Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 211 (The Disciples’ Questions)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

2. მოწაფეების ორი კითხვა (მათეიესო 24:3)


მათეიესო 24:3
3 ხოლო ზეთისხილის მთაზე რომ იჯდა განმარტოებული, მიუახლოვდნენ მოწაფეები და უთხრეს: "გვითხარი, როდის მოხდება ეს ყველაფერი და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?”
(საქმეები 1:6-8)

ზეთისხილის მთისკენ გზად მოწაფეებმა ქრისტეს ყურადღება ტაძრის მშვენიერებაზე გადაიტანეს. ქრისტე კი ამ ტაძრის სიცარიელეს და ხალხის ცოდვების გამო, მის დანგრევას ხედავდა. მისი სიტყვები მისივე მიმდევრების იმედებს ამსხვრევდა. უფლის სიყვარული ჩანაფიქრე შენობებში არ არის, რომელიც დაფარული ოქროს გუმბათით, არამედ სულიერ ტაძარში, რომელიც ,,ცოცხალი ქვებით“ არის ნაშენები. მისი ტაძარი მორწმუნეებისგან შენდება, რომლებიც ივსებიან სულიწმიდით და ემსახურებიან ღმერთს ჩვენს ცოდვილ სამყაროში. იქეცი თუ არა ცოცხალ ქვად ღმერთის ტაძარში, თუ ჯერ ისევ უსარგებლო ქვას ჰგავხარ? მიუძღვენი თავი ქრისტეს, რათა გამოსწორდე და სამუდამოდ დარჩე სასარგებლო ადამიანად.

ძველი აღთქმის ტაძარი უნდა დანგრეულიყო, რათა აშენებულიყო ახალი აღთქმის ტაძარი. იმ დღეებში ქრისტეს მოწაფეები ვერ განშორდნენ ძველ ლამპრებს, რადგან უკეთესი ტაძრის წარმოდგენა არ შეეძლოთ. ისინი განცვიფრდნენ იმის წარმოდგენით, რომ ის ცივილიზაციის ცენტრი დასრულდებოდა. ისინი წუხდენენ საკუთარ თავებზე, მეგობრებსა და ახლობლებზე. ბოლომდე ვერც კი ხვდებოდნენ ქრისტეს სამეფოს მოსვლსა, მაგრამ ეკითხებოდნენ უფალს, როდის და როგორ მოხდება ეს დანგრევა და როდის გამოჩნდება უფლის სამეფო. მათ სურდათ უფლის სამეფოს დადგომა, თუმცა არა ტკივილებითა და ნგრევით.

წუხარ თუ არა მომავლით? გრძნობ თუ არა თავს დაუცველად, როდესაც შენს გარშემო ბომბები ცვივა და ხალხი კვდება? არ შეგეშინდეს მაშინაც კი, როდესაც შენი სხეული სუსტდება, რადგან ეს ნიშნავს, რომ მალე უფალი მოვა და მისი სამეფცს აღსრულდება. გინდა გაიგო რა მოხდება მომავალში? არ დაგავიწყდეს, რომ ყველა ეს მოვლენა, ქრისტეს მეორედ მოსვლაზე მეტყველებს. ყველა უბედურება და პრობლემა, ნიშნები და სასწაულები, უფლის მოსვლას გვაუწყებს. არ დაივიწყო ამის შესახებ რთულ ჟამს, არამედ აწიე შენი თავი, რადგან ხსნა ახლოსაა.

ლოცვა: უფალო იესო, ვხარობთ რათა მალე მოხვალ. მოუთმენლად ველოდებით შენი ხსნის დადგომას. გვიხსენი ზედაპირული ურთიერთობისგან, რათა არ დავემსგავსოდ ცარიელ ტაძარს, რომელიც მხოლოდ გარედან ბრჭყვიალებს. დაგვეხმარე მტკიცედ ვიდგეთ შენი სულიწმიდის ჩანაფიქრში. შენს სულიერ ტაძარში, ცოცხალ ქვებად დაგვაყენე, რათა ყველა შენს მომლოდინესთან ერთად ვსწავლობდეთ რწმენის მორჩილებას და ერთგულებას.

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობს მოწაფეების მიერ ტაძრის დანგრევის შესახებ დასმული კითხვის არსი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 08:37 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)