Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 214 (They Will Deliver You up to Tribulation)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

5. ერთმანეთის სატანჯველად გადაცემა (მათეიესო 24:9-14)


მათეიესო 24:9-11
9 მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ; და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო. 10 მრავალნი ცდუნდებიან მაშინ; ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი-მეორეს. 11 მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს აცდუნებს.
(მათე 10:21-22; იოანე 16:2; 2 პეტრე 2:1; 1 იოანე 4:1)

ქრისტე აგზავნის თავის მშვიდობას ერებში, ქალაქებში, სოფლებსა და სხვა ადგილებში, სადაც ადამიანები არიან. ვისაც სწამს მისი ინანიებს, იღებს პატიებას და ქრისტეს სწავლებას და წმინდად დადის სულიწმიდის ძალაში ხდება შუქი ამ წყვდიადში. ხოლო ვინც ღმერთის ნაცვლად ეძებს ფულს, ძალაუფლებას ან უწმინდურ კმაყოფილებას, უკუაგდებს რა ჭეშმარიტ მონანიებას, ის ჯიუტად ამტკიცებს, რომ კარგი ადამიანია. ამგვარად რა უარყოფენ ადამიანები ღმერთის სიკეთეს, ისინი გულს იქვავებენ სახარების უწყებასა და გადარჩენაზე. ისინი ვერ იტანენ შუქს, ავიწროვებენ ქრისტეს წარგზავნილებს და კლავენ მათ, ვინც მიდის მათთან მსახურებისთვის რთულ დროს. ეშმაკის სული ყოველთვის ეწინააღმდეგება ღმერთს და ყველაფერს რაც მისი სულისგან არის შობილი.

ბოლო დროს ქრისტესადმი სიძულვილი სულ უფრო გაიზრდება. ძალაუფლებანი განიკითხავენ მის მიმდევრებს და დააბრალებენ სამყაროს ყველა უბედურებას. ქრისტიანებს შეიძულებს მთელი ერები, რადგან ბოროტი მთელი ძალიტ შეეცდება დაღუპოს ქრისტეს მიმდევრები. არ გაგიკვირდეს. თუმცა გამოავლენს კიდეც შენი მეშვეობით თავის ძალას და სიყვარულს ამ ბოროტ სამყაროში, მაგრამ შენ შეგიძულებენ და უკუგაგდებენ; შესაძლოა ქრისტეს მტრებმა სახლიდანაც კი გამოგაგდონ, გაწამონ და მოგკლან. ქრისტე გვაძლევს პირობას შემომქმედთან ერთად საუკუნო ცხოვრების, მაგრამ ის არ შეგვპირებიან კომფორტულ ცხოვრებას დედამიწაზე, ამასთანავე ის დაგვპირდა, ქვეყნიერების ტანჯვების დროს იყოს ჩვენთან და მოგვცეს თავისი სიხარული და მშვიდობა.

დევნების დროს ხდება ცხადი ჭეშმარიტება. მაშინ როდესაც ადამიანისთვის ძვირად ფასობს ქრისტიანობა, ,,ცდუნდებიან მრავალნი“ და რწმენიდან გადაუხვევენ. ისინი დაკარგავენ რწმენის მიმართ ინტერესს, რომელიც ოდესღაც აღიარეს, მობეზრდება და საბოლოოდ მისი მოწინააღმდეგენი გახდებიან. მაშინ ეს ცხვრები მგლების ტყავში მოიხსნიან ნიღბებს და აჩვენებენ თავიანთ რეალურ სახეს.

მორწმუნეებს ყველაზე რთულად გადააქვთ და-ძმების ღალატი. სავსებით გასაგებია, რომ სამყარო ვერ იტან ქრისტეს წარგზავნილებს, თუმცა და-ძმების ტყუილი მტანჯველია. არასდროს გაბრაზდე და-ძმაზე თუკი ისინი გამოგეყოფიან, რადგან - ეშმაკის ტყუილის მსხვერპლები გახდნენ. ილოცე მათზე, გიყვარდეს ისინი და აიტანე, როგორც ქრისტე იტანდა გამცემ იუდას და მასთან ბოლო შეხვედრაზეც კი უთხრა: ,,მეგობარო, რისთვის მოხვედი?“.

ეშმაკი ამ ნეგატიურ მოქმედებებს წარმოქმნის მატყუარების მეშვეობით, რომლებიც ავრცელებენ სიცრუეს. ზოგი მორწმუნეებს ატყუებს მრავალი წესების დაცვით, საკვების და სასმლის არ მიღებით. ყველა მწერალი და ფილოსოფოსი, რომელმაც უარყო ღვთის სიყვარული ჯვარზე გამოვლენილი ძის მიერ - მატყუარები არიან, რადგან მხოლოდ ჯვარცმულ ქრისტეში შეგვიძლია ვიყოთ გამოსყიდულნი. გამოსცადეთ სულები და არ დაუჯეროთ ყველა რეფორმატორსა და წინასწარმეტყველს, თუკი ისინი არ განადიდებენ ქრისტეს.

ლოცვა: სიყვარულის უფალო, როგორ ვიტანჯებით შენი სასამართლოს გამო ურწმუნო ადამიანებზე, რომლებიც ასევე გიყვარს და გსურს მათი გადარჩენა. მათ არ იციან შენი ჭეშმარიტება და არ სურთ მისი მიღება, აპატიე მათ. წარგვგზავნე, რათა დავეხმაროთ მათ სიბრძნით და რომ მოიქცნენ შენსკენ. დაგვეხმარე არ გვეშინოდეს რისხვის დარტყმების, არამედ ვატაროთ შენი სიკეთე და გადარჩენა მათთვის, ვინც ირწმუნებს შენს სიყვარულს და მოინანიებს.

კითხვა:

  1. რა განაპირობებს ბოლო დროს და-ძმების დევნას და ღალატს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 08:59 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)