Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 210 (Christ Leaves the Temple)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

1. ქრისტე ტოვებს ტაძარს (მათეიესო 24:1-2)


მათეიესო 24:1-2
1 გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ტაძრის ნაგებობები ეჩვენებინათ მისთვის. 2 ხოლო მან მიუგო მათ: "ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოინგრეს”
(მარკოზი 13:1-2; ლუკა 19:44, 21:5-6)

ქრისტე განშორდა იმ ტაძარს ჰეროდე დიდის მიერ აღდგენილს და აღარცერთხელ აღარ შეტრიალებულა შიგნით. დატოვა რა ტაძარი, აღასრულა ეზეკიელის წინასწარმეტყველება უფლის დიდებაზე, რომელიც ტაძრიდან ზეთისხილის მთაზე ავიდა (ეზეკიელი 10:18-22; 11:23).

იესოს დრომდე უფლის დიდება ამ ტაძარში დაფარული იყო. ხოლო იუდეველთა დამუმორჩილებლობა მათ სასამართლო მოუტანა. წმინდა განშორდა მათ და დატოვა ისინი მტრების წინ დასაცემად. ამ ტაძარში ყველაფერი ოქროსგან ანათებდა და ასე გამოიყურებოდა გარედანაც, თუმცა შიგნიდან უკვე ცარიელი იყო. მასში აღარც სულიწმიდა ცხოვრობდა. ის უშუქო ლამპას დაემსგავსა.

მოწაფეებმა ვერ გაიაზრეს, რომ ტაძარმა ღმერთის დიდება დაკარგა. უფალმა დაამტკიცა, რომ წმინდა ღმერთმა დატოვა თავისი სახლი დაცვის გარეშე. ქრისტემ იწინასწარმეტყველა ტაძრის დანგრევა და გააფრთხილა მოწაფეები, რომ ქვა ქვაზე არ დარჩებოდა. ხალხის გულქვაობამ ძველი აღთქმის აღთქმებს დაუდო ბოლო, იმის სესახებ რომ ამ ტაძარში ადამიანის ხელით შექმნილში, იქნება უფლის დიდება. დღეს კი ღმერთი ივანებს ქრისტეში, მთელი თავის სისრულით. ახლა თავად იესოა ღვთის ტაძარი და ის დაგვპირდა, რომ ჩვენი სხეულებიც გახდება წმინდა ღმერთის ტაძარი. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ის გადმოღვრის ტავის მიმდევრებზე ნუგეშისმცემელ სულს და კურთხეულ ცხებულებას. იმ წამს, როდესაც იესო განშორდა ტაძარს, მოხდა ძველი აღთქმიდან ახალში გადასვლა, რაზეც გასაგებად თქვა პირველმა წამებულმა სტეფანემ (საქმეები 7:47-53).

და რას იტყვი შენზე? შენი სხეული - უფლის ტაძარია? არის თუ არა უფლის სული შენში? იღვრება თუ არა შენგან სულიწმიდის ძალა თუ ცარიელი და მკვდარი ხარ, უფლის დაცვას მოკლებული და დაღუპვისკენ მიდიხარ? ვლინდება თუ არა შენში მისი ძალა, წმინდა და მშვიდობიან საქციელებში. თუ ექცევი სხვებს ეგოისტურად და უხეშად? და რას იტყვი შენს ეკლესიაზე. აძლევს თუ არა ქების და მადლიერების მსხვერპლს გადარჩენისთვის ღმერთს, თუ მასში არ არის სიხარული, სიყვარული და მონანიება? იკრიბებიან თუ არა ხუცესნი და ფიქრობენ რა გააკეთონ და რა არა უფლის მართველობით.

ლოცვა: წმინდაო მამა, რაოდენ დიდებულია შენი სიყვარული და სულგრძელობა. აგამაღლებთ, რადგან მიეცი შენს ეკლესიას იესო ქრისტეს სახელით შეკრების მადლი და სულიწმიდაში შენი განდიდების საშუალება. გვაპატიე თუ არ ვიქცეოდით სიყვარულისა და იმედის თანახმად. თუკი ვიჩენთ სისუსტეს და ვიქცევით არასწორად, არ წაგვართვა შენი სული და გვაპატიე ჩვენი რწმენის ნაკლებოდა. გაგვანთავისუფლე სიზარმაცის სულისგან და არასდროს მიგვატოვო. რადგან არ გვინდა ვიქცეთ უბრალო ტაძრებად, რომელთაც დაკარგეს ღმერთის დაცვა და ძალა.

კითხვა:

  1. რა მოხდა, როდესაც ქრისტე ბოლოჯერ განშორდა იერუსალიმში მდებარე ტაძარს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 03, 2023, at 04:17 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)