, რომ არ სჭირდებათ განახლება. იჯერებენ რა ეშმაკის ტყუილს საკუთარ სიკეთეზე არიან დაიმედებულნი ან რაიმე გარეგანზე მაგალითად მეცნიერებაზე ან ტექნიკაზე. მორწმუნის ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი უნდა იყოს მომავლის ცოდნა კი არა, არამედ სულით ავსება, რათა თავი დავაღწიოთ უღმერთო აზრებს. უფლის სული წარმოქმნის შენში მონანიებას, რწმენას, თავმდაბლობას და მშვიდობას. ეშმაკის სული კი სხვადასხვა ფორმით ვლინდება, როგორიცაა სიამაყე, საკუთარ თავზე მეტად დაიმედება, ვიდრე ღმერთზე, უღმერთო გეგმებში, სიცრუეში, წყენაში, შურისძიებაში და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ნაყოფი ეშმაკისა არის ფარისევლობა მაშინ, როდესაც ადამიანს თავი კეთილად მოაქვს, მისი გული კი ბოროტებით არის სავსე.

ყურადღებით გამოიკვლიე განსხვავებული ფილოსოფიები, რელიგიები და კულტურები და დაინახავ მათზე ეშმაკის გავლენას. ისინი ასწავლიან, რომ ადამიანებს შეუძლიათ ადამიანური სამოთხის მოწყობა საკუთარი სამართლიანობით და კეთილი საქმეებით. მათში ცრუ ქრისტეს დაინახავ. არ გაყვე მათ არამედ შეხედე ჯვარს და დაინახავ იმის მტკიცებულებას, რომ ყველა ადამიანი გაფუჭებულია და სჭირდებათ მხსნელი. არ შეგვიძლია საკუთარი ნებით თავი დავაღწიოთ ჩვენს ადამიანურ ბუნებას. არცერთ მიწიურ წინამძღოლს არ დაეყრდნო, რადგან მხოლოდ ქრისტემ გიხსნა შენ. ის მოვა გაბრწყინებული გარეგნობით და დაინახავ მის ხელებზე ნალურსმევს. არცერთ რელიგიურ მასწავლებელს არ მოუსმინო, რომელიც არ გაძლევს მიმართულებას ღმერთის ჯვარცმული ძისკენ., რადგან ჩვენი იმედი მხოლოდ მასზეა დამყარებული.

ლოცვა: მამაო, ძეო, სულოწმიდაო გაქებთ და ვხარობთ, რომ ქრისტემ გვიხსნა და სულმა გვანუგეშა. გვიცავ ცდუნებებისგან და ცრუ სწავლებებისგან. გვეხმარები მტკიცედ ვიდგეთ იესოში, რომელიც ჩვენი ერთადერთი მხსნელია. მოგვეცი გარჩევის ნიჭი, რათა არ ვისმენდეთ ცრუ წინასწარმეტყველებებს და არ მივატოვოთ ქრისტე. შენ უცოდველი ხარ და წმინდა და გსურს გაწმინდო ჩვენი გონება, სიტყვები და საქმეები, რათა მამა და ძე განდიდეს ჩვენს მართალ საქციელებში.

კითხვა:

  1. რატომ არ უპასუხა იესომ მეორედ მოსვლის შესახებ კითხვას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 08:42 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)