Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 209 (The Hardheartedness of the People of Jerusalem)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
B - “ვაი“ ამაყებს და რელიგიურ ადამიანებს (მათეიესო 23:1-39) -- იესოს გამონათქვამების მეხუთე კრებული

12. იერუსალიმში მცხოვრებთა გასასტიკება ქრისტეს მოწყალების მიმართ (მათეიესო 23:37-39)


მათეიესო 23:37-39
37 იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. 38 აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი. 39 ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’”
(3 მეფეთა 9:7-8; მათე 21:9; 26:64)

ქრისტე დაზიანდა ყველას გამო. მან განსაკუთრებულად დაითმინა რელიგიური და ფანატიკოსი ადამიანების, მოსეს კანინის თავისებური განმარტება. იესო სიკვდილამდე მიიყვანეს არა უბრალოდ ცოდვილებმა, არამედ ფარისევლებმა და რელიგიურმა წამყვანებმა. ამის მიუხედავად ქრისტეს უყვარდა ისინი და მრავალჯერ მოუწოდა მათ. როგორ ხშირად აჩვენებდა ის მათ ნიშნებს და სასწაულებს, საკუთარ ძალაზე და სიყვარულზე. მაგრამ როდესაც დრო მოახლოვდა, იესომ იერუსალიმს უწოდა წინასწარმეტყველთა მკვლელი და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავი. მან მკვლელი უწოდა ცივილიზაციის ცენტრს, ადგილს სადაც ,,ღმერთის სახლი“ მდებარეობდა. როგორი მკაცრი იქნება იერუსალიმის სამსჯავრო!

ქრისტე ყოველთვის ცდილობდა სულის სიცრუის ერთ კონად შეკვრას და ადამიანების თავისთან მოყვანას. წერილში ნათქვამია ,,და მისია ერების მორჩილება“ (დაბადება 49:10). მას უნდოდა ყველა იუდეველი სულიერ სამეფოში შემოკრება, ღმერთის მფარველობაში. მას უნდოდა მათი სიყვარულით შემოკრება, როგორც ჩიტი შემოიკრებს ხოლმე თავის ბარტყებს - ინსტიქტურად, მაგრამ მზრუნველობით. ქრისტეს ეს სურვილი მოდის მისი სიყვარულიდან (იერემია 31:3). ბარტყები დედის ფრთებქვეშ იკრიბებიან, რათა იგრძნონ დაცვა და უსაფრთხოება, სითბო და სიმყუდროვე. როგორც ჩიტი იცავს თავის ბარტყებს, ასევე დათანხმდა იესოს სიკვდილს, რადგან მიეცა მისი მძებნელებისთვის მოსასვენებელი, ცოდვისა და სიკვდილისგან.

თუმცა უმეტესობამ უარი თქვა დამორჩილებოდა, მოენანიებინათ და ეღიარებინათ ცოდვები. მათ არ აღიარეს ღმერთის სიყვარული, მის მოწყალე წმინდა ძეში. მათ არა მხოლოდ უკუაგდეს ის, არამედ ჯვარზეც აცვეს. ზოგიერთი წინასწარვე განშორდა სულიწმიდას და ღმერთის სასამართლოც განხორციელდა იერუსალიმზე. 70 წლების შემდეგ ქალაქი მთლიანად განადგურებული იყო. იმ დროიდან ძველი აღთქმის წევრთა უმეტესობა ერებში გაიფანტა, მათ კი ყველა დევნიდა და შეურაცხყოფდა. მათ ვერ იცნეს ქრისტე, რომელშიც მათთვის იმედი იყო. მხოლოდ მაშნ, როდესაც ისინი მოინანიებენ და ირწმუნებენ ჯვარცმულ ქრისტეს, ღმერთის წყევლა განშორდება მათ. მაშინ იერუსალიმის ქალაქის წმინდა წყლები დაიწყებენ დინებას მკვდარ უდაბნოში (ზაქარია 12:10-11), მაგრამ სანამ ეს მოხდება, იერუსალიმი გახდება მძიმე ქვა ყველა ერისთვის (ზაქარია 12:2-3). ამიტომაც ასე ვლოცულობთ: ,,მოდი უფალო იესო, შენ მოხვალ დედამიწაზე და ჩვენც გელოდებით. მოდი მალე, ვინაიდან შენს გარეშე იერუსალიმში მშვიდობა ვერ იქნება“.

ლოცვა: უფალო წმინდა, ჩვენ ვცხოვრობთ ამაყ ადამიანებში, მაგრამ შენ ძეს უყვარს ისინი ვინც აცნობიერებენ ღმერთის საჭიროებას. გვაპატიე ჩვენი არასრულყოფილი სიყვარული და აგვავსე შენი ძალით, რათა გემსახუროთ გულის მონანიებით და ვქადაგებდეთ შენს სამეფოს, რომ ყველამ მოინანიოს და მონაწილეობდნენ ლოცვებში: ,,მოდი უფალო იესო, ნეტარია ვინც უფლის სახელში არ შეეჭვდება“.

კითხვა:

  1. რას გვასწავლის უფალი იესო ქალაქ იერუსალიმზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 06:56 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)